• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: khvichia  
Forum » ARMY » Artillery » ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები (ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები)
ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები
jariDate: ორშაბათი, 2010-01-04, 3:48 PM | Message # 1
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "Искандер"

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი 9К720 "Искандер" განკუთვნილია მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტებისათვის სარაკეტო დარტყმის მისაყენებლად. ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში საცეცხლე პოზიციების(სარაკეტო კომპლექსები, შორსმსროლელი არტილერია), აეროდრომებზე საფრენი აპარატების, კავშირისა და მართვის პუნქტების, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ობიექტების გასანადგურებლად.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

*რაკეტა 9М723
*თვითმავალი გამშვები დანადგარი 9П78
*სატრანსპორტო-დამტენი მანქანა
*მართვის პუნქტი
*ტექნიკური მომსახურების მანქანები

რაკეტა შეიძლება აღიჭურვოს შემდეგი სახის საბრძოლო ნაწილით:
*კასეტური საბრძოლო ნაწილი, მსხვრევადი საბრძოლო ელემენტებით
*კასეტური საბრძოლო ნაწილი, კუმულაციურ მსხვრევადი ელემენტებით
*კასეტური საბრძოლო ნაწილი, თვითდამიზნებადი საბრძოლო ელემენტებით
*მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ნაწილით
*ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საბრძოლო ნაწილით

რაკეტის სასტარტო მასა არის 3.8ტ, აქედან საბრძოლო ნაწილის 480კგ. რაკეტის სიგრძე არის 7200მმ, ხოლო დიამეტრი 920მმ.

თვითმავალი გამშვები დანადგარის მასა არის 42 ტონა. მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ. ეკიპაჟი 3 კაცი.

სროლის მანძილი- 50-280(400) კმ
შესაძლო ცდომილება- 30-70მ
შესაძლო ცდომილება(თვითდამიზნების სისტემით)- 5-7მ
შუალედი გასროლებს შორის- 1წთ

საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა "Тополь-М" (РС-12М2)


 
jariDate: კვირა, 2010-03-07, 1:34 PM | Message # 2
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
LGM-25C Titan-II (აშშ)
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
ქობინი––––––––––––––––თერმობირთვული 9 მტ
სროლის მანძილი––––––––-15000 კმ
რაკეტის სასტარტო მასა–-–––150.51 ტ
რაკეტის სიგრძე-––––––––––32.92 მ
რაკეტის დიამეტრი––––––––-3.05 მ
ფრენის სიჩქარე(MAX)–––––-29 000 კმ/სთ

РС-12М2 Topol M (რუსეთი)

ოფილიალურად შეიარაღებაში მიიღეს 2000 წელს.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
ქობინის ტიპი-------------------ბირთვული 0.55 მტ
სროლის მანძილი(MAX)---------11000კმ
რაკეტის სასტარტო წონა----------47.1ტ
რაკეტის სიგრძე-----------------22.7მ
რაკეტის დიამეტრი--------------1.86მ
შესაძლო ცდომილება------------200მ

როგორც წავიკითხე აღნიშნული რაკეტის პროექტი ეკუთვნის ქართველ ალექსანდრე ნადირაძეს.


 
jariDate: კვირა, 2010-03-07, 1:35 PM | Message # 3
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
ბირთვული იარაღი

ბრითვული იარაღი (ან ატომური იარაღი) – ფეთქებადი მოწყობილობაა, რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ატომური ბირთვების დაყოფა ან სინთეზი ანუ ბირთვული რეაქცია. ვიწრო აზრით - ფეთქებადი მოწყობილობა, რომელიც იყენებს მძიმე ბირთვების დაშლის ენერგიას. საპირისპიროდ კი, ფეთქებად მოწყობილობას, რომელიც იყენებს მსუბუქი ბირთვების სინთეზის (შეერთების) დროს წარმოქმნილ ენერგიას, უწოდებენ თერმობირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღი შედგება უშუალოდ ფეთქებადი ნაწილისგან, ადგილზე მიმწოდებელი მექანიზმისგან და მართვის მოწყობილობისგან. ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.

ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:

დასხივება
იონური გამოსხივება
დამრტყმელი ტალღა
რადიოაქტიური დაბინძურება
ელექტრომაგნიტური იმპულსი
ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს. ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად.

ბირთვულ იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას. იმისთვის, რომ რეაქცია შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში, აუცილებელია შესაბამისი ”საწვავი”, ურანის იზოტოპის სახით. ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით - ურანი-235 და ურანი-238. მას შემდეგ, რაც ურანი-235 შთანთქვას თავისუფალ ნეიტრონს - იგი იშლება და ერთი მიღებულის მაგივრად, ასხივებს სამ ნეიტრონს, რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235 ბირთვებს - იწვევენ მათ დაშლა-აფეთქებას.

ურანი-238, საპირის პიროდ, ნეიტრონის შთანთქმისას არ გამოყოფს ახალ ნეიტრონებს, არამედ უბრალოდ შთანთქავს მათ და აფერხებს აფეთქებას. ნეიტრონის შთანთქმით იგი გადაიქცევა ურანი-239-ად, შემდეგ ნეპტუნი-239-ად და საბოლოოდ, შედარებით სტაბილურ, პლუტონიუმ-239-ად.


 
DrakeNitDate: პარასკევი, 2016-12-16, 9:08 AM | Message # 4
Private
Group: Users
Messages: 4
Reputation: 0
Status: Offline

i don't wanna live forever Taylor Swift
I Don't Wanna Live Forever watch?v=SiRpxxhV360
YouTube: http://www.youtube.com/watch?v=SiRpxxhV360 - Taylor Swift Zayn Malik I Don't Wanna Live Forever


http://www.youtube.com/watch?v=o8Bhyhu_9XU
 
RichardJeocaDate: სამშაბათი, 2017-01-24, 10:41 AM | Message # 5
Private
Group: Users
Messages: 1
Reputation: 0
Status: Offline
Click <a href=https://1mikrozajmy.ru>sex titans</a> to talk to hot girls in your city!

<a href=https://1mikrozajmy.ru>SEX</a>
 
PedroNuambDate: ხუთშაბათი, 2017-01-26, 10:47 AM | Message # 6
Private
Group: Users
Messages: 2
Reputation: 0
Status: Offline
Click <a href=http://3c-design.ru>aaasex pic</a> to talk to hot girls in your city!

<a href=http://3c-design.ru>HERE</a>
 
Forum » ARMY » Artillery » ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები (ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: