• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: khvichia  
Forum » ARMY » AIR FORCE » მოერიშეები (ვილაპარაკოთ მოერიშე თვით�)
მოერიშეები
jariDate: ორშაბათი, 2010-01-04, 3:51 PM | Message # 1
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
su-25ub

სასწავლო–საბრძოლო მოერიშე თვითმფრინავი სუ–25უბ

ზოგადი ცნობები

შემმუშავებელი: პ. ო. სუხოის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო (რუსეთი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).

დანიშნულება

სასწავლო–საბრძოლო, ორადგილიანი თვითმფრინავი გამოიყენება მფრინავი შემადგენლობისათვის პილოტირების ტექნიკის, დღითა და ღამით მარტივ და რთულ მეტეოპირობებში თვითმფრინავით მოძრაობის და ამავე პირობებში ხილული მიზნების მიმართ მისი გამოყენების სწავლებისათვის.

თვითმფრინავისათვის ტიპიურ მოწინააღმდეგე ობიექტებად ითვლებიან:
ტაქტიკური რაკეტები და არტილერია საცეცხლე პოზიციებზე, მარშებზე და თავმოყრის რაიონებში;
ტანკები და მოტოქვეითი ძალები საბრძოლო და წინასაბრძოლო ან სალაშქრო მდგომარეობაში, საყრდენ წერტილებში და თავმოყრის რაიონებში;
ქვეითი ჯარების მმართველობის ელემენტები, არმიული ტაქტიკური ავიაცია;
არმიული ავიაციის ვერტმფრენები (თვითმფრინავები) მოედნებზე და ჰაერში;
საცეცხლე სექციები და საზენიტო საშუალებები.

ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
ეკიპაჟი
2 კაცი
გეომეტრიული მონაცემები

თვითმფრინავის ზომები:

– სიგრძე, მ
15,53
– გაქანი, მ
14,36
– სიმაღლე, მ
5,20
ფრთის ფართობი, მ²
30,10
მონაცემები წონის შესახებ
ცარიელი თვითმფრინავის წონა, კგ
10050
ასაფრენი წონა:

– ნორმალური, კგ
15100
– მაქსიმალური, კგ
18500
დასაჯდომი წონა:
– ნორმალური, კგ
11825
– მაქსიმალური, კგ
13200
მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ
4000
შიდა ავზებში გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ
3430
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-800 (4 ცალი), ლ
820 (თითო)
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-1150 (2 ცალი), ლ
1160 (თითო)

ძალოვანი დანადგარი
ძრავების ტიპი და რაოდენობა
2 ТРД Р-195
წევა საგანგებო რეჟიმში, კგძ
2 х 4500
საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები
პრაქტიკული ჭერი, მ
7000
მაქსიმალური სიჩქარე:
– მიწასთან, კმ/სთ
940
– სიმაღლეზე
М=0.82
ფრენის პრაქტიკული სიშორე:
– მიწასთან, კმ
495
– სიმაღლეზე, კმ
1000
– 4хПТБ-800–დან, კმ
1980
გაფრენისათვის გარბენის სიგრძე:

– ნორმალური ასაფრენი მასით, მ
500
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ
1050
დაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ
550
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით, მ
750
მაქსიმალური საექსპლუატაციო გადატვირთვა
+6,5/-2,0

შეიარაღება
საქვემეხო შეიარაღება:

– ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა
ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250 ტყვია
– მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი)
СППУ-22-01, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია თითოეულზე
სარაკეტო შეიარაღება:

– "ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები
Р-60 (Р-60М)
– "ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი რაკეტები
Х-25 (Х-25МЛ), С-25Л, Х-29Л
– უმართავი ჭურვები
С-5, С-8, С-13, С-24, С-25
ბომბარდირული შეიარაღება:
საავიაციო ბომბები
100, 250, 500
– ამთები ავზები
ЗБ-500
– მცირე ტვირთების კონტეინერი
КМГУ-2
– ერთჯერადი საბომბე კასეტები
РБК-250, РБК-500
შეკიდების წერტილების რაოდენობა
10
მოკლე ცნობები თვითმფრინავის შესახებ

თვითმფრინავი წარმოადგენს ბგერამდელ მცირესიმაღლიან ორადგილიან მონოპლანს მომატებული საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობით და მანევრირების მაღალი მახასიათებლებით ფრენის მცირე სიჩქარეებზე.

თვითმფრინავი საშუალებას იძლევა მოხდეს მისი ექსპლუატაცია ბეტონირებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლიდან და თოვლისაგან გაწმენდილი გაყინული გრუნტიანი აეროდრომებიდან, ასევე აეროდრომის მაღალმთიანი მდებარეობის (ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე) პირობებში.

პილოტების კაბინები ჯავშნიანია, აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. პილოტების ჟანგბადით კვების მიზნით კაბინები აღჭურვილია ჟანგბადის აპარატებით. კაბინებში დაყენებულია კატაპულტირების საშუალების მქონე სავარძლები.


 
jariDate: ორშაბათი, 2010-01-04, 3:52 PM | Message # 2
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
su-25km scorpion(სუ-25კმ სკორპიონი)

მოერიშე თვითმფრინავი სუ–25კმ (სკორპიონი)

ზოგადი ცნობები

შემმუშავებელი: Elbit Systems Ltd (ისრაელი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).

სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.

სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.

მოდერნიზაციის მიზნები

თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
NATO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ICAO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ მეტეოპირობებში;
განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები, არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი გაფრთხილებების ხარჯზე;
მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის ხარჯზე;
სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების უზრუნველყოფა;
სისტემების საიმედოობის ამაღლება;
პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ფერადი დისპლეების და ციფრული ბარათების მეშვეობით;
ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.

ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
ეკიპაჟი
1 კაცი

გეომეტრიული მახასიათებლები

თვითმფრინავის ზომები:

– სიგრძე, მ
15,53
– გაქანი, მ
14,36
– სიმაღლე, მ
4,80
ფრთის ფართობი, მ²
30,10

წონის მახასიათებლები

ცარიელი თვითმფრინავის წონა, კგ
9100

ასაფრენი წონა:

– ნორმალური, კგ
14520
– მაქსიმალური, კგ
17500

დასაჯდომი წონა:
– ნორმალური, კგ
11000
– მაქსიმალური, კგ
12100
მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ
4500
შიდა ავზებში გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ
3660
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-800 (4 ცალი), ლ
820 (თითო)
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-1150 (2 ცალი), ლ
1160 (თითო)
ძალოვანი დანადგარი

ძრავების ტიპი და რაოდენობა
2 ТРД Р-195
წევა საგანგებო რეჟიმში, კგძ
2 х 4500

საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები

პრაქტიკული ჭერი, მ
7000

მაქსიმალური სიჩქარე:
– მიწასთან, კმ/სთ
950
– სიმაღლეზე
М=0.82

ფრენის პრაქტიკული სიშორე:
– მიწასთან, კმ
495
– სიმაღლეზე, კმ
1000
– 4хПТБ-800–დან, კმ
1980

გაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური ასაფრენი მასით, მ
500
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ
1050

დაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ
550
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით, მ
750
მაქსიმალური საექსპლუატაციო გადატვირთვა
+6,5/-2,0

შეიარაღება
საქვემეხო შეიარაღება:

– ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა
ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250 ტყვია
– მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი)
СППУ-22-01, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია თითოეულზე
სარაკეტო შეიარაღება:

– "ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები
Р-60 (Р-60М), Р-73
– "ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი რაკეტები
Х-25МЛ, С-25Л, Х-29Л
– უმართავი ჭურვები
С-5, С-8, С-13, С-24, С-25

ბომბარდირული შეიარაღება:
– საავიაციო ბომბები
100, 250, 500
– ამთები ავზები
ЗБ-500
– მცირე ტვირთების კონტეინერი
КМГУ-2
– ერთჯერადი საბომბე კასეტები
РБК-250, РБК-500
შეკიდების წერტილების რაოდენობა
10

მოკლე ცნობები ავიონიკის შესახებ

თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას «glass cockpit» , მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.

 
jariDate: ორშაბათი, 2010-01-04, 3:53 PM | Message # 3
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline

ძირითადად გამოიყენებოდა ჩამოვარდნილი ამერიკელი პილოტების დასაცავად ვიეტკონგელებისაგან სანამ პილოტის გადასარჩენად UH-1H მიფრინდებოდა. მაგრამ ასევე ხშირად იყენებდნენ ჯარების მხარდამჭერ თვითმფრინავად.... ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით კინოა ვიეტნამის ომზე ბრძოლა ია დრანგის ხეობაშI და მაგ კინოში ჩანს ძაან კარგათ ამ თვითმფრინავის შესაძლებლობები აი ლინკი http://avoe.ge/movies/one.php?mid=6756 და უყურეთ..... ტურბოხრახნული ძრავის გამო არ ხარჯავდა საწვავს ბევრს და ეკონომიური იყო მაგრამ მის ახლოს თუ MIG-17 გამოჩნდებოდა (ზედმეტია ლაპარაკი MIG-21-ზე!) წასული იყო მისი საქმე... შეიარაღებუილი იყო ძირითადად 2 უმართავი რაკეტებიოს გამშვები ონტეინერით 3 ცალი ნაპალმის ბომბით და 1 ტონიანი (ანდა 500 კილოგრამიანი) ბომბებით...


 
jariDate: ორშაბათი, 2010-01-04, 3:56 PM | Message # 4
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline

Mitsubishi F-2

მოიერიშე და ხოლალდსაწინააღმდეგო (Close-support and anti-shipping fighter)
1987 წლის ოქტომბერში იაპონიამ შეიარაღებაში მიიღო F-16C-ის ოფიციალური ვარიანტი Mitsubishi F-1, მაგრამ ერთი განსხვავებით, ეს თვითმფრინავი არა გამანადგურებელი არამედ ჯარების მხარდამჭერი მოიერიშე იყო. მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ ამ თვითმფრინავმა ვერ გაამართლა იაპონიის არმის ხელმძღვანელობის იმედები და დიდი კამათის შემდეგ ჩვენს იაპონურ მიერიშე F-16-ს ჩაუტერეს ძირიანი მოდერნიზაცია. ამ თვითმფრინავმა ნიშნული Mitsubishi F-2 მიიღო. მოდერმიზაციის შედეგად ამ თვითმფრინავს დღეისათვის თანამედროვე ტქნიკის წყალობით თავისუფლად შეუძლია ბრმა დაბომბვის წარმოება და საჰაერო ბრძოლების გამართვაც თუ მოცემული ვითარება ასე მოითხოვს. ამ თვითმფრინავის პირველი ნიმუშI 1995 წლის 7 ოცტომბერს აფრინდა. 1995 წლის ბოლოს კი თვითმფრინავი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს და იმ წელსვე იაპონიის მთავრობამ ასეთი 130 ცალი თვითმფრინავი შეუკვეთა. არსებობს ამ თვითმფრინავის საზღვაო მოდიფიკაცია F-2A. ხოლო მისი მოიერიშე მოდიფიკაციას F-2B ეწოდა. დღეისათვის მათ იყენებენ სამი მიზნისათვის : მოიერიშედ, გემების ჩასაძირად და სავარჯიშოდ.


 
falconaDate: პარასკევი, 2010-10-15, 11:06 AM | Message # 5
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
A 1-Skyraider–ი სადაც მონაწილეობს კიდევ ერთი ფილმია სახელად Rescue Dawn მარა ამის ლინკი ქართულ საიტებზე ვერ ვნახე. wink

falcona
 
Forum » ARMY » AIR FORCE » მოერიშეები (ვილაპარაკოთ მოერიშე თვით�)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: