Military Inventions - Forum-WEB-ARMY



გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: khvichia 
Forum » ARMY » Military » Military Inventions ((მსოფლიო ყველადროის სამხედრო გამოგონებები))
Military Inventions
falconaDate: კვირა, 2010-10-03, 6:04 PM | Message # 1
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
მოგესალმებით!

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს თემა ეძღვნება ადამიანის ყველა იმ გამოგონებას(მექანიზმს), რომელსაც ბრძოლაში ჩაბმა მოუწია უძველესი დროიდან დღემდე. თუ რამეს მოიძიებთ ამ თემის ირგვლივ დადეთ.

დამატებულია (2010-10-03, 4:42 PM)
---------------------------------------------

დამატებულია (2010-10-03, 6:04 PM)
---------------------------------------------
შუასაუკუნეების ერთ ერთი ყველაზე დამანგრეველი, საალყო იარაღი იყო ტრებუჩე. ტრებუჩეს იყენებდნენ ათასგვარი ციხესიმაგრის დასანგრევად. ტრებუჩეს გადატანა არ ხერხდებოდა. მას აწყობინებდნენ ბრძოლაში წაყვანილ ინჟინრებს, ხოლო მათ მის დასამზადებლად სჩირდებოდათ დაახლოებით 20–25 ხე. ასე, რომ ტყის საკმაოდ დიდი ნაწილი იჩეხებოდა ბრძოლის დროს ათობით ტრებუჩეს დასამზადებლად. ტრებუჩეს შეეძლო ნახევარ ტონიანი ლოდი დაეშინა მოწინააღმდეგისათვის, რასაც ალბათ ნგრევის ხმა და სასიკვდილო აგონიაში მოფი მოწინააღმდეგისათვის შიშის დიდი გრძნობა მოსდევდა. მისი სიგრძე 18 მ–ს და სიგანე 3 მ–ს აღწევდა. მისი მთავარი მინუსი მოუხერხებლობა იყო, რადგან ის ძალიან დიდი იყო.


falcona

Message edited by falcona - კვირა, 2010-10-03, 4:37 PM
 
jariDate: კვირა, 2010-10-03, 6:44 PM | Message # 2
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
შუბი - ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე სისხლისმღვრელი იარაღი. შუბი ითვლება ადამიანის განვითარების იარაღად მაიმუნიდან ადამიანამდე. მისი საშუალებით მოხდა რომ ადამიანმა თავი გადაირჩინა ველური არსებებისგან. ბოლოს და ბოლოს ქვის ხანის პირველი იარაღები ხომ ნაჯახი და შუბი იყო... შუბი აქტიურად გამოიყენებოდა უძველესი ომებიდან მე-20 საუკუნემდე. იგი 4 საუკუნე უწევდა წინააღმდეგობას თოფს როგორც მოკვლის ჩუმი საშუალება.. მისი საშუალებით მოკლულია იმაზე მეტი ადმიანი ვიდრე ეს ორმა ატომურმა აფეთქებამ და თოფმა მოახდინა. ეს მარტივი სასიკვდილო იარაღი სულ ადვილი დასამზადებელი იყო და შედიოდა ყველა ქვეყნის შეიარაღებაში დაწყებიული დისციპლინირებული რომის არმით დამთავრებული ველური აბორიგენებითა და ინდიელებით....

 
jariDate: ორშაბათი, 2010-10-04, 9:47 PM | Message # 3
გენერალი
Group: Admin
Messages: 217
Reputation: 22
Status: Offline
კატანა - იაპონელი სამურაების, ნინძების და საერთოდ ამომავალი ქვეყნის ნიშანი. მე თუ მკითხვათ ყველაზე გასაოცარი გამოგონება იმ დროის ეპოქაში. იგი მზადდებოდა ტექნოლოგიით სადაც ხმლის პირის შუა ნაწილი მზადებოდა მეტალებით რომელიც მდიდარი იყო ნახშირბადით ხოლო "კანი" კი ნახშირბადით ღარიბი მეტალებით. ამ თვისების წყალობით მას ნებისმიერი (მათ შორის ევროპელი რაინდების) ჯავშნის გაჭრა ისევევ შეძლო როგორიც ქაღალდის. ერთი ცალის გამოჭედვდა დაახლოებით 1 წელს გრძელდებოდა და ღირდა დაახლოებით ერთი სოფელი... smile

კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ქონდათ (სიოგუნები, სამურაები) სწორედ ამის გამო რომ უბრლო მოკვდავთ არ შეეძლოთ თავი დაეცვათ შეიარაღებული სამურაისგან (რაც ხშირი იყო — არსებობდა წესი ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა ან მათხოვრებზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე) შედგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები.



 
falconaDate: სამშაბათი, 2010-10-05, 2:22 PM | Message # 4
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
კატაპულტა ( ბერძნ. καταπέλτης, ლათ. ტორმენტუმ, ცატაპულტა ) _ ბერძნული ტერმინი, რომელიც ზოგადად ეწოდება ნებისმიერ ქვისმტყორცნელ საბრძოლო მანქანას. ასეთი ტიპის იარაღი დაახლ. ძვ.წ V-IV საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში ჯერ საბერძნეთში, ხოლო შემდეგ რომის იმპერიაში. იყენებდნენ შუა საუკუნეების პერიოდშიც. არსებობს ვარაუდი, რომ კატაპულტის მსგავს საბრძოლო მანქანებს უფრო ძველადაც, ძვ.წ IX საუკუნეშიც კი იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს მთლად დაზუსტებული არ არის.

ძველი რომაელი ავტორები კატაპულტას ტორმენტუმ –ს უწოდებდნენ, რაც მომდინარეობს კატაპულტის ე.წ “კოვზის” დასამაგრებელი გრეხილი, სქელი თოკისგან. ადრეულ რომაულ ხანაში კატაპულტას სწორედ მძიმე რკინის ისრების და ქვების სასროლ მანქანებს უწოდებდნენ, რომელიც არბალეტის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ ასეთ საბრძოლო იარაღებს “ბალისტა”უწოდეს, ხოლო კატაპულტა ზოგადად ყველანაირი ქვისა და ისრების მტყორცნელ მანქანას უწოდეს. სიტყვა-სიტყვით კატაპულტა ან ბერძნული катапелтес ასე ითარგმნება: “წინააღმდეგ[კატა] ფარისა[პელტე]”. ეს სახელწოდება მომდინარეობს კატაპულტის თვისებიდან, გაარღვიოს ნებისმიერი აბჯარი და მოკლას თუნდაც მძიმედ აღჭურვილი მებრძოლი შორ დისტანციაზე. ალექსანდრე მაკედონელი ქალაქ ღაზის ალყის დროს მძიმედ დაიჭრა მხარში კატაპულტის ისრით, რომელმაც მისი ფარი და აბჯარი სულ ადვილად გაარღვია. თვითონ ალექსანდრეც იყენებდა ამ მომაკვდინებელი ძალის იარაღს ბრძოლაში. კატაპულტების რაოდენობა არასოდეს ყოფილა დიდი, რადგან მისი დამზადება საკმაოდ რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა. გარდა იმისა, რომ ამ იარაღს მტრისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, ასევე დიდი იყო მის მიმართ შიში, რის გამოც მოწინააღმდეგის მეომრები შიშით ცახცახებდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ კატაპულტიდან ნასროლი ისარს ვერც ფარი და ვერც აბჯარი წინ ვერ აღუდგებოდა. კატაპულტის პრინციპით მოქმედებდა რომაული “მორიელიც (სცორპიო)”, რომელსაც ლეგიონერები როგორც ბრძოლაში, ასევე ალყის დროსაც წარმატებით იყენებდნენ.

საინტერესოა, რომ საუკეთესო კატაპულტებისათვის თოკის მაგივრად თმისგან დაგრეხილ თოკს იყენებდნენ. ამას მოწმობს პოლიბიოსის ცნობები, რომლის მიხედვითაც ალყაში მოქცეულ ქალაქ სინოპს, 7 ტონა თმა გაუგზავნეს კატაპულტების თოკისთვის. ხშირად იყენებდნენ ცხენის ძუასაც. როდესაც პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელმა ახალი კართაგენი აიღო ესპანეთში, იქ ხელში ჩაიგდო 75 ბალისტა და 400 კატაპულტა. ამ 400 კატაპულტაში არბალეტის პრინციპზე მომუშავე მანქანების გარდა ყველანაირი სხვა ქვისმსროლელი ტექნიკა იგულისხმება. საბოლოოდ გვიანდელი ხანის რომის იმპერიაში სიტყვა კატაპულტი დამკვიდდრდა, როგორც “ონაგრის” პრინციპზე მომუშავე ქვისმტყორცნი მანქანის სახელი. ახლა გადავიდეთ ონაგრებზე. ონაგრი (ბერძ. όναγρος, ლათ. ონაგრეს) რომაული საბრძოლო მანქანა იყო, რომელიც კატაპულტის მსგავსად მტრისათვის ქვების დასაშენად გამოიყენებოდა. სიტყვასიტყვით ონაგრი ითარგმნება, როგორც “ველური სახედარი”. უწოდებენ ასევე კატაპულტასაც. ონაგრის ხის“კოვზი”, სადაც სასროლად გამზადებულ ქვას ათავსებდნენ, თმისაგან ან ძუისგან დამზადებული თოკით იჭიმებოდა და კავზე მაგრდებოდა.

როდესაც მეომარი კავის გასახსნელ სახელურს გამოსწევდა დაჭიმული თოკი სწრაფად და დიდი ძალით თავისუფლდებოდა, რის შედეგადაც ქვა საშინელი სისწრაფით მიჰქროდა მოწინააღმდეგისკენ ან გალავნისკენ. ასეთი ძალით გასროლილ თუნდაც სულ პატარა ქვას დიდი დარტყმის მიყენება შეეძლო. ონაგრებს წარმატებით იყენებდნენ გალავნის მცველებიც და ალყის დროს მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. მაგალითად სირაკუზის ალყისას მეორე პუნიკურ ომში, არქიმედეს გამოგონილი საბრძოლო კატაპულტებით და ონაგრებით რომის ჯარს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა. ვეგეციუსის მიხედვით ყოველ რომაულ ლეგიონს ათი ონაგრი ჰქონდა და მის გადასატანად ხარებს იყენებდნენ.

კატაპულტაც და ონაგრიც ერთი ტიპის იარაღია და მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორივე სხვადასხვანაირ მეთოდს იყენებს ქვისა და ისრის სატყორცნად. ეს ორი იარაღი იმდენად გავრცელებული და პოპულარული იყო, რომ XV საუკუნემდე რეგულარულად გამოიყენებოდა და მხოლოდ მოდფის და ზარბაზნის შექმნის შემდეგ ამოიღეს ხმარებიდან.

დამატებულია (2010-10-05, 2:22 PM)
---------------------------------------------
––


falcona
 
falconaDate: სამშაბათი, 2010-10-05, 2:34 PM | Message # 5
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
მისი სურათი

დამატებულია (2010-10-05, 2:29 PM)
---------------------------------------------
საალყო კოშკი – გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედელზე ჯარის უსაფრთხოდ გადასაყვანად.ხის კოშკს მართკუთხა ფორმა ჰქონდა და ოთხ ბორბალზე იდგა, მისი სიმაღლე კი კედლის სიმაღლის ტოლი იყო ან ოდნავ მაღალი,რათა მშვილდოსნებს საშუალება ჰქონოდათ ზემოდან ესროლათ კედლელზე მყოფი ხალხისთვის.

ხის კოშკის ცეცხლისგან დასაცავად იყენებდნენ პირუტყვის ტყავს ან მეტალის ფირფიტებს.
კოშკი ძალიან მოუხერხებელი იყო ტრანსპორტირებისთვის,ამიტომ მას ალყის დროს აგებდნენ, რასაც რამდენიმე კვირა სჭირდებოდა.
პირველი საალყო კოშკი კართაგენელებმა ააშენეს, რაც შემდეგ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელდა. ციხის მცველები ტალახს ასხავდნენ კედლის წინ რადგან ხის კოშკს სწორი ზედაპირი ჭირდება სამოძრაოდ.

როცა რომის არმიამ მასადას(ისრაელში მდებარე სიმაგრე) შეუტია და ალყაში მოაქცია,მისი საალყო კოშკით აღება გადაწყვიტა,თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, რადგან ციხე-სიმაგრე კლდეზე იდგა.რომაელმა ინჟინრებმა სასწაული მოახდინეს და უზარმაზარი მიწაყრილის აშენება დაიწყეს.ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა.როცა მიწაყრილი ააშენეს მასზე უზარმაზარი კოშკი აიტანეს,მაგრამ პირველი შტურმი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან კოშკს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ცეცხლის ალი კარიბჭესაც მოედო,როცა კარიბჭე ბოლომდე დაიწვა,რომაელები ქალქში შეცვივდნენ, მაგრამ არავინ ცოცხალი არ დახვდათ.ყველა ებრაელმა თავი მოიკლა თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.
როცა ასპარესზე ქვემეხები გამოჩდნენ კოშკების ერა დასრულდა.

ტარანი – ხის მორი(ნაძვის ან წიფლის). გამოიყენებოდა ქალაქის შტურმის დროს კედლების, კარიბჭის და კოშკების დასანგრევად.მორის თავზე დამაგრებული იყო რკინის ან ბრინჯაოს “ვერძი”, რაც უფრო მძლავრი დარტყმის განსახორციელებლად იყო საჭირო.
ტარანს ორნაირად იყენებდნენ:
I-მეომრებს ხის მორი პირდაპირ ხელში ეჭირათ და კედლის დანგრევას ცდილობდნენ.
II-ხის მორი დამაგრებული იყო ჯაჭვებით ბორბლებიან ხის კონსტრუქციაზე,რაც მის ტრანსპირტირებას აადვილებდა და დარტყმის ძალაც მეტი ქონდა.

რომაელი ავტორი ვიტრუვიუსი თავის ტრაქტატში ტარანის ისტორიას აღწერს,თუ როგორ გამოიყენეს პირველად კართაგენელებმა ესპანური ქალაქის კადისის ასაღებად ეს მოწყობილობა.სწორედ ამან უბიძგა ერთ-ერთ გემის მშენებელს ტიროსიდან, მიემაგრებინა გემის ცხვირზე დიდი ხის მორი რითიც ადვილი იქნებოდა მოწინააღმდეგე გემების ჩაძირვა.
ხოლო კერდასმა ქალკედონიდან ხის ბორბლებიან კონსტრუქციაზე დააყენა ტარანი. ზემოდან კი ხარის ტყავით დაფარა.ამ კონსტრუქციას ”კუს” უწოდებდნენ.ვიტრუვიუსი ასევე აღწერს თუ როგორ გამოიყენა მაკედონიის მეფემ ფილიპე მეორემ ტარანი ქალაქ ბიზანტიის წინააღმდეგ.
რომაელებმა ტარანის აშენება ბერძნებისგან ისწავლეს და პირველად სირაკუზის აღების დროს გამოიყენეს. ვეგეტიუსის აზრით ტარანის სახელწოდება მოდის ”ვერძიდან”(ლათ.-ტარანი).

დამატებულია (2010-10-05, 2:32 PM)
---------------------------------------------
გრძელი მშვილდი (ინგლ.longbow) ადამიანის სიმაღლის ან უფრო მაღალი იყო. იყენებდნენ ინგლისის არმიაში.მისი წყალობით ინგლისელებმა ბევრ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვება,ფრანგების წინააღმდეგ 100 წლიან ომში.
გრძელი მშვილდი მას შემდეგ გახდა პოპულარული,როცა ინგლისი უელსთან და შოტლანდიასთან ბრძოლებში დამარცხდა.ინგლისელმა მეფეებმა გადაწყვიტეს შეიარაღებაში შემოეტანათ დიდი რაოდენობით ისეთი მშვილდები, როგორსაც თავად უელსელები იყენებდნენ, ეგრეთწოდებული ლონგბოუს ტიპის, რადგან ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ უელსელი და შოტლანდიელი შუბოსნებისთვის. მთავარი როლი გრძელმა მშვილდმა 100 წლიან ომში საფრანგეთთან პუატიეს,კრესის და აზენკურის ბრძოლებში ითამაშა.

1982 წელს მყვინთავებმა ამოიტანეს 1545 წელს ჩაძირული ინგლისური გემიდან "mary rose" დან ამოიტანეს 137 გრძელი მშვილდი,რომელიც დაეხმარა ექსპერტებს კარგად შეესწავლად შუასაუკუნეების ეს იარაღი. ინგლისური მშვილდი ძირითადად ურთხმელის ხისგან მზადდებოდა,მაგრამ გამოიყენებოდა ასევე სხვა ჯიშის ხეები (იფანი,მუხა,თხილი),თუმცა ეს მშვილდები ნაკლებად ეფექტური იყო ვიდრე ურთხმელის.
გრძელი მშვილდის სიგრძე იყო 1,7 მეტრიდან 2,1 მეტრამდე. მშვილდს არ ჰქონდა ისრის დასამაგრებელი, ამიტომ ისარი მეომარს თითებს შორის უნდა დაეკავებინა და ისე უნდა ესროლა.
ინგლისური მშვილდის ისარი ძალიან მძიმე იყო, და 60-80 გრამს იწონიდა.თითოეულ ბატალიონს 400-800 ათასამდე ისარი ჰქონდა. გემ "mary rose"-ზე აღმოაჩინეს 3500-მდე ისარი,რომელთა სიგრძეც 61-81 სანტიმეტრს შეადგენდა.ისრები მზადდებოდა იფნის ან ალვის ხისგან.ისარს უკან ბატის ბუმბული ქონდა მიმაგრებული რომლის სიგრძე 17-25 სანტიმეტრი იყო.ისრის ბოლოში მქონე ღრმული,რომელიც ძუაზე უნდა გამოგედო იყო 5-6 მილიმეტრი.
ისრის სროლის მანძილი შეადგენდა 165-230 მეტრამდე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სადაც ინგლისმა გრძელი მშვილდები გამოიყენა არის აზენკურის ბრძოლა,სადაც ინგლისმა 100 წლიანი ომის დროს ერთ-ერთ ბრძოლაში საფრანგეთი დაამარცხა.
ფრანგების ჯარში ძირითადათ რაინდები და მძიმედ აღჭურვილი ქვეითები იყვნენ.ხოლო ინგლისის ჯარის ძირითადი ნაწილი მშვილდოსნებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მშვილდებს ხმარობდნენ.
ინგლისელი ისტორიკოსის ანა კურის ანალიზის მიხედვით ფრანგებს 12 000 , ხოლო ინგლისელებს 9 000 მეომარი ყავდათ.
დანაკარგები კი ასეთია:ფრანგებმა დაკარგეს 4000-10 000მდე მეომარი ხოლო ინგლისელებმა 1 600 მდე მეომარი. აქედან კარგად ჩანს რამდენად ეფექტური მოქმედება შეეძლო გრძელ მშვილდს.

დამატებულია (2010-10-05, 2:32 PM)
---------------------------------------------
არბალეტი (სამალი, კონდახიანი მშვილდი) _ მსროლელი იარაღის სახეობა, მექანიკური მშვილდ-ისარი.
არბალეტი, როგორც წესი, ჩვეულებრივ მშვილდ-ისარს ბევრად ჯობნის სიზუსტესა და დარტყმის ძალაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩამორჩება ამ უკანასკნელს სროლის რადიუსში და სისწრაფეში. მშვილდით სროლის დახელოვნებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო არბალეტი შეიძლება რამდენიმე დღეში საფუძვლიანად აითვისო. არბალეტს სპეციალური ისრები, ბოლტები ესაჭიროება, რომელიც მშვილდის ისარზე მოკლეა, მაგრამ უფრო მტკიცე და მძიმეა. ომში იყენებდნენ როგორც ჩვეულებრივ ხელით სასროლ არბალეტს, ასევე მძიმე, უზარმაზარ არბალეტებს, რომელიც რომაული ბალისტის მსგავსი იყო.
არბალეტის მთავარი ნაწილი კოვზია, რომელშიც მაგრდება ისრის გამშვები მექანიზმი. კოვზის წინ ამოჭრილი იყო ისრის ჩასადები ღარი, ხოლო უკანა ნაწილი კონდახს წარმოადგენდა. არბალეტის ლარის დაჭიმვა ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად მისი ბოლო დახვეული იყო ხის ნაწილზე, რომელიც კონდახის ბოლოს მაგრდებოდა და ჯარისკაცს შეეძლო სახელურებით დაეტრიალებინა და მოეჭიმა ლარი. როდესაც მეომარი სასხლეტს გამოკრავდა მთელი ძალით დაჭიმული ლარი სწრაფად გაიშლებოდა და ისარი საშინელი ძალით გაიჭრებოდა სამიზნისკენ.
არბალეტის პირველი მოდელი ძვ.წ V საუკუნეში კუნძულ სიცილიაზე მდებარე ბერძნულ ქალაქ სირაკუზში შეიქმნა. ამ იარაღს “გასტროფეტი” ეწოდებოდა. ძვ.წ II საუკუნეში არბალეტები შეიქმნა ჩინეთშიც. ამ იარაღმა დიდი როლი შეასრულა ჩინელების ჰუნებთან ომში ხანის დინასტიის პერიოდში. რომაულ პერიოდში არბალეტი თავიდა დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახ.წ IV საუკუნიდან უკვე დაიწყეს მისი გამოყენება როგორც თვითონ რომაელებმა, ასევე ბარბაროსებმაც. ახ.წ VI საუკუნეში ბიზანტიელებიც და არაბებიც, რომლებიც ცხენდაცხენ იბრძოდნენ მას მშვილდ-ისარს ამჯობინებდნენ. არბალეტის მსროლელებს იმიტომაც არ ანიჭებდნენ უპირატესობას, რომ მათ არ შეეძლოთ ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ჯვაროსნული ომებისას არბალეტის ხმარება უფრო რეგულარულად დაიწყეს.

XIII საუკუნის ლივონიის ქრონიკის მიხედვით არბალეტს აქტიურად იყენებდნენ გერმანელები ლივონიის დაპყრობის პერიოდში. ჩინეთის არმიაში არბალეტიანთა რაზმები XI-XII საუკუნეში მიიღეს და მე-XIX საუკუნემდე არ დაუშლიათ. ჩინური არბალეტები უფრო სუსტი იყო და ისრებს ისეთი ძალით არ ისროდა, როგორითაც ევროპული, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მარტივად და სწრაფად იტენებოდა.
არბალეტებს დიდი წარმატებით იყენებდნენ ესპანელი და პორტუგალიელი მოგზაურები და კონკისტადორები XVI საუკუნეში. ერნანდო კორტესმა თავისი რაზმი სწორედ არბალეტებით და არკებუზებით შეაიარაღა და ინდიელებს ისე შეუტია. აცტეკები შეაძრწუნა ამ საშინელი იარაღის ძალამ, რომელიც მათი მშვილდ-ისრის ისარზე ბევრად სწრაფად და ძლიერად მიჰქროდა და მტერს მომაკვდინებელ დარტყმას აყენებდა.
მეთორმეტე საუკუნეში არბალეტი ძალიან გამოყენებად იარაღად იქცა, რასაც საშინლად დიდი მსხვერპლი მოჰყვა. არბალეტის ისრით დაჭრილი იშვიათად თუ ვინმე ცოცხლად გადარჩებოდა. რომის პაპი ისე შეაძრწუნა ქრისტიანთა შორის ომებში ასეთმა სისხლისღვრამ, რომ მან ამ იარაღის გამოყენება მხოლოდ ურწმუნოებთან ბრძოლაში დაუშვა, ხოლო კათოლიკეთა შორის აკრძალა. მიუხედავად ამისა რიჩარდ I ლომგულმა გადაწყვიტა არბალეტების გამოყენება საფრანგეთის მეფის, ფილიპე II-ს წინააღმდეგ ომში. ამის შემდეგ ეს იარაღი კვლავ პოპულარული გახდა და მას აღარავინ კრძალავდა. პირისპირ შეხვედრაში არბალეტი პირველად ასწლიანი ომისას დამარცხდა ინგლისურ გრძელ მშვილდთან ბრძოლაში. ინგლისელი მშვილდოსნები გაწაფულები იყვნენ ისრის სროლაში და ფრანგ და გენუელ არბალეტოსნებს საშინელი დღე დააყარეს, თუმცა ფრანგულმა არბალეტმა ბევრი ინგლისელი ცხენოსანი იმსხვერპლა, რადგან ადვილად ხვრეტდა აბჯარს.

დამატებულია (2010-10-05, 2:34 PM)
---------------------------------------------
კოლხური ცული

კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.

კოლხური ხელცულით ხორციელდება ჩეხვითი დარტყმები. ასევე ხდება მისი კავისებური გამოყენება – მოწინააღმდეგის იარაღის ართმევის მიზნით.

Attachments: 2470262.jpg(459Kb) · 5936343.jpg(106Kb)


falcona
 
Forum » ARMY » Military » Military Inventions ((მსოფლიო ყველადროის სამხედრო გამოგონებები))
გვერდი 1 დან1
ძებნა: