ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
პენტაგონი ”ავღანეთში შესაძლო დამარცხების შესახებ საუბრობს”

ამერიკელი შეიარაღებული ძალები ავღანეთში იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთი წლის განმავლობაში დამატებით დახმარებას არ გაუგზავნიან, დამარცხების საფრთხის წინაშე დადგებიან, ნათქვამია ”ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის ხელში აღმოჩენილ სპეციალურ დასკვნაში.
დასკვნა, რომელიც ჟურნალისტების განკარგულებაში აღმოჩნდა, გენერალმა სტენლი მაკრისტალმა მოამზადა. გენერალმა ცოტა ხნის წინ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიის სერიოზული გადახედვის წინადადება წამოაყენა.
”თუ ჩვენ ინიციატივის ჩვენს თავზე აღებასა და წინააღმდეგობის გატეხვას ვერ შევძლებთ (უახლოესი 12 თვის მანძილზე) - იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ავღანეთის შეიარაღებული ძალები გამოცდილებას აგროვებენ - ჩვენ იმგვარი ვითარების წინაშე აღმოჩენით ვრისკავთ, როდესაც მეამბოხეთა დამარცხება უკვე შეუძლებელი იქნება”, - გაზეთი გენერალის სიტყვების ციტირებას ახდენს.
გენერალის აზრით, მთავარი პრობლემა რესურსების უკმარისობაა. თუ აშშ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, კონფლიქტი გაჭიანურდება, რაც სერიოზულ დანაკარგებს ნიშნავს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ფინანსურ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით.

სადამ ჰუსეინისთვის აგებული ხომალდი სეპარატისტულ სოხუმს დარაჯობს

ქართული სანაპირო დაცვის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ, რასაც სეპარატისტული აფხაზეთისკენ არალეგალურად მიმავალი გემების დაკავება მოჰყვა, რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების საპასუხო ნაბიჯი გამოიწვია.
მოსკოვმა განაცხადა ოჩამჩირის პორტში ათამდე სასაზღვრო-საპატრულო კატარღის განთავსების შესახებ, ხოლო 20 სექტემბერს საღამოს ოჩამჩირის სიახლოვეს გამოჩნდა სასაზღვრო-სადარაჯო ხომალდი ПСКР "ნოვოროსიისკი", საბორტე ნომრით 043.
"ნოვოროსიისკი" 1241 ПЭ" პროექტის მიხედვით სადამ ჰუსეინის რეჟიმის შეკვეთით აიგო და 1991 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ერაყისკენ გაეცურა. მაგრამ ამ დროისთვის ერაყს, ქუვეითში შეჭრის გამო, საერთაშორისო სანქციები ჰქონდა დადებული. ასე დარჩა სადამ ჰუსეინისთვის განკუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში რუსული სანაპირო დაცვის შემადგენლობაში და დღეს საქართველოს საწინააღმდეგოდ სეპარატისტების რეჟიმის გაძლიერებისთვის იღვწის.
"ნოვოროსიისკის" წყალწყვა 495 ტონაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 28 კვანძი. ეს სიჩქარე არ კმარა ქართული სანაპირო დაცვის სწრაფმავალი კატარღების, პირველ რიგში "სოხუმის" დასაწევად. სამაგიეროდ, მას უფრო მაღალბალიანი ღელვის გაძლება და გაშლილ ზღვაში რამდენიმე დღე-ღამე დრეიფი შეუძლია, რაც "ნოვოროსიისკის" ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, დაუდარაჯდეს ქართულ კატარღებს.
ქართველმა მეზღვაურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსული "ნოვოროსიისკი" შეიარაღებულია ერთი 76 მმ-იანი ქვემეხით, ერთი ექვსლულიანი 30 მმ-იანი ავ ... კითხვის გაგრძელება »

აშშ ირანის დაბომბვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას არ გამორიცხავს. ამგვარი კომენტარი მან იმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ირანში კიდევ ერთი ბირთვული იარაღის მწარმოებელი ქარხანა გაჩნდა.
პიცბურგში ”დიდი ოცეულის” სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ ასევე განაცხადა, რომ უპირატესობას პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ანიჭებს. ამის შეასხებ ”დნი.რუ”იტყობინება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიომ ამ საკითხის შესახებ უკვე გამოთქვა საკუთარი აზრი და ირანმა უნდა აირჩიოს - უარი თქვას ბირთვული იარაღის მოპოვებისაკენ სწრაფვაზე, დაემორჩილოს საერთაშორისო სტანდარტებს თუ განაგრძოს კონფრონტაციისკენ სვლა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ПМН-2

კორპუსის მასალა - პლასტმასი
მასა - 400 გრამი
ფეთქებადი მასალის სახეობა - ტგ-40
ფეთებადი ნივთიერების მასა - 100 გრამი
დიამეტრი - 120 მილიმეტრი
სიმაღლე - 54 მილმეტრი
ამოქმედების ძალა- 7-25 კგ
დაყენების ხერხი: ხელით ან ნაღმური გადამღობით

IGLA

ძალაინ მაგარი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. იnტესიურად გამოიყენებოდა აფხაზეთში. 6 სუ-25-დან რომელიც დავკარგეთ ერთ ძლიერმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო (მაგ buk) ხოლო დანარჩენი 5 კი ასეთმა იგლებმა ან სტრელებმა.
კალიბრი - 72.5 მმ
გათვლა - 1 კაცი
წონა - 17.9 კილოგრამი
სროლის სიშორე - 5200 მეტრი
სროლის სიმაღლე - 2500 მეტრი
საბრძოლო თავის ტიპი - მსხვრევადი, ფუგასური ან კუმულატიური. შესაძლებელია გაერთიანებულიც ( მაგ: მსხვრევად-ფუგასური ან სამივე ერთად)

DSHK

აი მართლაც ძალიან მაგარი ტყვიამფრქვევის დოსიე. იგი გამოიყენებოდა თვითმფრინავების საწინააღდეგოდ (მეორე მსოფლიო ომში) მაგრამ შემდეგ ვერტმფრენების წინააღმდეგ (ისინი უფრო ნელა დაფრინავენ) საკმაოდ ეფექტურად. ეფექტიანია ცოცხალი ძალის გასანადგურებლადაც. აქტიურად გამოიყენებოდა აფხაზეთში ორივე მხრიდან.
ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები
კალიბრი - 12.7
ტყვია - 12.7X108
ტყვის საწყისი სიჩქარე - 830 მ/წმ
წონა - დაზგიანად და სავაზნე კოლფის ჩათვლით - 33 კგ
სიგრძე - 1260 მმ
დამიზნების მანძილი - 1600 მეტრი
სავაზნე კოლოფის ტევადობა - 50 ვაზნა

ინგლისის ძალიან მოკლე ისტორია
აქ მე გთავაზობთ ქვეყანა ინგლისის ძალაინ მოკლე ისტორიას.
მე-15 ს-ის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთ ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja