ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ტალიავინის დასკვნა დღეს დაიდება

საერთაშორისო კომისია დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. ხვალ კი, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დასკვნა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

ჰაიდი ტალიავინი დასკვნას ჯერ ჰავიერ სოლანას გადასცემს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად გამოქვეყნდება. დასკვნა ასევე ადგილზე გადაეცემა საქართველოსა და რუსეთის ელჩებს.

აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის შექმნა ევროკავშირის სამიტზე გადაწყდა. მანამდე კი,ა სეთი კომისიის შექმნის ინიციატივა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2008 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გეგნერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას გაახმიანა. კომისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელოს, მუშაობას ოფიციალურად გასული წლის 2 დეკემბერს შეუდგა. დასკვნა მას ივლისის ბოლოს უნდა გამოექვეყნებინა. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ იმ მასალების გასაცნობად, რომელიც ჯერ ქართულმა, შემდეგ მი რუსულმა მხარემ ივლისის თვეში დამატრებით მიაწოდეს, სამუშაო ვადის კიდევ ორი თვით გახანგრძლივება ითხოვა.

რა ზიანი მიაყენეს ქართულმა МИ-24-ებმა მოწინააღმდეგეს...

ქართული საბრძოლო ავიაციის აგვისტოს ომში მონაწილეობა მაინც ეპიზოდური იყო და ინფორმაცია ამის შესახებ დახურულია.
როგორც ახლა ირკვევა, ქართველმა პილოტებმა МИ-24 ტიპის შვეულმფრენებით განახორციელეს ოთხი საბრძოლო გაფრენა, რომლებშიც 3-6 შვეულმფრენი მონაწილეობდა (ოთხმა ქართულმა მოიერიშე СУ-25-მა ერთადერთი საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს დილას განახორციელა და ჯავა-ცხინვალის გზაზე რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა). ქართული МИ-24-ების პირველი ორი საბრძოლო გაფრენა უშედეგო იყო, რადგან მათი ეკიპაჟები შუა გზიდან მოაბრუნეს იმიტომ, რომ ჰაერში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. მესამე და მეოთხე საბრძოლო გაფრენები 9 და 11 აგვისტოს წარმატებული გამოდგა.
9 აგვისტოს, შუადღისას, ექვსმა ქართულმა МИ-24-მა ცხინვალის შესასვლელთან ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა იყო თავმოყრილი, ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა. 11 აგვისტოს, მოსაღამოებულზე, ქართულმა "ნიანგებმა" იერიში მიიტანეს იმ რუსულ ჯავშანკოლონაზე, რომელიც ფხვენისი-შინდისის მონაკვეთში გადაადგილდებოდა. საჰაერო დარტყმის შედეგად რუსული სატვირთო "ურალების" ნაწილი დაიწვა...
უფრო ვრცლად ქართული МИ-24 ტიპის შვეულმფრენების საბრძოლო მოქმედებების დეტალებზე (რა შეიარაღება გამოიყენეს, როგორი ტაქტიკით მოქმედებდნენ, მიიღეს თუ არა დაზიანებები) ექსკლუზიურ სტატიას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ახალ ნომერში გაეცნობით, რომელიც 2 ოქტომბერს გამოვა.
... კითხვის გაგრძელება »

უცხოური მედია ტალიავინის მისიის დასკვნის შესაძლო ვერსიებს განიხილავს

ამერიკული გამოცემა "The Post" წერს, რომ თუ გერმანულ ჟურნალ "შპიგელში" მოყვანილი ცნობები სარწმუნოა და ტალიავინის დასკვნის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო, ეს "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანს დააჭედებს".
გერმანული "დოიჩე ველე" კი წერს - "იმ დროს, როდესაც ევროკავშირი დასკვნის მოსასმენად ემზადება, საქართველოში ევროკავშირის პატრულირება გამკაცრდა". გერმანული გაზეთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ "ანგარიში დაბალანსებული იქნება".
"ევრაზია პრეს ნიუს"-ის ცნობით კი, სავარაუდოდ, კომისია დაასკვნის, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებზე შეტევით ომი საქართველომ დაიწყო.
"მაგრამ ანგარიში ამ დასკვნას არანაკლებ წონადი არგუმენტით დააბალანსებს: თუ საქართველომ პირველმა ისროლა, რუსეთმა შექმნა და გამოიყენა გარემოებები, რომლის შედეგადაც ომი დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქეზებდა სეპარატისტულ მოძრაობებს, ანკლავებში არიგებდა რუსულ პასპორტებს და განამტკიცებდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს", - ნათქვამია წერილში.
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მიერ მომზადებულ მასალაშიც აღნიშნულია, რომ მისიის დასკვნა ბრალდებას ორ მხარეს შორის გაყოფს. აქვე საუბარია იმის შესახებაც, რომ "ტალიავინის ანგარიშის გამოქვეყნება ერთგვარი იმედგაცრუების მიზეზი გახდება".
"ევროკავშირის ელჩებს მოკრძალებულ ლანჩზე ანგარიშის შინაარსს მოკლედ მოახსენებენ. 500-გვერდიანი დოკუმენტის გადაცემის აღსანიშნავად არავითარი ფორმალური ცერემონია არ გაიმა ... კითხვის გაგრძელება »

M-57

აუ ისე არის ძალიან მაგარი ნაღმტყორცნის დოსიე რა. საქართველოს არმიის შეიარაღებაშიცაა და მართლა ძალიან მაგარია. 60 მმ და მისი საბრძოლო ეფექტურობა ბევრ ომში დამტკიცდა, მათ შორის აფხაზეთში- 1992-1993 წლებში (მცირე რაოდენობით), გალის მოვლენების დროს 1998 წელს და აგვისტოს ომშიც 2008 წელს. დანარჩენი კი გადაწერეთ და გაიგებთ. wink
GADMOWERA

რუსეთი სანაპირო დაცვის კატარღებს ოჩამჩირეში ნოემბრის შუა რიცხვებში განათავსებს

აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად რუსეთის სანაპირო დაცვის კატარღები ოჩამჩირეში ნოემბრის შუა რიცხვებში განთავსდება.
”აპსნიპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის შენაერთის მეთაურმა, იური ზვირიკმა განაცხადა.
რუსული წყაროების ცნობით, ოჩამჩირეში სულ 10 კატარღა განთავსდება. რუსული სანაპირო დაცვის კატარღას ”ნოვორისიისკი”, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებისთვის 21 სექტემბერს გაიგზავნა, “მანგუსტის” და “სობოლის” ტიპის საპატრულო კატარღები შეუერთდება.
“ნოვორიისკი” სოხუმში 27 სექტემბერს, ე.წ. სოხუმის გათავისუფლების დღის აღსანიშნავი ცერემონიის ფარგლებში შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ისრაელმა ღაზას სექტორში საიდუმლო გვირაბებზე თავდასხმა განახორციელა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის სამხრეთით პალესტინელ კონტრაბანდისტთა გვირაბებზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, - იტყობინება რადიოსადური ”ალ-კუდსი”.
დაბომბილია ორი მიწისქვეშა გასასვლელი, რომლებიც ბლოკირებულ ანკლავს მეზობელ ეგვიპტესთან აკავშირებდნენ და რომლებიც სხვადასხვა კონტრაბანდული საქონლის გადასატანად გამოიყენებოდა. ავიაიერიშის შედეგად მეზობელი საცხოვრებელი კვარტლებიც დაზარალდნენ.
ავიადარტყმებით ისრაელი, როგორც წესი, მეამბოხეთა მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს პასუხობს ხოლმე. აღნიშნულ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ისრაელის მოსაზღვრე ტერიტორიის მიმართულებით პალესტინელებმა სამი სარაკეტო ჭურვი ისროლეს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja