ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
__________________________
თავი პირველი.
საჰაერო თავდაცვა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით
"საჰაერო ძალების შესაძლებლობები საშინელია, თუკი მათ არავინ და არაფერი ეწინააღმდეგება" - უინსტონ ჩერჩილი.

"თუკი დაფრინავს, ესე იგი, კვდება კიდეც" - უცნობი (გრეჩიხა არა biggrin.gif)...

როდესაც საქმე გაქვს მოწინააღმდეგესთან, რომელსაც საჰაერო უპირატესობა აქვს მოპოვებული, საჰაერო დარტყმები სავარაუდო კი არა, გარდაუვალია. გასული საუკუნის საბრძოლო გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასახელოთ ერთადერთი მეთოდი, როდესაც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწევიათ მოწინააღმდეგის ავიაციისთვის.
ამ მეთოდს "საფეხბურთო მოედნის მეთოდი ეწოდება" - ქვეითები არჩეულ სივრცეში, თვითმფრინავის წინ ისვრიან დიდი რაოდენობით ტყვიას, რომელსაც თვითმფრინავისთვის ე.წ. რკინის ფარდის ეფექტი ექნება.

მაგალითი:
ფოლკლენდის კუნძულების ომის დროს, სან კარლოსის ყურეში, ბრიტანელი ქვეითებისკენ 4 არგენტინული მირაჟი დაბალ სიმაღლეზე გამოფრინდა. ჯარისკაცებმა თვითმფრინავების მისამართით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყეს სროლა და ე.წ. რკინის ფარდა შექმნეს. შედეგად, თვითმფრინავები იძულებულები გახდნენ კურსი შეეცვალათ, ხოლო ერთ-ერთი კი ისე დაზიანდა, რომ სულ მალე ჩამოვარდა.

დასკვნა:
დიდი რაოდენობით ტრასირებული ტყვიის გასროლამ შეიძლება პილოტის კონცენტრაცია დაარღვიოს, ააცილოს მიზანს ანდაც მისიაზე ხელი აიღოს.

მეორე მაგალითი:
კვლავ ფოლკლენდის კუნძულები. ერთ-ერთი ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, საჰაერო აპარატის მიმართულებით ნასროლი ნებისმიერი იარაღი საკმაოდ მოულოდნელი შედეგით შეიძლება დასრულდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფრენი აპარატი არ ჩამოვარდა, ტრასირები პილოტს ანერვიულებენ და ამ დროს უამრავ შეცდომას უშვებს. ბრიტანელები სპეციალურად ესროდნენ ტრასირებს, რათა არგენტინელ პილოტებს სცოდნოდათ, რომ მათ ესვრიან. საბოლოო ჯამში, ფოლკლენდის ომის დროს ბრიტანელმა ქვეითებმა ტყვიამფრქვევებით და ავტომატებით სამი არგენტინული მირაჟი იმსხვერპლეს.

ვერტმფრენები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან...
მაგალითი:
გრენადა
ამერიკამ გრენადის ოპერაციის დროს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ზემოქმედებით ორი ვერტმფრენი დაკარგა. ერთ-ერთის პილოტი ხელსა და ფეხში დაიჭრა, დაკარგა კონტროლი და მეორე ვერტმფრენს დაეჯახა. შედეგად, დაიკარგა ორი ვერტმფრენი და რამოდენიმე ჯარისკაცი.
მაგალითი:
ავღანეთი
მუჯაჰედინები განსაკუთრებით წარმატებულები აღმოჩნდნენ საბჭოთა ვერტმფრენებთან ბრძოლაში. მთებზე ამაღლებული პოზიციებიდან ისინი ნებისმიერი სახის იარაღს ესროდნენ საბჭოთა მი-24, მი-8-ებს. შედეგად, საბჭოთა ვერტმფრენების პილოტები იძულებულები იყვნენ მუჯაჰედინების პოზიციებზე შეტევები საკმაოდ დიდი სიმაღლიდან მიეტანათ და ხშირ შემთხვევაში, ნურსებს მათი მოქმედების მაქსიმუმ დისტანზიაცე მეტი მანძილიდან ისროდნენ. 1984 წლამდე, საბჭოელებმა 300-მდე ვერტმფრენი სწორედ მსუბუქი შეიარაღების და რპგ-ს მოქმედების გამო დაკარგეს. ასპარეზზე სტინგერების გამოჩენის შემდეგ, 1987 წლამდე, საბჭოთა საჰაერო ძალების დანაკარგი, საშუალოდ, დღეში ერთი საფრენი აპარატი იყო.

დასკვნა:
სხვადასხვა სახის იარაღიდან კოორდინირებული მოქმედება მოწინააღმდეგის საჰაერო უპირატესობის შემცირებას უზრუნველყოფს.

მაგალითი:
ირან-ერაყის ომი.
მოწინააღმდეგენი ერთმანეთის მსგავსად იყენებდნენ მსუბუქ შეიარაღებას და საზენიტო სისტემებს. ორივე მხარეს დანაკარგების თითქმის იდენტური იყო, მაგრამ მსგავსმა ტაქტიკამ ორივე მხარის პილოტები აიძულა შესაძლებლობების მაქსიმუმიდან ესროლათ ბომბები და ნურსები, რაც ხშირ შემთხვევაში უზუსტობას იწვევდა და ქვეითებისთვის უდიდესი შვება იყო.
საკითხის განსავრცობათ დაგეხმარებათ შემდეგი პუბლიკაციები:
მცირე საჯარისო შენაერთის თავდაცვა საჰაერო შეტევის დროს - 1981 წლის დეკემბერი. FM44-8.
ქვეითთა ოცეული - 1980 წლის 31 დეკემბერი. პარაგრაფი H აღწერს თუ როგორი უნდა იყოს მცირე საჯარისო შენაერთის მოქმედება საჰაერო შეტევის დროს. FM7-8.
ქვეითთა მსროლელი ასეული - 1982 წლის იანვარი. პარაგრაფი P შეიცავს დოქტრინას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ასეულმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავის წინააღმდეგ. FM7-10.
ქვეითთა მსროლელი ბატალიონი - 1981 წლის დეკემბერი. თავი 5 შეიცავს დოქტრინას, როგორ უნდა იმოქმედოს ქვეითთა ბატალიონმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავის წინააღმდეგ. FM7-20.

ქვეითთა სტანდარტული სამოქმედო გეგმა.
1. პასიური საჰაერო თავდაცვა.
პასიური საჰაერო თავდაცვა მუდამ უნდა იქნას გამოყენებული. კამუფლირებით, ბუნებრივი საფარის გამოყენებით მაქსიმალური ეფექტი უნდა იყოს მიღებული.
2. აქტიური საჰაერო თავდაცვა
თუკი მოწინააღმდეგის მიერ პოზიციის აღმოჩენის ალბათობა გაზრდილია, მაშინ ოფიცერი, მის ხელთ არსებულ შეიარაღებაზე დაფუძნებით, იღებს პასიურიდან აქტიურ თავდაცვაზე გადასვლის გადაწყვეტილებას. აქტიური საჰაერო თავდაცვა შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
ა. სწრაფი და მაღალმანევრირებადი საფრენი აპარატებისთვის, ჯარისკაცებმა უნდა დაუმიზნონ სივრცეს, რომელიც საფრენი აპარატის წინ დაახლოებით 200 მეტრშია და ისროლონ ტრასირები ავტომატურ რეჟიმში. თვითმფრინავი ე.წ. "რკინის ფარდაში" ხვდება.
ბ. დაბალსიჩქარიანი ანდაც როტორული საფრენი აპარატებისთვის (ვერტმფრენები), ჯარისკაცები უმიზნებენ სივრცეს, რომელიც საფრენი აპარატის წინ დაახლოებით 50 მეტრშია და ისვრიან ტრასირებს ავტომატურ რეჟიმში.
გ. ნებისმიერი საფრენი აპარატისთვის, რომელიც ოცეულის დასაბომბად ემზადება და ახლოსაა, ჯარისკაცები უმიზნებენ სივრცეს, რომელიც საფრენი აპარატის ცხვირის ოდნავ ზემოთაა და ისვრიან ავტომატურ რეჟიმში - შედეგად, დაზიანება შეიძლება თავად პილოტმა მიიღოს.
აი, სულ ესაა მოქმედებათა ნუსხა ოცეულისთვის, თუკი ისინი საფრენი ობიექტის წინააღმდეგ მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ძალებით.
რაც შეეხება პარტიზანულ მოქმედებას. აქაც უფროსი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის გადავიდნენ პასიურიდან აქტიურ თავდაცვაზე, თუმცა, ხანდახან შეტევის ობიექტი შეიძლება თავად საფრენი აპარატი იყოს, თუკი წინასწარაა ცნობილი მისი მოძრაობის მარშრუტი. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მსხვილკალიბრიანი და სწრაფმსროლელი ორი ტყვიამფრქვევი ისეთ პოზიციებზე, რომ მათ მოახერხონ მინიმუმ 300 გრადუსიანი ჰორიზონტის გაკონტროლება და 180 გრადუსში ჯვარედინი ცეცხლის წარმოება მოწინააღმდეგის ქვეითების გამოჩენის შემთხვევაში.
მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის მოქმედების არეალში ოცეულის წევრები გადაადგილებისას მინიმუმ 20 მეტრიან დისტანციას უნდა იცავდნენ. საფრენი აპარატის გამოჩენის შემთხვევაში, თუკი მიღებულ იქნა პასიური თავდაცვის გადაწყვეტილება, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტონ - მაგალითად ყოველი მეორე მარჯვნივ, ყოველი პირველი მარცხნივ. ასეთ შემთხვევაში ჯარისკაცებს შორის მანძილი 40 მეტრამდე იზრდება, რაც პირველ რიგში, უფრო რთულს ხდის მათ აღმოჩენას, მეორე - საფრენი აპარატის შეტევის შემთხვევაში მცირდება ერთდროულად დაზიანებულ ჯარისკაცთა რაოდენობა.

* * *
ქვეითთა ოცეულის და ათეულის ამოცანები - დოქტრინა:
1. მისია
ქვეითთა მისია მოწინააღმდეგესთან პირდაპირი ბრძოლა და მანევრირება, რათა ის გაანადგურო ან შეიპყრო, მოიგერიო მისი შეტევა და გადახვიდე კონტრშეტევაზე.
ა. ნებისმიერი სახის ტექნოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქვეითთა ბრძოლის შედეგად ხდება უპირატესობის მოპოვება საბოლოო და გადამწყვეტი. ქვეითთა საბრძოლო შენაერთები (მსუბუქი ქვეითები, საჰაერო დესანტი, სპეც.დავალებათა შენაერთები) ბრძოლისას შემდეგი სახის დავალებებს ასრულებენ:
უტევენ ისეთ პოზიციებს, რომლებიც მძიმე ტექნიკისთვის მიუწვდომელია;
ახორციელებენ პირველ შეტევას-უსუფთავებენ გზას მძიმე ტექნიკას და მოტომსროლელ ქვეითებს;
ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს მომდევნო ოპერაციებისა თუ მანევრირებისთვის;
აკონტროლებენ გზებს სხვა სახის საჯარისო ფორმირებებისთვის;
შეუძლიათ ღამით მოქმედება;
ეხმარებიან ზურგის ოპერაციებს;
ეხმარებიან მძიმე ტექნიკას ტერიტორიის გაწმენდაში.

ბ. ბრძოლაში წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული ათეულებისა და ოცეულების მოქმედებაზე, მათ შესაძლებლობებზე უპასუხონ მტრის პირველად შეტევას, მოახდინონ მანევრირება, რათა სუსტი ფლანგი გააძლიერონ და გააგრძელონ ბრძოლა მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ანდაც ტყვედ ასაყვანად. წარმატების საწინდარი ათმეთაურების, ოცმეთაურების და უბრალო ჯარისკაცების თვისებებზე დამოკიდებული, რათა შეძლონ ბუნებრივი რელიეფის უპირატესობის მისაღწევად გამოყენება, ზუსტად და მომაკვდინებელი ეფექტით სროლა, მტერზე სწრაფად ფიქრი, მანევრირება და ბრძოლა.

გ. ქვეითთა ათეულები და ოცეულები, უმეტეს შემთხვევაში, უფრო დიდი საჯარისო შენაერთის შემადგენელი ნაწილები არიან, მაგრამ ხანდახან დამოუკიდებლადაც მოქმედებენ საკუთარი თავის დასაცავად, ანდაც დაკისრებული მისიის შესასრულებლად.

ქვეითთა ძალა.
ქვეითთა ძალა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე: მანევრირების უნარი, საცეცხლე ძალა, დაცვა და მეთაურის თვისებები.
ა. მანევრირება
მანევრირება ეწოდება ძალების მოძრაობას დამცავი ცეცხლის გამოყენებით, რათა მოპოვებული იქნას რელიეფური ან ტაქტიკური უპირატესობა, რომელიც მოწინააღმდეგის განადგურებაში დახმარებას გაწევს. მანევრირებას ასევე მიეკუთვნება ფლანგური შეტევა, ზურგზე შტევა, მომარაგების ბაზაზე შეტევა, შტაბზე შეტევა. თავდაცვისას, მანევრირებას მიეკუთვნება კონტრშეტევაც. მანევრირება, როდესაც სწორადაა შესრულებული და საკმარისი საცეცხლე მხარდაჭერა აქვს, უპირატესობის მოპოვების და საბოლოო წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია.

ბ. საცეცხლე ძალა
საცეცხლე ძალა ეწოდება შენაერთის მაქსიმალურ შესაძლებლობას გაანადგუროს სამიზნე. საცეცხლე ძალა ანადგურებს ანდაც ამცირებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა თუ ტექნიკას და მანევრირებას უწყობს ხელს. ეფექტური საცეცხლე ძალის გარეშე მანევრირება წარმოუდგენელია. მანევრირების დაწყებამდე, შენაერთმა უნდა ამოირჩიოს მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ძალის შეტევის წერტილი. შეტევის წერტილი უნდა იყოს მოწინააღმდეგის ის ძალა ანდაც პოზიცია, რომელიც შესაძლოა ხელს უშლიდეს მანევრირებას. ლიდერებმა უნდა იცოდნენ როგორ შეუწყონ ერთმანეთს მანევრირება და საცეცხლე ძალა. მათ სწრაფად უნდა აღმოაჩინონ კრიტიკული წერტილი, მის წინააღმდეგ გასცეს სროლის ბრძანება და დარწმუნდეს, რომ საკმარისი ძალებით ხდება წერტილის შევიწროება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საცეცხლე ძალა არ ნიშნავს ამუნიციის გაუმიზნავად ხარჯვას.

გ. დაცვა
დაცვა ეწოდება შენაერთის საბრძოლო პოტენციალის კონსერვაციას, რათა ის შემდეგ გამოყენებულ იქნას საჭირო დროს და ადგილას. შენაერთებმა არასდროს არ უნდა მისცენ მოწინააღმდეგეს მოულოდნელი შეტევის განვითარების შესაძლებლობა. ათეულებმა და ოცეულებმა უნდა გამოიყენონ აქტიური და პასიური თავდაცვის ელემენტები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და პოზიციები მოულოდნელობისგან, დამკვირვებლებისგან, აღმოჩენისგან, დაზვერვისგან, დივერსანტებისგან. დაცვის ორი ძირითადი ფუნქცია არსებობს: ჯარისკაცის და მისი იარაღის დაცვა (პერსონალური ჰიგიენა, საკმარისი რაოდენობის საკვები და წყალი, საკმარისი რაოდენობის ტყვიაწამალი და ზეთები, მხოლოდ საჭირო რაოდენობის აღჭურვილობა, რათა არ მოხდეს ჯარისკაცის გადაღლა) და მოწინააღმდეგის შემოტევისთვის მზადება.

დ. მეთაურის თვისებები
სამხედრო ლიდერობა არის პროცესი, რომლის დროსაც ჯარისკაცი საკუთარი ქმედებებით სხვა ჯარისკაცებზე ახდენს დადებით გავლენას. სწორედ ლიდერები უწევენ ზემოთჩამოთვლილ პრინციპებს კოორდინირებას. მათი კომპეტენტური და თვითრწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ქმედებები უზრუნველყოფენ მისიის საბოლოო წარმატებას. ლიდერის ფუნქციაა ჯარისკაცების კოორდინაცია და მათი მოტივირება. ლიდერმა საკუთარი საქმე, მის შენაერთში მყოფი ჯარისკაცების თვისებები უნდა იცოდეს და ითვალისწინებდეს, ფლობდეს იარაღის ფართო სპექტრს. მხოლოდ ასეთი სახის ლიდერს შეუძლია გაუძღვეს წინ ჯარისკაცებს.
1. ქვეითთა ათეულის და ოცეულის მეთაურები უნდა იყვნენ ტაქტიკოსები. ისინი მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდნენ. მათ უნდა შეეძლოთ ინიციატივის გამოვლენა - სწრაფად უნდა გაანალიზონ სიტუაცია და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ დამოუკიდებლად შეეძლოთ მოქმედება თუკი ამის საჭიროება არსებობს. გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და სისწორე დამოკიდებულია მეთაურის მიერ ტაქტიკის ცოდნაზე, სწორ დაგეგმარებაზე, ათეულის და ოცეულის მოქმედების პრინციპების ცოდნაზე. ქვეითთა მეთაურებისთვის აუცილებელია კარგი ფიზიკური მომზადება, ტექნიკური განათლება, ემოციური მდგრადობა და ჯარისკაცთა მოტივაციის უნარი.

ჯარისკაცისთვის აუცილებელი თვისებები:
კარგი ფიზიკური მომზადება, მიკუთვნებული იარაღის მაღალ დონეზე ცოდნა და გამოყენების მაღალი ეფექტურობა. სავალდებულია ზოგადი განათლება: ნავიგაციაში, კამუფლირებაში, ინდივიდუალური მოძრაობის წესებში, გადარჩენის ტექნიკაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, ათეულსა თუ ოცეულში მათი მოვალეობების და მიკუთვნებული ადგილის ცოდნაში.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja