ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
500 დოლარი ქართულის მცოდნე ამერიკელ პილოტს...

პენტაგონი მზადაა, მფრინავებს, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან, ყოველთვიურად ხელფასზე 500 დოლარი დაუმატოს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მფრინავებსა და სახმელეთო პერსონალს ყოველთვიურ ხელფასზე ცოტაოდენის (მათი ნიხრით) წამატებას სთავაზობს.

ვინც ინგლისურის გარდა, კიდევ ერთ ენას დაეუფლება, ხელფასზე 500 დოლარი დაემატება, ორი უცხო ენის მცოდნე კი თავის შემოსავალს ყოველთვიურად 1.000 დოლარით გაზრდის.

თუმცა პოლიგლოტებს დამატებითი შემოსავლის უფრო გაზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ორ უცხო ენაზე მეტის ცოდნისთვის ამერიკელები ფულს აღარ იხდიან.

ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში უცხო ენების ცოდნისთვის ხელფასის დანამატს 4,3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იღებს; ეს, პენტაგონს, ბუნებრივია, ეცოტავება, რადგან ამერიკული საბრძოლო და მით უმეტეს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თითქმის მთელ მსოფლიოში დაფრინავენ და ამერიკელ პილოტებს მართლაც გამოადგებოდათ ადგილობრივი ენის ცოდნა.

სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ რეკომენდებულ სიაში 100-მდე ენა შეიტანა. ეს სია სამ კატეგორიადაა დაყოფილი.

პირველ კატეგორიაში, როგორც აუცილებლად სასწავლებელ ენებში, შევიდა 14 ენა, მათ შორის ფრანგული, ესპანური და რუსულიც. ბოლო, მესამე კატეგორიაში მოექცა უკრაინული და ბელორუსული.

ქართული ენა მეორე კატეგორიაშია უზბეკურთან, ყაზახურთან და ივრითთან ერთად. ეს ამერიკელ გენერლებს შემთხვევით არ გაუკეთებიათ, რადგან მეორე კატეგორიაში შედის ის ქვეყნები, სადაც მუდამ დაძაბულობაა და მოსალოდნელია სამხედრო ტიპის საფრთხეების ალბათობის ზრდა.

ერთი მხრივ, მეტად შემაშფოთებელია, როდესაც შენს ქვეყანასთან დაკავშირებით ახალი შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელების შესაძლებლობებს ხედავენ. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ამერიკელი პილოტები და საერთოდ სამხედროები შეისწავლიან ქართულ ენას და შესაბამისად, ჩვენს კულტურას, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება.

ბოლოს და ბოლოს, ქართულ მიწაზე მყოფი ქართულის მცოდნე ამერიკელი სამხედროები მეტ პატივს მიაგებენ ქართულ სტუმართმოყვარეობას და იმედია, უკეთ გაიგებენ, რა უჭირს და ულხინს ჩვენს სამშობლოს.
ირაკლი ალადაშვილი

4) ავტორი: paata mirckhulava falcona
პატივის მიგებისა რა მოგახსენოთ, მარა თავისგადარჩენის ინსტიქტებს რო გაიღვივებენ ეს ნათელია. sad

3) ავტორი: ilo khvichia khvichia
biggrin

2) ავტორი: giorgi jari
ra linki nkvirispalitridana.... biggrin

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
linki ?

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja