ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ხვალინდელი დღის არტილერია


უახლოეს მომავალში ტრადიციულ ქვემეხებს ელექტრომაგნიტური სისტემები შეცვლის. ზოგს ეს შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ სპეციალისტები ამას უკვე დღევანდელი დღის რეალობად მიიჩნევენ.

სამხედროებმა ქვემეხების შესაძლებლობები სათანადოთ შეაფასეს. სულ მალე, ცალკეულ საჯარისო ერთეულად ჩამოყალიბებულმა არტილერიამ, სხვადასხვა ქვეყნების არმიების რიგებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. რამდენიმე ათეული კილომეტრიდან მოწინააღმდეგისთვის მასიური ცეცხლის გახსნას, ყველაფერთან ერთად, ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორიც აქვს.

თავისი არსებობის განმავლობაში ქვემეხებმა, ევოლუციის დიდი გზა გაიარეს. უკვე დღეს ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ჭურვის გასროლა სულ სხვა, არატრადიციული პრინციპების გამოყენებით ხდება. აქამდე ჭვემეხის ლულიდან ჭურვის გასროლას, დენთის ან სხვა ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალის წვისას წარმომნილი წნევა უზრუნველყოფდა. სულ მალე მსგავს ტექნოლოგიებს პოზიციების დათმობა და გვერდზე ჩაჩოჩება მოუწევთ. აუხლოეს მოვამალში მათ ადგილს, ელექტრომაგიტური ტექნოლოგიები დაიკავებენ.

ერთი შეხედვით გასაკვირია, რა საერთო უნდა ქონდეს ელექტრომაგნიტურ ძალებსა და არტილერიას. მაგრამ მსოფლიოს სპეციალისტთა უმეტესობა, არტილერიის მომავალს სწორედ ამ მიმართულებით ხედავს და მას უკვე დღევანდელ რეალობად მიიჩნევს. მსგავს სისტემებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს.

ქვემეხების განვითარების მთავარ მიმართულებას ყოველთვი ... კითხვის გაგრძელება »

უჩინარი ტანკები


სულ მალე ბრძოლის ველზე შენიღბვის ახალი საშუალებების მქონე ტექნიკა გამოჩნდება. გარემოსთან შეხამების განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო, მისი აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ბრძოლის ველზე, სამხედრო ტექნიკის გამოყენების დღიდან, მისი შენიღბვის თემატიკა, აქტუალურობას არ კარგავს. ტანკის ან ჯავშანმანქანების სწორედ შერჩეული შეფერილობა, ანუ კამუფლაჟი, მის ეკიპაჟს გადარჩენის დამატებით შანსს აძლევს. მაგრამ კამუფლაჟის დატანა, ლაქების ფერების და მათი ფორმის შერჩევა, ამა თუ იმ ტექნიკის გამოყენების ადგილმდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით ხდება.

თავისი არსებობის განმავლობაში, სამხედრო კამუფლაჟმა, ევოლუციის დიდი გზა გაიარა - ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებზე უბრალო ფუნჯით დატანილი საღებავიდან, ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილ ტექნოლოგიებამდე. გაგიკვირდებათ და სამხედრო ტექნიკის შენიღბვის თანამედროვე საშუალებებს, თავად ტექნიკაზე არანაკლები ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი თავაცვითი კომპანიები მუშაობენ და ახალ პროექტებში მილიონობით დოლარს აბანდებენ.

ამ სფეროში ცნობილი ბრიტანული თავდაცვითი მრეწველობის კომპანია BAE Systems-იც მუშაობს. პროექტი, რომელზეც ამჟამად გამოცდას გადის, კამუფლირების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა. ის მაღალტექნოლოგიურ ელექტრონული კამუფლაჟის სისტემას წარმოადგენს, რომელიც E-LNK-ის ტიპის ელექტრონული მელნის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მისი გამოყენებით, ჯავშანტ ... კითხვის გაგრძელება »

იემენის სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით საკუთარი პოზიციები დაბომბა


იემენის საჰაერო შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა სარაკეტო იერიში შეცდომით საკუთარ პოზიციებზე მიიტანა. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე სამხედრო დანაყოფის დაბომბვას, სულ მცირე, 30 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

ტრაგიკული ინციდენტი აბიანის პროვინციაში მოხდა, სადაც ე.წ "ბოევიკებთან" მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მიმდინარეობს. პროვინციაში სიტუაცია მკვეთრად მაისში მას შემდეგ გაუარესდა, რაც მუსლიმმა ექსტრემისტებმა ქალაქი ზინჯიბარი დაიკავეს.

"ბოევიკების" წინააღმდეგ ბრძოლას იემენში პოლიტიკური არასტაბილურობა ართულებს. ქვეყანაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. არეულობას იემენში ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 38 სამხედრო დაიღუპა


ავღანეთის პროვინცია ვარდაკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 38 სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს "პაჟვაკის" ცნობით, მათ შორის 7 მათგანი ავღანეთის ნაციონალური არმიის ოფიცერი, 31 კი უცხოელი სამხედროა.

ვერმფრენი ტანგის ხეობაში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, მას მიწიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ცოტა ხნის ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერტმფრენ Nato Chinook-ში საერთაშორისო კოალიციის სამხედროები იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

გააგრძელებს თუ არა პოლონეთი იარაღის მიყიდვას საქართველოსთვის?


ზუსტად უცნობია, 2008 წლის აგვისტოს ომში ექვსი ჩამოვარდნილი და სავარაუდოდ, სამი დაზიანებული რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან რამდენი მოდის პოლონური "გრომების" ანგარიშზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ქართული მხარე აქტიურად იყენებდა.

აგვისტოს ომის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ომამდე პოლონეთმა საქართველოს 100 ერთეული სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Grom-ი მიჰყიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ კომპლექსში შედის ერთი გასაშვები მოწყობილობა, ოთხი აკუმულატორ-გამაცივებელი და ორი საზენიტო რაკეტა, ქართული არმიის განკარგულებაში არანაკლებ 200 "გრომის" რაკეტა უნდა ყოფილიყო.

რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდება შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც გაეროს უშიშროების საბჭოს და არც ევროკავშირს თბილისისთვის იარაღის შესყიდვაზე რაიმე სახის სანქცია არ დაუწესებიათ. საქართველოში იარაღის ძირითადმა ექსპორტიორებმა - ჩეხეთმა, რუმინეთმა, უკრაინამ, ისრაელმა და თავად პოლონეთმაც, პირველ რიგში, კრემლის პოლიტიკური ზეწოლის გამო, თავად დააწესეს თბილისთან ასეთ გარიგებებზე ერთგვარი ემბარგო.

ამ დღეებში ცნობილმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Stratfot-მა თავისებურად შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომაროვსკის ოფიციალური ტურნე სამხრეთ კავკასიის ქვეყნე ... კითხვის გაგრძელება »

ისრაელი მსოფლიოში ყველაზე დაცულ ანტისარკეტო სისტემას ქმნის


ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოთხდონიანი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა შეიმუშავა, რომელიც უახლოეს დღეებში ქვეყნის ხელისუფლებას განსახილველად გადაეცემა. როგორც ებრაული საინფორმაციო სააგენტო "უაი-ნეტი" იტყობინება, ეს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა "საგანგებო სიტუაციებში რეაგირების ნაციონალური გეგმის" ნაწილია და ის ისრაელს ნებისმიერი სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, მსოფლიოში ყველაზე დაცულ ქვეყნად აქცევს.

გეგმის რეალიზაცია, რაც 2015 წლისთვის იგეგმება, ისრაელს 2-2,5 მლრდ დოლარი დაუჯდება. ქვეყნის თავდაცვით უწყებაში ვარაუდობენ, რომ 2015 წელს ირანს ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები ექნება.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის პირველი დონე "ეროუ-3"-ის, "ხეც-2"-ის ან "სტრელა-3"-ის სისტემებზე იქნება დაფუძნებული, რომლებსაც ატმოსფეროს ფარგლებს გარეთ ირანული "შახაბ-3"-ის მსგავსი ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.

მეორე დონის მთავარ იარაღს - "ეროუ-2"-ს ატმოსფეროში შემოსული რაკეტების განადგურება შეუძლია. სისტემის ძირითადი საყრდენი მესამე დონე იქნება, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს როგორც გრძელი მანძილის არტილერიის ჭურვები, ასევე მიწიდან ან ზღვიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები. სისტემის მეოთხე დონეა "რკინის გუმბათი", რომელიც ებრაელებს მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტებისგან დაიცავს.

ანტისრაკეტო თავდაცვითი ყველა სისიტემა ამერიკულ და ებრაულ კო ... კითხვის გაგრძელება »

აზერბაიჯანმა "კალაშნიკოვის" წარმოება დაიწყო


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზუსტად ერთი თვის თავზე ბაქოში გრანდიოზული აღლუმი ჩატარდა, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 93-ე წლისთავს მიეძღვნა. ამ აღლუმზე აჩვენეს დასავლური და რუსული, აგრეთვე, თურქეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ისრაელის წარმოებული თანამედროვე შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

თუკი თბილისში აღლუმზე პირველად გამოჩნდა საქართველოში აწყობილი ჯავშანმანქანა "დიდგორის" ორი ვარიანტი და ისრაელის წარმოების "ვულფები", ბაქოს ცენტრში ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარეს სამხრეთაფრიკულმა "მატადორებმა" და "მაროდერებმა", თურქულმა "კობრებმა" და "ლენდროვერებმა", ისრაელის "სუფებმა", სხვადასხვაგვარად შეიარაღებულმა რუსულმა "უაზებმა" (ისე, ჩვენი "დიდგორი" თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით, ეტყობა, ჯობნის შეჯავშნულ "ლენდროვერსა" და "სუფას", მაგრამ დაცვის ხარისხით, ალბათ, ჩამოუვარდება სამხრეთაფრიკულ "მაროდერებსა" და "მატადორებს").

საინტერესო იყო ბაქოს ცენტრში გამართულ აღლუმზე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "ფავორიტებისა" და ისრაელის წარმოების 300მმ-იანი კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - "ექსტრას" ნახვა. ეს აზერბაიჯანის არმიას მეზობლებთან შედარებით სერიოზულ უპირატესობას ანიჭებს და თუ ამას აღლუმზე ჩავლილ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ტოჩკებსაც" დავუმატებთ, მაშინ ეს უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდება.

აღლუმზე 6 ათასზე მეტი სამხედრო და 400-მდე ერთეული სახმელეთო, საჰაერო და ს ... კითხვის გაგრძელება »

რომის ლეგიონი

რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა.
რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ 120 კაციან შენაერთებად, მანიპულებად.
ლეგიონის პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ცნობილ სარდალს, გაიუს მარიუსს მიეწერება. მან მთლიანად გარდაქმნა ჯარი და პროფესიულ მებრძოლ ძალად აქცია. მარიუსმა რომის ყველა მოქალაქეს მისცა არმიაში ჩაწერის უფლება. სახელმწიფო კი მათ შეიარაღებასა და მომზადებაზე ზრუნავდა. ყველას ერთნაირ იარაღს აძლევდნენ და ერთნაირად წვრთნიდნენ. მარიუსის რეფორმის შემდეგ ჯარისკაცებს ჯამაგირიც ეძლეოდათ, რაც დამატებით სტიმულს აძლევდა მეომრებს. იმპერიის ეპოქაში უკვე მასიურად დაიწყეს ლეგიონებში დაპყრობილი ტერიტორიიდან მეომრების ჩარიცხვა ... კითხვის გაგრძელება »

ოპერაცია: Over Lord

ოპერაცია “ოვერლორდი” (სადესანტო ოპერაცია ნორმანდიაში) წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ცნობილ ბრძოლას,რომელშიც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.აღიარებულია ყველაზე ფართომასშტაბიან სადესანტო ოპერაციად.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო საფრანგეთი და ჩამოაყალიბა კოლაბორაციონისტული რეჟიმი ვიშის მეთაურობით.
1944 წელს აშშ,კანადამ,ბრიტანეთმა და ფრანგულმა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა დე გოლის მეთაურობით შეიმუშავეს საფრანგეთის განმანთავისუფლებელი ოპერაცია,რომელსაც ეწოდება “ოვერლორდი”.
“ოვერლორდის” შესრულების მიზნით საჭირო იყო მოკავშირეების ძალთა მობილიზაცია ბრიტანეთის საპორტო ქალაქებში,ამის შემდეგ დაიწყებოდა სამხედროთა დესანტირება საფრანგეთში,კერძოდ კი ნორმანდიაში..დესანტირების დროს გამოიყენებდნენ სამხედრო ხომალდებს და ნავებს,ასევე საჰაერო დესანტსაც.

“ოვერლორდი”რამდენიმე ეტაპისგან ... კითხვის გაგრძელება »

სტალინგრადის ბრძოლა

რატომ იყო გერმანელებნისთვის ქალაქის აღება მნიშვნელოვანი

1 ) სტალინგრადი იყო მთავარი ინდუსტრიული ქალაქი ვოლგის სანაპიროზე

2 ) აქ გადიოდა მნიშვნელოვანი მარშუტი, რომელიც აერთებდა კასპიის ზღვას ჩრდილოეთ რუსეთთან.

3 )ქალაქის დაპყრობით ჰიტლერი უზრუნველყოფდა მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებას A დაჯგუფების ჯარებისათვის, რომლებიცკავკასიის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევას.

4 )გარდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობისა, სტალინგრადის დაპყრობა ჰიტლერს სურდა იმიტომაც, რომ ქალაქს სტალინის სახელი ერქვა.

ომის დასაწყისი

სტალინგრადის ფრონტი შეიქმნა 1942 წლის 12 ივლისს, ხოლო 17 ივლისს კი დაიწყო პირველი შეტევა ქალაქზე გენერალ ფონ ვეიხსის მეთაურობით. ამ შეტევაში გერმანელთა მხრიდან მონაწილეობდა 250 ათასი მებრძოლი, ხოლო სტალინგრადის დაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი გორდოვი 187 ათასი კაცით. დონისა და ვოლგის შესართავთან ბრძოლები მთელი თვე გაგრძელდა.ივლისის ბოლოს გერმანელებმა საბჭოთა ჯარები მიიმწყვდიეს დონთან. ამ დროისათვის გერმანელებმა დასახმარებლად გამოიყენეს იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის არმიები. მე-6 არმია რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქიდან. სტალინგრადს აღმოსავლეთიდან იცავდა ვოლგა, მეორე მხარეს კი თავმოყრილი იყო დამატებითი ძალები ქალაქის დასაცავად, რომელსაც მეთაურობდა ვასილი ჩუიკოვი.

ქალაქი ომის წლებში

იოსებ სტალინმა აუკრძალა მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვება, იმ საბაბით, რომ მათი ყოფნა ქალაქში ჯარისკაცებს გაამხნევებდა და ძალას შემატებდა. ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მუშაობდნე ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 3 4 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja