შავ ზღვაში უკრაინული ფრეგატი "გეტმან საგაიდაჩნი" აჯანყდა. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო წვრთნების ჩატარების შემდეგ ხომალდმა სევასტოპოლის ბაზაზე დაბრუნებაზე უარი თქვა. ხომალდმა ნატო-ს დროშა აღმართა და ამ დროისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სავარაუდოდ, ბათუმის პორტისკენ მიემართება. ეკიპაჟის განცხადებით, ისინი უკრაინაში რუსული ენის გაძლიერებას, მასმედიის ცენზურასა და მზარდ ტოტალიტარიზმს აპროტესტებენ. გარდა ამისა, ოფიცრები ანაზღაურების სიმწირის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
რუსეთის, უკრაინისა და აფხაზეთის სანაპირო დაცვამ განგაში გამოაცხადა. ოფიციალურ კიევს ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც 22 ოქტომბერს ინტერნეტ-გამოცემა "ua-tenders.com"-ი იტყობინებოდა, უკრაინის თავდაცვის სამინსიტრო ხომალდ "გეტმან საგაიდაჩნის" ელექტრომექანიკური აღჭურვილობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარებას აპირებდა
პირველი ტენდერი 15 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მეორე კი - 16 ნოემბერს. სამხდერო ხომალდის სარემონტო სამუშაოები 2011 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. ხომალდის ელექტრომექანიკური აღჭურვილობა ხელოვნურად დააზიანეს, თუ საუბარი მხოლოდ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს შეეხებოდა, უცნობია.
მომზადებულია pan-szymanowski.livejournal.com-ის მიხედვით.