ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალი დაჭრილები ავღანეთში?

"კვირის პალიტრისთვის" არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მათგან ერთი, სამწუხაროდ, მძიმედ და მას ორივე ქვედა კიდური მოჰკვეთეს.

ამ ინფორმაციის გადამოწმება თავდაცვის სამინისტროში შეუძლებელია, რადგან იქ, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ.

სხვათა შორის, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იმალება ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ფაქტები, გვიპასუხა - არ ელოდოთ ჩვენგან ასეთი ფაქტების გამოქვეყნებას, თუკი ჟურნალისტები ხართ, თავად მოიპოვეთ ინფორმაციაო... ჰოდა, ჩვენც მოვიპოვეთ ინფორმაცია ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ახალ ფაქტზე. მაგრამ ასეთ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების ახლობელთა განერვიულება გამოიწვიოს, არ სჯობს, თავად თავდაცვის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება?!

ყველა ხვდება, რომ ავღანეთში ნამდვილი პარტიზანული ომი მიმდინარეობს და იქ შეიძლება საბრძოლო დანაკარგიც იყოს. ამის დამალვასა და მიჩქმალვას აზრი არ აქვს, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი ხდება.

განა არ მოუწია თავდაცვის სამინისტროს ბოლოს და ბოლოს იმის აღიარებამ, რომ 31-ე ბატალიონს ავღანეთის მისიის დროს გაცხადებული ხუთი დაღუპულის და ერთი დაჭრილის გარდა კიდევ 11 დაჭრილი ჰყავდა? არადა, ამ ბატალიონის წევრთა დაჭრის შესახებ ადრევე ვწერდით.

არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, არ მალავს ავღანეთში მყოფი თავისი სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო დანაკარგს და მათი გმირობის ფაქტებს დეტალურად აცნობს საზოგადოებას.

P.S. იმედს ვიტოვებთ, რომ თავდაცვის უწყება საზოგადოებას თუ არა, სამხედრო მოსამსახურეებს მაინც დეტალურად გაუანალიზებს ავღანეთში ქართველი ბიჭების დაჭრისა და დაღუპვის ყველა შემთხვევას, რათა იქ წამსვლელებმა იცოდნენ, რა საფრთხე ელით თალიბი სნაიპერებისა და მენაღმეებისგან და როგორ ჩასაფრებებს აწყობენ ისინი.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja