WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ამერიკა ატომურ უპილოტოს ქმნის?


უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. თავისი არსებობის მანძილზე, ადამიანმა არაერთი უჩვეულო და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მანქანები შექმნა. განსაკუთრებული წარმატებები ენერგიის ათვისებაში შეიმჩნევა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ადამიანი თავის სასარგებლოდ ატომური ენერგიას იყენებს.

სამრეწველოს გარდა, ატომური რეაქტორების გამოყენება სამხედრო სფეროში არანაკლებ აქტიურად ხდება. წყალქვეშა ნავები, რომლებზეც ენერგიის გამომუშავებას ატომური რეაქტორი ახდენს, უკვე აღარავის უკვირს. მცირე ზომის ატომური რეაქტორებს სამხედრო დანიშნულების სადაზვერვო და ზოგიერთ კვლევით კოსმოსურ თანამგზავრზეც იყენებენ (ამ უკანასკნელის ყველაზე ნათელი მაგალითი "ვოიაჯერის" ტიპის თანამგზავრებია).

უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ადამიანი ატომური ენერგიის გამოყენებას ავიაციაშიც ცდილობს. არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ის ერთ-ერთმა ნაციონალურმა ლაბორატორიამ საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი წარუდგინდა. დოკუმენტს თუ ვენდობით, გამოდის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ჭორები უსაფუძვლო არ ყოფილა - ამერიკელი მეცნიერები რეალურად მუშაობდნენ ატომურრეაქტორიან ახალი თაობის უპილოტო საფრენ აპარატზე.

რა თქმა უნდა, ხსენებულ დოკუმენტში ამ საფრენ აპარატზე ზოგადი საუბარია. არ არის დასახელებული არც მისი ნიშნული, არც მიახლოებითი შესაძლებლობები და მახასიათებლები. თუმცა ჯერ კიდევ 3 წლის წინ, მსგავსი პროექტის შესახებ უცხოურ სამხედრო ინტერნეტ-ფორუმებზე პირველი ცნობები გაჩნდა.

ატომური რეაქტორის გარდა, ამერიკელი მეცნიერები სხვადახვა სახის ექსპერიმენტებს წყალბადისა და ნახშირწყალბადის საწვავზეც ამყარებდნენ. თუმცა ყველაზე დამაკმაყოფილებელ შედეგებს ატომური ენერგია იძლეოდა. გათვლებით, სტრატეგიული დანიშნულების ასეთ უპილოტო სადაზვრევო აპარატს მასზე დაკისრებული ამოცანის შესრულება, დაჯდომის გარეშე 5-7 თვის განმავლობაში შეეძლება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკელ სპეციალისტებსა და ინჟინრებს საფრენ აპარატზე ატომური რეაქტორის განთავსების იდეა გაუჩნდათ. პირველად მსგავსი იდეა ჯერ კიდევ 1946 წელს გაჩნდა. ცივი ომი და პაექრობა საუკეთესო შეიარაღების შექმნაში აშშ-სა და სსრკ-ს შორის ახალი დაწყებული იყო. სწორედ მაშინ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ, სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენის ხანგრძლივობის გასაზრდელად, ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყო. B -36-ის ტიპის ბომბდამშენზე ატომური რეაქტორის დაყენება გადაწყდა.

სამხედროების აზრით, ასეთი თვითმფრინავი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, პოტენციური მოწინააღმდეგის საზღვრებთან, საწვავით გამართვის გარეშე, საბრძოლო პატრულირების განხორციელებას შეძლებდა.

იდეის ხორცშესხმაზე მუშაობა ინტენსიურად დაიწეს. მეცნიერებმა "საავიაციო რეაქტორების" საცდელი ნიმუშებიც კი შექმნეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთ В-36Н-ზე 1 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორი დააყენეს. მისი ჩართვა-გამორთვა ჰაერში ყოფნის დროს ხდებოდა და ძრავებთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საცდელი ფრენებისას მხოლოდ მისი მუშაობის უნარი მოწმდებოდა.

რეაქტორი ფიუზელაჟის შუა ნაწილში განალაგეს. გამოსხივებისგან კი კაბინაში მყოფ ეკიპაჟს 12 ტონიანი ტყვიის კაფსულა იცავდა. მიწაზე დაჯდომის შემდეგ, რეაქტორს დემონტაჟი უტარდებოდა და მას სპეციალურ ბუნკერში ინახავდნენ.

"ატომურ გულიანი" NB-36H პირველად 1955 წლის 17 სექტემბერს აფრინდა და მთლიანობაში 47 საცდელი ფრენა შეასრულა. 1950-იან წლებში ალტერნატივის სახით, ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა რაკეტმზიდები გამოჩნდნენ. მათ მომრავლებასთან ერთად კი ბგერამდელმა "ატომურმა" თვითმფრინავმა სამხედროებისთვის ინტერესი დაკარგა. თან არავინ იცოდა, რა შედეგი მოყვებოდა მის ჩამოგდებას. პროექტი 1961 წელს, მასზე 7 მლრდ დოლარის დახარჯვის შემდეგ დაიხურა.

ნუკრი მგელაძე

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja