WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ამერიკა ტოვებს ერაყს...

როგორც ჩანს, ისეთმა ზესახელმწიფომაც, როგორიც აშშ-ია, ვერ გაუძლო ერთდროულად ორ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას და ინტენსიურად დაიწყო ერაყიდან თავისი ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყვანა.

აგვისტოს ბოლომდე ერაყი უნდა დატოვოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების უდიდესმა ნაწილმა. ერაყში დარჩება მხოლოდ 35-50 ათასი ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში კიდევ მოამზადებენ ერაყელ კოლეგებს და 2011 წელს დატოვებენ ერაყს.

ამ მომენტისათვის პენტაგონმა ერაყიდან გამოიტანა 2,2 მლნ ერთეული შეიარაღება და მოწყობილობა. ყველაფერი თავს იყრის ქუვეითში, საიდანაც მცირე ნაწილი აშშ-ში ბრუნდება, დანარჩენი კი ისევ საბრძოლველად, ავღანეთში იგზავნება.

ჩანს, აშშ-ის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ძირითადი ყურადღება სწორედ ავღანეთზე გადაიტანოს, რაც, სავარაუდოდ, ორმა ძირითადმა პრობლემამ განაპირობა. პირველი უშუალოდ უკავშირდება სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს. ყოველწლიურად პენტაგონი დამატებით 80-90 მლრდ დოლარს ითხოვდა ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისთვის.

ოფიციალურად კი ამხელა სამხედრო ბიუჯეტი თვით ჩინეთის უზარმაზარ არმიასაც კი არა აქვს. მეორე მიზეზი წმინდა პოლიტიკურია. აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი ობამა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არ აღიარებს, რომ მისმა წინამორბედმა, რესპუბლიკელმა ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა ამერიკის თანამედროვე ისტორიაში დაუშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც 2003 წელს შეიარაღებული გზით ჩამოაგდო სადამ ჰუსეინის რეჟიმი და ერაყი ამერიკული ჯარებით გაავსო.

დღეს უკვე ცხადია, რომ ჰუსეინის ქიმიური იარაღი სინამდვილეში ყურით მოთრეული საბაბი გახლდათ, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და თეთრმა სახლმა მოიგონეს, რათა მსოფლიო ერაყში ტანკებით შეჭრის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ.

სინამდვილეში კი ერაყში შვიდწლიანი ყოფნის პერიოდში აშშ-მა "კრაზანების ბუდე" გამოქექა. სადამ ჰუსეინს ორი ათეული წელი დასჭირდა ერაყის ჭრელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სისხლითა და მახვილით დასამორჩილებლად.

მისი რეჟიმის დამხობით ამერიკელებმა ერაყში უდიდესი არეულობა შეიტანეს, რომლის საშიშ შედეგს ახლო აღმოსავლეთი და ალბათ მთელი მსოფლიო მალე ნახავს. ერთ წელიწადში ამერიკელი სამხედროების ერაყიდან საბოლოოდ გასვლის შემდეგ ამ ქვეყანაში ხელისუფლების იარაღით გადანაწილების სერიოზული პროცესები დაიწყება, რითაც ისარგებლებენ რადიკალური ისლამიზმის მიმდევრები...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja