ამერიკელ ფიზიკოსთა ჯგუფმა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ლაზერულ გამოსხივებას თითქმის მთლიანად შთანთქავს.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის იელის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შექმნილ ანტილაზერს ლაზერის სხივების თითქმის მთლიანად "დაშლა" შეუძლია.
ანტილაზერი განსაზღვრული სიხშირის 2 სხივს სილიკონზე დამზადებულ ოპტიკურ ღრუში ატარებს, სადაც ისინი სრულ გაფანტვამდე ბრუნავენ.
მსგავსი მოწყობილობის გამოყენება სამხედრო მიზნებით არის შესაძლებელი, მაგალითად ძლიერი ლაზერული იარაღისგან თავდაცვის მიზნით. თუმცა როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი დუგლას სტოუნი აცხადებს: "ფოტონების მთელი ენერგია კი არ ქრება, არამედ სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. ამგვარად, თუ ვინმე ლაზერით თქვენს "შეწვას" შეეცდება, ანტილაზერი მას ვერ შეაჩერებს".
სპეციალისტების აზრით, ანტილაზერის გამოყენება სხვადასხვა სფეროში შეიძლება, მაგალითად, ახალი თაობის კომპიუტერების დასამზადებლად.
მომზადებულია bbc-ის მიხედვით.