ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს თავდაცვის სამინისტროში მივიდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და სამხედროებს სამძიმარი გამოუცხადა. “გულდასაწყვეტი დღეა, რადგან თქვენი თანამემამულეები დაიღუპნენ ავღანეთში. მე ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობისადმი, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი. საქართველოს შეიარაღებული ჯარების დანაყოფები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე. ქართული დანაყოფები ნატო-ს მოკავშირე ძალებთან ერთად გვერდი-გვერდ მსახურობენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ისინი ეხმარებიან ავღანელ ხალხს. . . დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ მისიაში. ეს არის ნათელი მანიფესტაცია მჭიდრო თანამშრომლობისა საქართველოს და ნატო-ს შორის, უღრმესი მადლობა,”- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი დახურულ კარს მიღმა შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს და მათ მოადგილეებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. ის ასევე გამართავს შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან. მოგვიანებით, ანდერს ფოგ რასმუსენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ერთად ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გახსნის. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალური მდივნისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს დღესვე დატოვებს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja