აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ პენტაგონის სპეციალისტებთან ერთად გადაწყვიტა, შეერთებული შტატების ბირთვული ობიექტების დაცვა რობოტებს მიანდოს. აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ ამ ავტომატიზირებული კომპლექსების შექმნისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ ახლახან გამოაცხადა. კომპლექსს საფუძვლად არმიის ჯიპის ანალოგი უდევს, რომელიც რადიო და ლაზერული სენსორებით, ასევე თვალთვალის მრავალნაირი მოწყობილობებითაა აღჭურვილი.
რობოტი ინფრაწითელი სხივების მეშვეობით "ხედვის" არეში არსებულ ყველა ობიექტის ამოცნობას ახერხებს, მიღებული ინფორმაციას კი ოპერატორის დისპლეიზე გადასცემს. მანქანას გადაადგილება არა მარტო წინასწარ მითითებულ ტრაექტორიაზე ძალუძს, არამედ თავადაც შეუძლია მარშრუტის არჩევა. მისი გადაადგილების საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ-ს შეადგენს, ერთი დამუხუტვა კი 4 სთ-ს ყოფნის.
ამასთან, დისპეჩერს ნებისმიერ დროს შეუძლია რობოტი ავტონომიური რეჟიმიდან ხელით მართვაზე გადაიყვანოს, მასზე დამონტაჟებული მიკროფონითა და დინამიკებით კი ობიექტზე მყოფ "დაუპატიჟებელ სტუმართან" გასაუბრებას შეძლებს.
ექსპერტთა შეფასებით, ახალი კომპლექსი ხელისუფლებას თითოეულ ბირთვულ ობიექტზე 7-დან 10 მლნ-მდე დოლარის ეკონომიის საშუალებას მისცემს.
მომზადებულია wired.com-ის მიხედვით.