WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
აშშ-ის კონგრესმა სტრატეგიული იარაღის შემდგომი შემცირების შესახებ ხელშეკრულება დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულების რატიფიკაციის სასარგებლოდ ხმა 71 სენატორმა მისცა, 26 წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის დამტკიცებას სენატორთა ხმათა ორი მესამედი, ანუ 100-დან 67 ხმა ესაჭიროებოდა. უკანასკნელ დრომდე გაურკვეველი იყო, დაამტკიცებდა თუ არა დოკუმენტს სენატი.

მასში სენატორებმა რამოდენიმე შესწორება შეიტანეს. ერთ-ერთი შესწორება აშშ-ის პრეზიდენტისაგან ქვეყნის ბირთვული ტრიადის მოდერნიზაციის ვალდებულების დადასტურებას მოითხოვს, მეორე კი, რუსეთთან მოლაპარაკებებში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების დისპარიტეტის გაუქმებას ითვალისწინებს.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა მიმდინარე წლის 8 აპრილს, პრაღაში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად, თითოეულ მხარეს 1550-1550 ბირთვული ქობინიანი ოპერატიულად მოქმედი იარაღი დარჩება. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ 700- 700-მდე შეამცირონ წყალქვეშა გემებსა და მორიგეობაზე მყოფი ბირთვული იარაღის მატარებელი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღის რაოდენობა.

2002 წლის მოსკოვის შეთანხმებასთან შედარებით, მხარეები ბირთვული იარაღის მესამედამდე შემცირებაზე, ასევე, სტრატეგიული დანიშნულების მქონე იარაღის 800-მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ძველ ხელშეკრულებას აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ მოქმედების ვადა 2009 წლის 4 დეკემბერს ამოიწურა. ახალი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 10 წელია. მისი მოქმედება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა, გახანგრძლივდეს არა უმეტეს 5 წლით, თუ მანამდე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ მიღწეული შეთანხმება სხვა ხელშეკრულებით არ შეიცვალა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ შეთანხმების რატიფიცირებაზე მუშაობა პრაქტიკულად მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ს სენატმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რუსული მხარე მის რატიფიცირებას აღარ დააყოვნებს.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja