ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორ დღეში 124 რაკეტა გაუშვეს

აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა გემებმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში საზღვაო ბაზირების Tomahawk-ის 124 ფრთიანი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.

ლიბიის სამიზნეების დაბომბვაში გუშინ კოალიციის ავიაციაც ჩაერთო. ამის შესახებ პანტაგონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების სარდლების კომიტეტის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა იულიამ გორტნიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უპირველესად მუამარ კადაფის მთავრობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები იბომბებოდა და დარტყმების შედეგად ეს სისტემები საგრძნობლად შესუსტდა. ამ დროისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მხოლოდ ტრიპოლისა და სირტას შემოგარენში რჩება.

კორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ მისურატისთან მდებარე აეროპორტზე დარტყმები სამმა ამერიკულმა ბომბდამშენმა განახორციელა. გუშინ ასევე დაიბომბა ლიბიის სახმელეთო ჯარების ის ნაწილები, რომლებიც ქალაქ ბენღაზიდან 16 კილომეტრით სამხრეთით არიან განთავსებულნი. დარტყმები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მოიერიშეებმა განახორციელეს. მისი შეფასებით, ეს ოპერაციაც წარმატებული იყო.

გორტნის ინფორმაციით, ამ დროისთვის კადაფის შეიარაღებაში ათასობით საზენიტო დანადგარი და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი რჩება. გადასატან საზენიტო დანადგარებზე კოალიციას დარტყმები არ განუხორციელებია, რამდენადაც დანადგარები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული.

ამასთან, გორტნი უარყოფს ინფორმაციას, რომ სროლის შედეგად ლიბიაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, როგორც ამას ტრიპოლი აცხადებდა. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას არ სჯერა ლიბიის მთავრობის გამონათქვამები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების თაობაზე. გორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ კოლიციის ძალების სამიზნეებს შორის თავად კადაფი ჯერჯერობით, არ არის.

გორტნისვე თქმით, კოალიციის ძალები გაფართოვდა და ამ დროისთვის კოალიციის რიგებში აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ბელგია, დანია, ყატარი და ნორვეგია არიან.

კოალიციურმა ძალებმა კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja