აშშ-ში კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან 21 ნოემბერს გასაიდუმლოებული ჯაშუში თანამგზავრი გაუშვეს, იტყობინება "ასოშიეითიდ პრესი".
როგორც აშშ-ის სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნულ სამმართველოში (National Reconnaissance Office) განაცხადეს, ახალი აპარატი მსოფლიოში ყველაზე დიდი თანამგზავრია. თანამგზავრის მისიის დეტალები უცნობია, რადგან ეს მონაცემები გასაიდუმლოებულია.
ტვირთი ორბიტაზე თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტმზიდ "დელტა" 4-მა გაიყვანა, რომლის მაქსიმალური სასტარტო მასა 733 ტონას შეადგენს. მას აშშ-ში ყველაზე მძლავრ რაკეტას უწოდებენ. თანამგზავრის გაშვება ტექნიკური გაუმართაობის გამო რამდენჯერმე გადადეს.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.