|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ავღანეთში ქართული ბატალიონის როტაცია ერთ კვირაში დასრულდება |
|
|
ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართული ბატალიონის როტაცია დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ როტაციის პროცესი ორიოდე კვირის წინ დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. აქვე განმარტეს, რომ როტაციის ფარგლებში ავღანეთში ზუსტად იმდენივე სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრება, რამდენიც წინა შემადგენლობაში იმყოფებოდა. "ავღანეთის მისიაში მონაწილე ბატალიონში 728 სამხედრო ირიცხება და ზუსტად ამდენივე გაემგზავრება როტაციის ფარგლებში. ახალი შემადგენლობაც იგივე ფუნქციებს შეასრულებს, რასაც წინა შემადგენლობა ასრულებდა", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |