WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?

“თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს. ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმოვანებას სააკაშვილი ჯერჯერობით არ აპირებს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალაიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასავლეთში სწავლის გაგრძელების სურვილს დაასახელებს, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას შემთხვევაში მოხდა. კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაია სასწავლებლად გერმანიაში მიდის”.

“ახალაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით დასავლეთი - განსაკუთრებით აშშ და ნატო კატეგორიულად ითხოვდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირისგან ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებას... ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

მათ სამინისტროში შესასვლელი სპეციალური საშვებიც კი ჩამოართვეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდანაა გაშვებული. ამის მიზეზად ახალაიას უწყებაში ტესტირების წარუმატებლად გავლა სახელდება. სამხედროები პირად საუბარში ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ სამინისტროში ტესტირება ტარდებოდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ”.

“ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მომართა დახმარებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რა დროსაც საქმეში უშუალოდ თავადაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაერია. იგი მივიდა სამხედრო ნაწილში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოითხოვა 25-მდე ჯარისკაცისა და უმცროსი ოფიცრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რაც მისმა ქვეშევდრომებმა უსიტყვოდ შეასრულეს. მათ საქმეები შეუთითხნეს და მიუთითეს, რომ სხვადასხვა დარღვევების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ წარმატებული კარიერა. მათ პირად საქმეებში არის ჯილდოები. ეს ადამიანები დღეს აღდგენას ითხოვენ. მათი სამსახურიდან დათხოვნა აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თკუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს ჩატარებულ წმენდას. არადა, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

“ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა თავადაცვის სამინისტროსთვის, როდესაც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ხდება პროფესიონალი კადრების გათავისუფლება. ნატო-ს ქვეყნებში, სულ მცირე, ორი წლით ადრე ოფიცრებმა იციან, როდის უწევთ როტაცია, ანუ შემდეგ სად გადაიყვანენ. საქართველოში ასეთი რამ არ არსებობს. აქ მთავარი პრინციპია “შენიანი-ჩემიანი”. სწორედ ამ პრინციპით ხდება დღეს თავდაცვის სამინისტროში ადამიანებს თანამდებობაზე დანიშვნა. უგულებელყოფილია ოფიცრის როგორც პროფესიონალური თვისებები, ასევე მისი განათლება და პრაქტიკა. ყველა ახალი მინისტრი შეიარაღებულ ძალებში ცვლის მთელ მომსახურე პერსონალს, რაც უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებული ძალებზე”, - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე.

“მასიური გაშვება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილი დროს, ერთ თვეში 1200 ოფიცერი გაუშვეს და მათი ჩანაცვლება მოხდა პოლიციელებით. იგივე მეორდება დღესაც, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებით ხდება მათი დაკომპლექტება”, - დასძენს აკია ბარბაქაძე და შეკითხვას - “რა არის ამის მიზანი?” პასუხობს:
“ჯარის პირად კონტროლზე აყვანა. ასეთი დიდი ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში ძალიან ცუდია, ასეთი მიდგომა ანგრევს შეიარაღებულ ძალებს. დიდი ხანია, თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი კადრები ჩანაცვლებულია შსს-ს ოფიცრებით. ახალაიას უნდა თავისთვის სანდო ხალხის დანიშვნა თანამდებობებზე. საერთოდ, ოფიცრის მომზადება დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მარტო ჩემს განათლებაში 500 ათასი ევროა დახარჯული, რამდენი ეგეთი ჰყავთ გაშვებული? რითი აპირებენ ჩანაცვლებას? თავდაცვისუნარიანობას ანადგურებს ასეთი პროცესები”.

გაზეთი ”რეზონანსი”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja