ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ბაღაფში: აშშ საქართველოს ყველაფერში მხარს უჭერს, მათ შორის - საბრძოლო მოქმედებებში

საზღვრის შესახებ

გალის რაიონში რუსი მესაზღვრეების შესვლის შემდეგ ვითარება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე შეიცვალა და უფრო დამშვიდდა, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ბაღაფშის თქმით, რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველო აფხაზეთში სერიოზული სტრუქტურაა, მაგრამ ის ახლა იკრებს ძალებს, მიმდინარეობს მასშტაბური აღჭურვა, შენდება საგუშაგოები.

"რა ტექნიკით ისარგებლებენ მესაზღვრეები: რადიო-ელექტრონიკით თუ სათვალთვალო ელემენტებით, ამ საკითხებს ახლა ვათანხმებთ", - განაცხადა ბაღაფშმა.

ბაღაფშის თქმით, ის ახლახან საზღვარზე იმყოფებოდა და სამხედრო ობიექტების სამშენებლო სამუშაოებით აღფრთოვანებულია.

მისი თქმით, 140-142 კილომეტრის სიგრძის საზღვარი სრულად დაცული არ არის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საზღვარი მკვეთრად გაუმიჯნავია, "მაგრამ ის აუცილებლად გაივლება და ამ მიმართულებით აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს”, - დასძინა ბაღაფშმა.

რუსულ პრესაში აფხაზეთის შესახებ პუბლიკაციებზე

სერგეი ბაღაფში, მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც რუსულ პრესაში აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ განწყობებზე წერენ, "ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ". მისი თქმით, რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე მას მკაცრი განცხადებების გაკეთება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა. "შეგვეძლო მკაცრი განცხადებები გაგვეკეთებინა, ჩაგვერთო პარლამენტი, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. მაგრამ მე ეს არ გავაკეთე, იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, ეს ვიღაცის დაკვეთაა", - განაცხადა ბაღაფშმა.

"შეიძლება პოლიტიკოსი გააკრიტიკო, პრეზიდენტის ნაკლოვანებებზე ილაპარაკო, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი აფხაზ ხალხს დააბრალო, ეს ცუდი სიმპტომია. არ შეიძლება გამუდმებით საყვედურს გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გეხმარებით, თქვენ კი ისეთი ცუდები ხართ, რომ რუსებს ბინებს ართმევთო".

სერგეი ბაღაფში პრობლემის არსებობას არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს რომ ეს რუსი და აფხაზი ხალხების ურთიერთობაზე არ უნდა აისახოს. "ამ საკითხს მშვიდად ვუყურებ, იმიტომ რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი არ არსებობს. ზოგიერთი ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ რუსეთთან ძველებური ურთიერთობა გვაქვს”, - აღნიშნა სერგეი ბაღაფშმა.

რუსულ-აფხაზური სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

”აფხაზეთი სამხედრო დოქტრინას ამზადებს, რომელშიც ამ სფეროში რუსეთთან ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება განსაზღვრული”, - აღნიშნა სერგეი ბაღაფშმა.

მისი აზრით, აფხაზეთის ჯარი მცირე და კვალიფიციური უნდა იყოს, რომლის ძირითად ნაწილს რეზერვისტები უნდა შეადგენდნენ.

”ოციათას-კაციანი ჯარის შექმნა საჭირო არ არის. ჩვენი მიზანია მობილური და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა”, - აცხადებს სერგეი ბაღაფში. მისი თქმით, სამხედრო კადრების მომზადების მიზნით, აფხაზეთი რუსეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.

ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ

”13-რაუნდიანი დისკუსიების მასალებს ჯერჯერობით არ ვიცნობ, მაგრამ თუ მოლაპარაკებებზე აშშ და ევროკავშირი კვლავ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, შესაძლოა, მომავალში ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა გადავიფიქროთ”, - განაცხადა აფხაზეთი დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ აფხაზეთი ამ დისკუსიებში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს, მაშინ მისი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.

”აფხაზეთი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ზებუნებრივს არაფერს ითხოვენ. ეს მოლაპარაკებები ვითარების სტაბილიზაციას ემსახურება. სტაბილიზაცია კი საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე შეუძლებელია, - აღნიშნა ბაღაფშმა, - ხოლო რადგან საქართველო ამ შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აპირებს, ე.ი. საბრძოლო მოქმედებების განახლება შესაძლებელია. ჰილარი კლინტონის ბოლო განცხადებაც მოწმობს, რომ აშშ საქართველოს ყველაფერში მხარს უჭერს, საბრძოლო მოქმედებებშიც კი”.

სერგეი ბაღაფშით თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიმართ პატივისცემამ განსაზღვრა, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჟენევა ასპარეზია, სადაც აფხაზეთს საკუთარი თავის წარმოჩენა შეუძლია, სხვა ასპარეზი ჯერჯერობით არ არსებობს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja