ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ჩეჩნეთის ომის მონაწილე რუსი ოფიცრის ჩანაწერები

ბრიტანულმა გამოცემა "The Sunday Times"-მა ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილე რუსი ოფიცრის დღიურიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინოპრესა" იუწყება.

სტატია სახელწოდებით: "ჩეჩნეთის ომი: მკვლელის დღიური" მიმომხილველმა მარკ ფრანკეტიმ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორის თქმით, "ეს არის ავტორის ისტორია, აღსარება, რომელიც 10 წლის მანძილზე იწერებოდა".

ამასთან, ადამიანების სახელები და გეოგრაფიული დასახელებები ავტორის უსაფრთხოების მიზნით გამოგონილია, წერს მიმომხილველი.

"დაწყევლილი" და "სისხლიანი" - ასე უწოდებს ჩეჩნეთს დღიურის ავტორი. პირობებს, რომელშიც ცხოვრება და ბრძოლა ჩანაწერების ავტორს უხდებოდა, სირთულეების ამტანი სპეცრაზმელიც კი ჭკუიდან გადაყავდა. ის აღწერს შემთხვევას, როდესაც ნერვებს აყოლილი ჯარისკაცები ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, მიცვალებული ჩეჩენი მებრძოლების გვამებს დასცინოდნენ და ყურებსა და ცხვირს აჭრიდნენ.

"დაჭრილებს აშიშვლებდნენ, გარეთ გამოათრევდნენ ხოლმე, ამის შემდეგ კი სატვირთო მანქანაში აგდებდნენ. ერთი ჩეჩენი, რომელსაც ორივე ფეხი დაკარგული ქონდა, მანქანაში თავისით აბობღდა, რამდენიმე წამში გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. ჯარისკაცებმა მას სცემეს, გააშიშვლეს და სატვირთო მანქანაზე შეაგდეს. მე ტყვეები არ მეცოდებოდა, უბრალოდ, არასასიამოვნო სანახაობა იყო”, - წერს ავტორი.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა და დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლები რუს ჯარისკაცებს ისეთი ზიზღით უყურებდნენ, რომ " ხელი თავისით მიიწევდა იარაღისკენ".

ჩანაწერებში აღწერილია, თუ როგორ ანადგურებდნენ რუსი ჯარისკაცები ჩეჩენი ტყვეების წამების კვალს. ავტორი აღწერს ეპიზოდს, როდესაც ერთ-ერთი დაღუპული ჩეჩენი მებრძოლი გაახვიეს პოლიეთილენში, ჩააგდეს ჭაში და ტროტილით ააფეთქეს. "აი ასე იკარგებოდნენ უკვალოდ ჩეჩნები", - წერს ავტორი.

ჩანაწერებში იმ პოლიტიკოსების მიმართაც არის კრიტიკა გამოთქმული, რომლებიც სხვებს სიკვდილის გზაზე აგზავნიან, თავად კი დაუსჯელად აგრძელებდნენ ცხოვრებას.

მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja