ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
D A N A

ჩვენი დოსიე: დანა-ს 1981 წლიდან აწარმოებდა ჩეხოსლოვაკია. ამ სახელმწიფოს გაყოფის შემდეგ ჩეხეთს 273 'დანა' დარჩა, სლოვაკეთს 136. 111 პოლონეთის, 80 კი ლიბიის შეიარაღებაშია. არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ 1980-იან წლებში 'დანები' საბჭოთა არმიამაც შეიძინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ 1991 წელს 108 ცალი 'დანა' მოსკოვმა ურალის იქით, ციმბირში გადაისროლა.

2004 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე ასი ათასობით ტელემაყურებელმა და აღლუმზე დამსწრე რამდენიმე ათასმა მოქალაქემ უკვე ტრადიციული, ყოფილი საბჭოთა საბრძოლო ტექნიკის გარდა, რაღაც უცხო და უცნაური ფორმის საარტილერიო დანადგარებიც იხილა.
მაშინ ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რა სახისა და ტიპის შეიარაღებას განეკუთვნებოდა და რა საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნდა იმ რვაბორბლიან უცნაურ მანქანებს, რომლებზედაც ზემოდან გრძელი ლულები 'იდო'. ეს მართლაც განსხვავებული ფორმის მანქანები ქართული არმიისთვის გასული წლის ზაფხულში, ფოთში გადმოტვირთვეს, ისინი ჩეხეთში შეიძინეს.
'Dana' სწორედ ასეთი საინტერესო სახელწოდება აქვს იმ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, რომლებიც ქართული არტილერიის რიგებს შეემატა.
ქართული არტილერია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ძალით, რასაც შესაძლოა, ისიც უწყობდა ხელს, რომ თბილისში ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა საარტილერიო სასწავლებელი, რომელიც ღირსეულ არტილერისტებს ზრდიდა (სხვათა შორის, სწორედ ეს სასწავლებელი აქვს დამთავრებული ასლან მასხადოვს. შეგახსენებთ, რომ რუსი გენერლები მეცხრე წელია, უშედეგოდ ეძებენ მას ჩეჩნეთის ტყეებში).
მხოლოდ ქართული არტილერიის დამსახურებაა, რომ სოხუმზე რამდენიმე შეტევა (განსაკუთრებით კი 1993 წლის მარტის შუა რიცხვებში) წარმატებულად მოვიგერიეთ და სწორედ არტილერიის ფოთში გამოყვანის შემდეგ შეძლეს სეპარატისტებმა და მათმა მომხრეებმა სოხუმის აღება.

აფხაზეთის ომში გამოვლინდა ქართული არტილერიის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ჩვენი არტილერისტების შეიარაღებაში მხოლოდ ბუქსირებადი D-44 და KS-19 ტიპის ქვემეხები და D-30 ტიპის ჰაუბიცები იყო (თუ არ ჩავთვლით ავტომანქანებზე დამონტაჟებულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს). მათი საცეცხლე პოზიციიდან მოხსნა და სხვა ადგილას გადატანა დიდ დროს მოითხოვდა, არადა, რუსეთის დაზვერვა ოპერატიულად იგებდა ქართველი არტილერისტების პოზიციების კოორდინატებს და სეპარატისტების საპასუხო საარტილერიო ცეცხლს მათკენ მიმართავდა.

ქართულ არტილერიას არ გააჩნდა შეიარაღებაში თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც რამდენიმე გასროლის შემდეგ ორიოდ წუთში შეიცვლიდნენ საცეცხლე პოზიციას და თავიდან აიცილებდნენ მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლს (ერთადერთი 152 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც გვარდიის განკარგულებაში იყო, 50-ოდე გასროლის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან და მას შემდეგ აღარ გამოიყენებოდა).
თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოჩენა ძალზე აქტუალური გახლდათ ქართული არმიისთვის. ამ მხრივ ერთგვარი წინგადადგმულ ნაბიჯად იქცა 1995 წელი, როდესაც იმდროინდელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ თავის ნათლულს რუსეთის თავდაცვის მინისტრს პაველ გრაჩოვს სხვა შეიარაღებასთან ერთად ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარიც გამოართვა 203,2 მმ კალიბრიანი თვითმავალი ქვემეხი 2C7 და 152 მმ კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა 2C9, მაგრამ რად გინდა, პირველს ჭურვები არ მოჰყვა (ისე, 2C7 ატომური ჭურვების გასროლაზეც იყო გათვლილი, მაგრამ ატომურს ვინ ჩიოდა, ჩვეულებრივი, მსხვრევად-ფუგასურიც დაინანეს), მეორე კი ისეა გაძარცვული, საბრძოლველად ძნელად თუ გამოდგება.

შარშან ჩეხეთში ნაყიდმა რამდენიმე (ზუსტი ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებთ) თვითმავალმა საარტილერიო დანადგარმა 'დანამ' ქართული არტილერიის მდგომარეობა თვითმავალი და შესაბამისად, მობილური საარტილერიო დანადგარების მწვავე უკმარისობის მხრივ, ცოტათი გამოასწორა.
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელსაც სხვანაირად თვითმავალ ჰაუბიცა-ქვემეხსაც უწოდებენ, 'დანა' ერთიან ჩეხოსლოვაკიაში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. მისი სერიული წარმოება კი 1981 წლიდან დაიწყო.

'დანას' სხვა ამგვარი ტიპის დანადგარებისგან ის განასხვავებს, რომ 152 მმ კალიბრიანი ქვემეხი არა მუხლუხოებიან, არამედ ბორბლებიან შასიზეა დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში გამოყენებულია მაღალი გამავლობის 8X8 (რვავე ბორბალი წამყვანია) ფორმულის მქონე 'ტატრის' ბაზა. როგორც წესი, მსხვილკალიბრიან ქვემეხს თუ ჰაუბიცებს ტანკის ბაზაზე ამონტაჟებენ. თუმცა 'დანა' მათ გამავლობით არ ჩამოუვარდება, უფრო იაფი ჯდება და, რაც მთავარია, მეტ სიჩქარესაც ავითარებს ასფალტირებულ გზაზე 'დანა'-ს 80 კმ/სთ-მდე შეუძლია სიჩქარის აწევა. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მოწინააღმდეგის დაზვერვამ ზუსტად გამოიცნო შენი საარტილერიო საცეცხლე პოზიცია და საპასუხო ცეცხლს გიშენს. ასეთი სიჩქარის განვითარების საშუალებას კი 345 ცხ. ძალის დიზელის ძრავი იძლევა, რომელიც 'დანას' უკან აქვს დამონტაჟებული. 'დანა' გაჩერებიდან ორ წუთში (დრო, რომელიც ეკიპაჟს სამი დომკრატის მიწაზე დასაფიქსირებლად სჭირდება) მზადაა ცეცხლის გასახსნელად, ხოლო ცეცხლის შეწყვეტიდან ერთ წუთში შეუძლია საცეცხლე პოზიციის შეცვლა.

'დანას' 152მმ კალიბრიანი ჰაუბიცა ავტომატურ რეჟიმში იტენება და წუთში 5 გასროლას ასწრებს, მისი მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 18,7 კმ-ს შეადგენს. ეს ციფრები არაპროფესიონალებს ბევრს ვერაფერს ეტყვის, ამიტომ ავხსნით: წარმოიდგინეთ, რომ 'დანამ' წუთში 5-ჯერ გაისროლა 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი მოწინააღმდეგის პოზიციისკენ. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეკიპაჟს შეუძლია იმ დროში, სანამ ხუთივე ჭურვი ჯერ კიდევ ჰაერში, ბალისტიკურ ტრაექტორიაზე იქნება, დომკრატები აკეცოს და საცეცხლე პოზიცია შეიცვალოს.
თუ ვინიცობაა და მოწინააღმდეგის შვეულმფრენებმა მაინც აღმოაჩინეს საარტილერიო ბატარეის ადგილსამყოფელი, 'დანას' ეკიპაჟს შეუძლია დაუპატიჟებელი სტუმრები 12,7 მმ კალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევით მოიგერიოს.

'დანა' ეფექტურია არა მარტო სახმელეთო ბრძოლების დროს, არამედ საზღვაო სანაპიროს დაცვისას. როგორც წესი, სანამ მოწინააღმდეგე სანაპიროზე საზღვაო დესანტს გადასხამს, ჯერ ღია ზღვაში მყოფი სამხედრო ხომალდების არტილერიის საშუალებით სანაპიროს 'ამუშავებს'.
'დანას', რომელსაც მსხვრევად-ფუგასური ჭურვის 18,7 კმ-ზე, აქტიურ-რეაქტიულისა კი 30 კმ-მდე მანძილზე სროლა შეუძლია, ძალუძს წარმატებული 'საარტილერიო დუელი' გაუმართოს შორს მოდრეიფე მოწინააღმდეგის კორვეტებსაც კი. 'დანას' საბრძოლო კომპლექტი 60 ჭურვი და სწრაფსროლა, 5 გასროლა წუთში, საკმარისია მოწინააღმდეგის კატარღის ჩასაძირად.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja