ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დირიჟაბლების ეპოქა ბრუნდება

ისტორიის განმეორების მხრივ, გამონაკლისს არც სამხედრო საქმე წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დირიჟაბლებია.

ამ ტიპის საფრენმა აპარატებმა თავის დროზე საბრძოლო მოქმედებებშიც მოასწრეს მონაწილეობის მიღება. ინგლისელებიც და გერმანელებიც დიდ დირიჟაბლებს ბომბდამშენების სახით იყენებდნენ. არანაკლებ აქტიურად მათ სამოქალაქო დანიშნულებითაც მოიხმარდნენ. 1930-იან წლებში დირიჟაბლები ევროპისა და აშშ-ის დამაკავშირებელი ერთ-ერთი საშუალება იყო.

ამჟამად, ამერიკაში ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილი ჰიბრიდული კონსტრუქციის დირიჟაბლი გადის გამოცდას. დირიჟაბლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეგზოტიკურ საფრენ აპარატებად ითვლებოდნენ (1930-იანი წლებში რამდენიმე კატასტროფის შემდეგ, მათი გამოყენება შეწყდა), აშშ-ის არმიის შეიარაღებაში კვლავ გამოჩნდებიან. ამერიკელი სამხედროები მათ გამოყენებას ავღანეთში აპირებენ. მაგრამ თავად ბრიტანეთში, რომელიც დირიჟაბლების სამშობლოა, სამხედროები მას სკეპტიკურად უყურებენ.

ჰიბრიდული კონსტრუქციის დირიჟაბლებს თავისი პლუსები აქვთ. მათ მცირე ფრთები აქვთ, რომლებიც წონის 40 %-ის კომპენსირებას ახდენენ. ჩართული ძრავებით მიწაზე მათი დაკავება უფრო მარტივია და ფრენისას სამჯერ ნაკლები ბალასტიც სჭირდება.

სხვა საფერნი აპარატებისგან განსხვავებით, დირიჟაბლი გაცილებით სიცოცხლისუნარიანია. ოთხიდან მხოლოდ ერთი ძრავის მუშაობის შემთხვევაშიც კი, ის ფრენას განაგრძობს. რისი შესაძლებლობაც თითქმის არც ერთ (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) ოთხძრავიან თვითმფრინავს არ გააჩნია. ოთხივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კი, დირიჟაბლი, უბრალოდ, ნელ-ნელა მიწაზე დაეშვება.

სხვა ჰიბრიდული დირიჟაბლების მსგავსად, ამერიკელების მიერ მოწონებულ HAV 304-საც აფრენისთვის მცირე მოედანი სჭირდება. თუმცა, მისი სიგრძე მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია და სპეციალურ მომზადებას ის არ საჭიროებს.

სადაზვერვო კონფიგურაციაში წარმოდგენილ HAV 304-ის ვარიანტს, რომელსაც ამჟამად ამერიკელები ცდიან, მაქსიმალურ, 6000 მ-ის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა. მისი გარსის მოცულობა 38000 მ3-ია და საწვავის ერთი გამართვით, მოცემულ რაიონში პატრულირება შეუწყვეტად, 21 დღის განმავლობაში შეუძლია. აპარატის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე - 34 მეტრი, სიმაღლე კი - 26 მეტრი. დიდი ზომების მიუხედავად, მისი ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. მაგრამ სადაზვერვო დავალებების შესრულებისას, ფრენის სიჩქარე 37 კმ/სთ-ზე მეტი არ იქნება.

მოძრაობის ნელი ტემპების მიუხედავად, HAV 304-ს საწვავის ერთი გამართვით, დედამიწის პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიფრენა. მას ოთხი დიზელის ძრავა აქვს. თითოეული სიმძლავრით - 350 ცხენის ძალა.


ასმეტრიან საფრენ აპარატს მხოლოდ ერთი მფრინავი ემსახურება, მაგრამ მის გარეშეც, დირიჟაბლი კომპიუტერის მეთვალყურეობის ქვეშ შესანიშნავად გრძნობს თავს.

HAV 304-ის ნახევრად ხისტ კონსტრუქციას ჰელიუმით სავსე მრავალი ნაკვეთური აქვს. ჰელიუმი არ იწვის, შესაბამისად, ის ყოვლად უსაფრთხოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარსს ტყვია ან რაკეტა გახვრეტს, დაზიანება უმნიშნელო იქნება - რაკეტებს არ შეუძლიათ ამგვარი საფრენი აპარატის ჩამოგდება.


მოწინააღმდეგის მასიურ ცეცხლში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, დირიჟაბლი მიწაზე ნელ-ნელა დაიწყებს დაშვებას.
თვითმფრინავებისგან განსხვავებით, დირიჟაბლს ავარიული დაჯდომის განხორციელება წყალზეც შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, ჰელიუმის გარდა, დირიჟაბლს წყლის ზედაპირზე გაჩერებაში სპეციალური გასაბერი ტივტივები დაეხმარებიან.

დირიჟაბლი დაახლოებით 60 მლნ გირვანქა სტერლინგი ეღირება. HAV 304-ის შემქმნელ კომპანიას სხვა პროექტებიც აქვს, რომლებითაც ამერიკელი სამხედროები უკვე დაინტერესდნენ. ეს სატრანსპორტო ტიპის დირიჟაბლებია. მათ სრულად ეკიპირებული 150 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლით. მათი გამოყენება არა მხოლოდ სამხედრო-სადესანტო ოპერაციებში, არამედ მეკობრეებთან ბრძოლის დროსაც შეიძლება. წყალზე დაჯდომისას, დირიჟაბლები დიდი მდგრადობით გამოირჩევიან.

ჯერ კიდევ 2010 წელს, HAV 304-ის მწარმოებელმა კომპანიამ პენტაგონისგან ოთხი დირიჟაბლის დამზადებაზე პირველი შეკვეთა მიიღო. გარიგებამ 315 მლნ გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja