ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა (გიორგი გოგაშვილი)
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შესავალი
ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.
წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში. ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში.

I სტრატეგია
ისტორია
დასავლურ ცივილიზაციაში სიტყვა სტრატეგია ძველი საბერძნეთიდან შემოვიდა და სამხედრო ხელმძღვანელს ნიშნავს. STRATOS – არმია, ჯარი Ago – ხელმძღვანელობა, მართვა. ანალოგიურად, სიტყვა Strategos – არჩეულ გენერალს ნიშნავდა ძველ ათენში. ამ პერიოდისათვის სამხედრო ლიდერები თავის თავში აერთიანებდნენ როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკურ ძალაუფლებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, პოლიტიკასაც სხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა . სტრატეგიის დღევანდელი მნიშვნელობით გამოსახატავად ბერძნებს ალბათ Stratagos Sophia – გენერლის სიბრძნე უნდა ეხმარათ. დაახლოებით ამავე აზრის გამომხატველი ტერმინები, მაგალითად Strategicos – გვხვდება ბერძენ ფილოსოფოს ონისანდერთან აგრეთვე Strategicon – მოგვიანებით “ომის სახელმძღვანელოში” გვხვდება მაურიციუსთან . საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიასთან ასოცირებული ერთ-ერთი უძველესი ტერმინი Stratagemata – რაც ფრონტინიუსის ლათინური ნაშრომის ბერძნული სახელწოდებაა .
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გვიანდელი რომის იმპერიიდან მოყოლებული, ბერძნული სიტყვა “შტრატოს” უცნობი იყო დასავლეთისათვის. მაგალითად, შუა საუკუნეებში ომის წარმოებას “რაინდული ხელოვნება” ერქვა. მოგვიანებით რაინდობა განადგურდა და შემდგომ, მაკიაველის ეპოქაში, “რაინდული ხელოვნების” ნაცვლად “სამხედრო ხელოვნება” მკვიდრდება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის უპირატესობა რაციონალურ აზროვნებას ენიჭება და სამხედრო ხელოვნების ნაცვლად სამხედრო მეცნიერება გამოიყენება. ამავე პერიოდს უკავშირდება პირველი სამხედრო აკადემიების დაარსებაც.
ამ პერიოდისათვის იკვეთება აგრეთვე არსებითი განსხვავება სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. სიტყვა “ტაქტიკა” წყობას ნიშნავდა და განისაზღვრებოდა, როგორც ბრძოლის წარმოების პროცესი. “სტრატეგია” კი მოიცავდა ყველაფერს რაც წინ უძღოდა ომის დაწყებას, რაც ხდებოდა ომის დროს და მის შედეგადაც.

როგორც ისტორიიდან ჩანს, დროთა განმავლობაში, ომის გართულებასთან ერთად, ტერმინი გაფართოვდა და გასცდა სამხედრო მნიშვნელობის საზღვრებს. არასამხედრო ფაქტორების (პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და სხვა) ზეგავლენა კრიტიკული გახდა ომის წარმოებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათ¬ვის. ვესტფალიის ზავის შემდეგ დასაბამი ეძლევა სახელმწიფოს (თანამედროვე გაგებით) წარმოქმნას. შესაბამისად, სახელმწიფოსთან ერთად, სტრატეგიამაც ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ტერმინი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ან დიდი სტრატეგია ფართოდ გამოიყენება ლიტერატურაში ომისა და სახელმწიფო მშენებლობის შესახებ. შესაბამისად სტრატეგია, ფართო გაგებით, უფრო მეტად სახელმწიფო მშენებლობის ნიშვნელოვანი კომპონენტია ვიდრე ომის კონცეფცია და ხელოვნება. ამ პროცეზებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ერთმანეთისაგან გამიჯვნამ.

განმარტებათა ანალიზი
თანამედროვე ლიტერატურაში სტრატეგიის მრავალი განმარტება არსებობს: სხვადასხვა წყაროების თანახმად სტრატეგია მოქმედებათა გეგმაა, იდეათა ერთობლიობა, ან მეცნიერება და ხელოვნებაა გარკვეული მიზნების მისაღწევად. ფართო გაგებით სტრატეგია განსაზღვრავს ურთიერთობებს მიზნებსა და საშუალებებს შორის მაგალითად: სტრატეგია = მიზნები + კონცეფცია + საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა სფეროსაც არ უნდა შეეხებოდეს, სტრეტეგია გულისხმობს მიზნების, ცონცეფციისა და რესურსების საგულდაგულო გათვლას, რათა მისაღები რისკის ფარგლებში მიღწეულ იქნას უფრო კეთილსაიმე¬დო შედეგი, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგებოდა შემთხვევით ან აღმოჩნდებოდა სხვების ხელში.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი სტრატეგია, ფართოდ ფამოიყენება ყველა იმ სფეროში სადაც ადგილი აქვს დაპირისპირებას, კონფლიქტს და ბრძოლას, – ბიზნესი, პოლიტიკა, თამაშის თეორია და სხვა, – ეროვნული უსაფრთხოება და განსაკუთრებით მისი სამხედრო კომპონენტი არის “ბრძოლის ველი” სადაც სტრატეგია იძენს ყველაზე უფრო რთულ და მრავალფეროვან ფორმებს. ამ და სხვა გარემოებათა გამო, ვფიქრობთ, სტრატეგიის არსში გასარკვევად სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საუკეთესო ობიექტია დაკვირვებისა და შესწავლისათვის.
ნებისმიერი სტრატეგიის შემქმნელს, ზოგადად, ორი მარტივი და იმავე დროს რთული ამოცანა აქვს დადასაწყვეტი: გაზარდოს საკუთარი ძლიერება, თავისუფლების, დამოუკიდებლობის ხარისხი და შეზღუდოს, დაასუსტოს, შეაკავოს, გააკონტროლოს მოწინააღმდეგე. თანამედროვე გაგებით სტრატეგია, ასევე, ორი ძირითადი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ძალის ფორმირება და საჭირო დროს მისი გამოყენება. საყურადღებოა, რომ, როდესაც ძალის ფორმირებაზეა საუბარი დაპირისპირების მომენტი (მით უმეტეს საბრძოლო) ჯერ არ დამდგარა, ამიტომაც ეს პირველი ელემენტი შედარებით ადვილია მეორეზე. ფაქტიურად, პირველ ეტაპზე, გარკვეულ, მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ გასაგებად ჩამოვაყალიბოთ მიზნები, ავწონ-დავწონოთ საშუალებები და შევქმნათ კონცეფცია რომელიც ქმნის არსებული საშუალებების გამოყენებით დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისაღები რისკის ფარგლებში.

კლაუზევიცი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ომის შესახებ” განსაზღვრავს: “ტაქტიკა გვასწავლის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ბრძოლაში; სტრატეგია, ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისათვის” . კლაუზევიცი შემდგომ განმარტავს, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი მიზნები უნდა განუსაზღვროს, რაც ომის აზრს შეესაბამება. ამ განმარტებებთან დაკავშირებით ლიდელ ჰარტი მართებულად აღნიშნავს, რომ სტრატეგიის კლაუზევიცისეული განმარტება, ერთის მხრივ, პოლიტიკის სფეროს მოიცავს და ამასთან ერთად ავიწროვებს სტრატეგიის განმარტებას ბრძოლის გამოყენებამდე, რაც საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ, რომ ბრძოლა ერთადერთი საშუალებაა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. იმავე პარაგრფში იგი იძლევა სტრატეგიის განმარტებას და აღნიშნავს, რომ “სტრატეგია არის სამხედრო საშუალებების გავრცელებისა და გამოყენების ხელოვნება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად” .

მოლტკე უფრო (კლაუზევიცთან შედარებით) მკვეთრ ზღვარს ავლებს სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის და განმარტავს, რომ “სტრატეგია არის მხედართმთავრის მიერ მის განკარგულებაში გადაცემული საშუალებების გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად”. ეს განმარტება ნორმატიული ხასიათისაა და გულისხმობს, რომ მხედართმთავარს ყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელისუფლების, მთავრობის სახით ვინც იღებს გადაწყვეტილებას რა საშუალებები უნდა გადაეცეს მას. ფაქტიურად განმარტებაში ჩადებულა შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის ელემენტები.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიის თანამედროვე განმარტებათა განხილვა, რაც მოცემულია ერთის მხრივ ენციკლოპედიურ გამოცემებში და მეორეს მხრივ ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებში.

ვებსტერის ენციკლოპედიაში სტრატეგიის შესახებ ვკითხულობთ: “ერის ან ერთა ჯგუფის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სამხედრო ძალების გამოყენების მეცნიერება და ხელოვნება მიღებული პოლიტიკის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ომისა და მშვიდობის დროს”.
ჯეიმს კინგი სამხედრო ტერმინოლოგიის ლექსიკონში განმარტავს: “ერის (ან კოალიციის) სამხედრო ძალის მართვის, განვითარების, შეიარაღების და გამოყენების მეცნიერება, ხელოვნება ან გეგმა, იმ მიზნით, რომ მის ინტერესებს ეფექტურად ხელი შეეწყოს და იქნას დაცული რეალური, პოტენციური ან ნაგულისხმევი მტრისაგან”.

აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სტრატეგიის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ: “სინქრონიზებული და ინტეგრირებული სახით ეროვნული ძალაუფლების გამოყენების კეთილგონივრული (საუკეთესოდ გათვლილი) იდეა ან იდეათა ერთობლიობა თეატრის, ეროვნული ან/და მრავალეროვნული მიზნების მისაღწევად”.

იქვე სამხედრო სტრატეგია განმარტებულია როგორც, – “გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის მიერ მიღებული დოკუმენტი სამხედრო ძალის გავრცელებისა და გამოყენების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად”.
ანალოგიურ ლოგიკას მიყვება ნატოს ოფიციალური განმარტება სტრატეგიის შესახებ: სტრატეგიული დონე – დონე რაზედაც ერი ან ერთა ჯგუფი განსაზღვრავს უსაფრთხოების ეროვნულ ან მრავალეროვნულ მიზნებს და განალაგებს ეროვნულ, სამხედროს ჩათვლით, რესურსებს ამ მიზნების მისაღწევად .

აღნიშნული განმარტებები ცხადყოფს, რომ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოში პოლიტაკასა და სტრატეგიას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, ისინი არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ სტრეტეგიის გამოყენებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა არსებობდეს მიზნები, საშუალებები და გარკვეული კონცეფცია მიზნების მისაღწევად. შემდგომ, როდესაც საუბარია მიზნებზე და საშუალებებზე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მიზნებიც და საშუალებებიც არის ეროვნული, ანუ თანამედროვე სახელმწიფოს ჩარჩოებშია მოქცეული. ფაქტიურად, ყველა ეს განმარტება გარკვეულ ნორმატიულ ბაზას ქმნის მოქმედებისათვის. ნორმატიულობა კი, თავის მხრივ, გარკვეულ იერარქიას წარმოშობს , რამაც საზოგადოებისათვის გასაგები უნდა გახადოს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულების პროცესი. ეს კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება ისეთი განმარტებების განვიხილვსას გორიცაა, ეროვნული ინტერესები, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, ეროვნული სამხედრო სტრატეგია და ა.შ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა აშშ ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტების განხილვისას (დანართი 1).

აღნიშნულიდა გამომდინარე, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ სტრატეგიის მრავალი განმარტება არსებობს, რომელთა შესწავლა, გააზრება და განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიის არსისა და ლოგიკის გაგებაში, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მომავალი ლიდერებისათვის სტრატეგიული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად. აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებელია სტრატეგიის ნორმატიული განმარტების არსებობაც, რაც ინსტიტუციონალურს გახდის სტრატეგიის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის პროცესს. ამას პირველ რიგში ის მიზანი აქვს, რომ გამჭვირვალე და კონტროლირებადი ხდება ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და ამასთან ერთად, აღსრულება მიყვება ვერტიკალს ეროვნული ღირებულებებიდან კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციებამდე ან/და საგარეო პოლიტიკურ აქციამდე. გარდა ამისა, ეს, განსაზღვრულ ჩარჩოებში, შემსრულებელს ანიჭებს გარკვეული თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას და ყოველი გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებს დამატებით ნებართვებს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია საომარი ოპერაციების მიმდინარეობისას.

II ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ხელმისაწვდომი ლიტერატურისა და დოკუმენტების განხილვის შემდეგ, არჩევანი აშშ გამოცდილების გაზიარებაზე შევაჩერეთ. ეს პირველ რიგში გამოწვეულია ამ თემატიკაზე შესრულებული ნაშრომების სიმრავლით და გარკვეული თეორიული ბაზის არსებობითაც, რაც საფუძველს იძლევა შევაფასოთ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების პროცესი. ჩვენი მიზანი, ამ შემთხვევაში, არა მარტო ის არის რომ მკითხველს გავაცნოთ ეს ტრადიცია, აღნიშნული თეორიული ბაზის განხილვასთან ერთად შევეცდებით პარალელები გავავლოთ ქართულ რეალობასთან.

სხვადასხვა განმარტებათა ანალიზიდან ჩანს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შესაძლოა გაგებული იქნას, როგორც ერის (სახელმწიფოს) პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, ინფორმაციული და სამხედრო ძალაუფლების გამოყენების მეცნიერება და ხელოვნება, შეთანხმებული სახელმწიფო პოლიტიკასთან, რის შედეგადაც იქმნება პირობები ეროვნული ინტერესების დაცვისა და განვითარებისათვის სხვა ერებთან, აქტორებთან ან პირობებთან და ვითარებასთან მიმართებაში.

ეს საკითხი, როგორც ჩანს, იმდენად აქტუალურია, რომ აშშ სახელმწიფო საბიუჯეტო-საკონტროლო სამმართველოს, შესწავლის საგანი გახდა. შედეგად, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოიკვეთა სასურველი და გასაგები სტრატეგიის პარამეტრები. ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები წარმოადგენს ერთ-ერთ ინსტრუმენტს ეფექტიანი სტრატეგიის ფორმულირებისა და შემდგომი ანგარიშგების საწარმოებლად .

ეს კრიტერიუმებია:

1. ნათელი განზრახვა, საზღვრები (ჩარჩოები) და მეთოდოლოგია;
2. საგულდაგულო (დეტალური) დისკუსიები პრობლემების, რისკების და საფრთხეების თაობაზე კონკრეტულ სტრატეგიასთან მიმართებში;
3. სასურველი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ჩატარებული სამუშაოს შეფასების მექანიზმები საბოლოო შედეგებთან მიმართებაში;
4. აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციისათვის საჭირო რესურსების აღწერა;
5. ხელისუფლების შიგნით, როლების, პასუხისმგებლობებისა და კოორდინციის მექანიზმების მკვეთრი გამიჯნვა,
6. აღწერა იმისა, თუ როგორ არის სტრატეგია ინტეგრირებული ქვეყნის შიგნით აშშ სააგენტოებს შორის და ქვეყნის გარეთ მოკავშირეებს შორის.
როგორც წარმოდგენილი პარამეტრებიდან ჩანს სტრატეგია ნათელი მიზნის, განზრახვის ჩამოყალიბებიდან იწყება. ამასთან, „განზრახვებისა და მიზნების სიცხადე, არ იძლევა გამარჯვების გარანტიას, მაგრამ მათ გარკვევაში წარუმატებლობას გარანტირებულად მივყავართ დამარცხებამდე“. როდესაც ხდება სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება, მიზნის განსაზღვრით ერი აცხადებს, რომ ამ მიზნისათვის ღირს სისხლისა და სახსრების გაღება.

სახელმწიფო

ეროვნული სახელმწიფო არის ის საფუძველი , რისთვისაც იქმნება ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე სტრატეგია. არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავარკვიოთ არის თუ არა ესა თუ ის ტერიტორიული ერთეული სახელმწიფო. მივმართოთ სახელმწიფოს ერთ-ერთ ცნობილ განმარტებას, რომლის თანახმადაც: “სახელმწიფოში იგულისხმება საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ეფექტურად ფლობს ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლიას ტერიტორიული საზღვრების შიგნით” (მაქს ვებერი).

ამ განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფოს ძირითადი ატრიბუტებია:

1. აღიარებული საზღვრების არსებობა;
2. ეფექტური სახელმწიფო ძალაუფლების არსებობა;
3. სახელმწიფო მონოპოლია ძალის გამოყენებაზე;
4. ძალის ლეგიტიმურობა ანუ ძალა-უფლება (გულისხმობს თვითონ ხელისუფლების ლეგიტიმურობასაც);
აღნიშნული კრიტერიუმებით თუ ვიხელმძღვანელებთ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მდგომარეობაზე. კერძოდ, აღიარებული საზღვრების პრობლემა და გარკვეულ ტერიტორიებზე ძალის მონოპოლიის არარსებობა, ისევე, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რამაც 2007 წლის ნოემბრისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ თავი იჩინა – აკნინებს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, დღეისათვის, გაცილებით ეფექტური სახელმწიფო ძალაუფლება, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, არსებობს ქვეყანაში, მაგრამ საზღვრების საკითხი უფრო მწვავედ დგას და სახელმწიფოებრივი ბალანსიც ამ 4 კომპონენტს შორის უწინდებურად დარღვეულია, რაც, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ვფიქრობთ კრიტიკულია.

ეროვნული ინტერესები, მიზნები და საშუალებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრატეგია აღწერს ურთიერთობებს მიზნებსა და საშუალებებს შორის. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია განსაზღვრავს დამოკიდებულებას ეროვნული ძალაუფლების ელემენტბსა (საშუალებები) და ეროვნულ ინტერესებს შორის (მიზნები). სახელმწიფოსთან ერთად, ეროვნული ღირებულებები არის ის ამოსავალი წერტილი საიდანაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკური პროცესი იწყება. ეროვნული ღირებულებები წარმოადგენს ერის (ეროვნული სახელმწიფოს) არსებობისა და განვითარების იურიდიულ, ფილოსოფიურ და მორალურ საფუძველს. მართალია, ღირებულებების გადაფასების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ, ფუნდამენტრალური ღირებულებები, რაც ერს ანიჭებს თვითმყოფადობას, როგორც წესი, ცვლილებებს ნალკებად განიცდიან და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ღირებულებები¬დან გამომდინარე სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ერის მიერ შემეცნებული საჭიროებები სურვილები და იმედები საერთაშორისო გარემოსთან მიმართებაში. შესაბამისად ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ადგილსა და მონაწილეობას საერთაშორისო საქმეებში და წარმოადგენენ საფუძველს ეროვნული მიზნების ფორმულირებისათვის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, მმართველი პოლიტიკური გუნდი, უმაღლეს დონეზე, იყენებს პოლიტიკურ მეთოდებს, რათა მოახდინოს სახელმწიფო ინტერესების იდენტიფიკაცია. ეროვნული პოლიტიკა შესაძლოა გაცხადდეს როგორც ხედვა მომავალი უსაფრთხოების გარემოს შესახებ, ან როგორც უფრო დაკონკრეტებული და სპეციფიური განცხადება მიზნების, გზებისა და საშუალებების თაობაზე. დასავლური ტრადიციის შესაბამისად ის შესაძლოა გამოჩნდეს სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებში, გამოსვლებში, პოლიტიკურ განცხადებებსა და სხვა გამოთქმებში, რაც ოფიციალური პირების მიერ ხელისუფლების სახელით არის გაკეთებული.

ეროვნული ინტერესები ჩამოყალიბებულია როგორც სასურველი მდგომარეობა. მაგალითად, აშშ ეროვნული ინტერესები გამოხატულია სამი ფუნდამენტური კატეგორიის სახით. ესენია: ფიზიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური კეთილდღეობა; და ღირებულებების გავრცელება. ანალოგიური ლოგიკით, საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესები შესაძლოა გაერთიენდეს შემდეგ კატეგორიებში: ფიზიკური უსაფრთხოება (გადარჩენა); ეკონომიკური კეთილდღეობა; ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო. თითოეული ეს კატეგორია შემდგომ იყოფა ქვეკატეგორიებად გარკვეული პრინციპის მიხედვით. მაგალითად, ფიზიკური უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიის და ხალხის, თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. ქვეკატეგორიები ფორმულირებულია პრიორიტეტების შესაბამისად. ეს ინტერესები, შემდგომ, შესაძლოა, შესაბამის ფუნდამენტურ ეროვნულ მიზნებში იყოს გამოხატული. მაგალითად ქვეყნის, ხალხის, ღირებულებების, ინსტიტუტების დაცვა ხელყოფისაგან; ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცება და ა.შ.. თვალს თუ გადავავლებთ შეერთებული შტატების პოლიტიკას, შესამჩნევია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ფოკუსირებულია ამ 3 ფუნდამენტურ კატეგორიაზე, მაგრამ, სხვადასხვა დროს, მათ სხვადასხვა პრიორიტეტებს ანიჭებდა და სხვადასხვა ამოცანებს სახავდა მათ მისაღწევად. მაგალითად, კარტერის ადმინისტრაციისთვის ადამიანის უფლებები იყო პრიორიტეტული (ღირებულებების გავრცელება), რეიგანი უსაფრთხოებაზე იყო ფოკუსირებული, ხოლო კლინტონი ეკონომიკაზე (კეთილდღეობა) ამახვილებდა ყურადღებას. ეს გარკვეულწილად განაპირობებდა დიდი სტრატეგიის ფორმირებას.

როდესაც სტრატეგიის ფორმულირებაზეა საუბარი, სასურველია, ეროვნულ ინტერესებს, დასაწყისშივე, მიეკუთვნოს ინტენსივობის ხარისხი რათა, შემდგომ, ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და შესაბამის ამოცანებს მიენიჭოს პრიორიტეტები, რაც აუცილებელია რესურსების განაწილებისათვის.

ინტენსივობის ხარისხი პირობითად შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:
• სასიცოცხლო – რომელთა შეუსრულებლობას ექნება უშუალო და კრიტიკული გავლენა ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარია¬ნო¬ბაზე. მაგ. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ა.შ.
• მნიშვნელოვანი – რომელთა შეუსრულებლობასაც ექნება სერიოზული გავლენა ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობაზე, მაგრამ ეს გავლენა არ იქნება კრიტიკული. მაგ. სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტურობა. ან ღირსეული როლის დაკარგვა საერთაშორისო თანამეგობრობაში დააკნინებს ეროვნული დამოუკიდებლობას
• ნაკლებად მნიშვნელოვანი – რომელთა შეუსრულებლობა სავარაუდოდ არ მოახდენს კრიტიკულ გავლენას ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობაზე, მაგრამ აფერხებს სახელმწიფოს ფუნქციონირებას ან ზიანს აყენებს მის პრესტიჟს. მაგ. დამნაშავეობის მაღალი დონე ან ჰუმანიტარულ და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა.
ბუნებრივია, “ნაკლებად მნიშვნელოვანი” ინტერესების კატეგორიიდან შესაძლოა საკითხმა “მნიშვნელოვანში’ ან უფრო ზევით გადაინაცვლოს, თუკი გაიზრდება მისი აქტუალობა. მაგალითად, დამნაშავეობის მასშტაბების გაზრდამ შესაძლოა პირდაპირ, ან არაპირდაპირ, სასიცოცხლო ინტერესები დააზიანოს. ამასთან, ეს დაყოფა პირობითია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს კატეგორიები უაღრესად მნიშვნელოვანი (სასიცოცხლოს შემდეგ), მეორეხარისხოვა¬ნი (ნაკლებად მნიშვნელოვანის შემდეგ) და სხვა.
ეს ყველაფერი შეგვიძლია შემდეგი მატრიცის სახით წარმოვადგინოთ:

ეროვნული ინტერესებისათვის და უასფრთხოების მიზნებისათვის ინტენსივობის კრიტერიუმების განსაზღვრა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მეთოდი რის მიხედვითაც ხელისუფლება ამას ადგენს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვეული თანმიმდევრულობა და საზოგადოებისთვის გასაგები ლოგიკა იქნას დაცული როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ზომები, რა საშუალებები და როგორ უნდა გამოიყენოს მან განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. მაგალითად, როდესაც “სასიცოცხლო ინტერესები” დგება საფრთხის ქვეშ, ერთიანი ეროვნული თანხმობა ძალის გამოყენების შესახებ, სამხედროს ჩათვლით, შედარებით ადვილად მიიღწევა. მაგალითად, საზოგადოება მზად არის იომოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. სამხედრო ძალის გამოყენება-არგამოყენების საკითხი, ასევე ეჭვს არ იწვევს “ნაკლებად მნიშვნელოვანი” ინტერესების შემთხვევაში. “მნიშვნელოვანი ინტერესების” შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა და ძალის გამოყენების თაობაზე რთული პოლიტიკური დებატები, დემოკრატიულ სახელმწიფოში, გარდაუვალია.

საზღვარი სასიცოცხლო და მნიშვნელოვან ინტერესებს შორის უფრო ხშირად ბუნდოვანია და ხელისუფლებას სერიოზული ინტელექუალური სამუშაოს ჩატარება უწევს სათანადო სტრატეგიის, მიზნებისა და საშუალებების დაბალანსებისათვის შეზღუდული რესურსების პირობებში. ამა თუ იმ პრობლემის მნიშვნელობის განსაზღვრა, უაღრესად კრიტიკულია ჩვენი ქვეყნისათვის რესურსთა სიმწირის გამო. ანალოგიურად კრიტიკულია ამ პრობლემის ინტერესთა ინტენსივობის შკალასთან დაკავშირება და იმის დასაბუთება რამდენად მოითხოვს ეს სამხედრო ძალის გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის სასიცოცხლო ინტერესებისათვის მიკუთვნების საკითხს მომხიბვლელობას მატებენ ის საშუალებები, რაც მისთვის არის გამოყოფილი. ეს, ბუნებრივია, კონფლიქტს წარმოქმნის მათ შორის ვინც მონაწილეობს პროცესში თუ რა ინტენსივობის ხარისხი მიეკუთვნოს ამა თუ იმ ინტერესს. შესაბამისად, საზოგადოების ნება ძალის გამოყენების შესახებ ხშირად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ არის ესა თუ ის ინტერესი წარმოდგენილი და ინტერპრეტირებული. საბოლოოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარი დაარწმუნოს ამომრჩეველი მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ სახით ძალის გამოყენებას საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის გადაინაცვლებს თუ არა კონკრეტული ინტერესი “მნიშვნელოვანი” საფეხურიდან “სასიცოცხლოში” ან პირიქით. ამასთან ერთად, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონსენსუსი ინტერესისათვის “სასიცოცხლო” ინტენსივობის მიკუთვნებაზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს საყოველთაო თანხმობა თუ როგორ დავიცვათ ეს ინტერესი. ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა დროს გამართული დებეტები სამხედრო ძალის გამოყენება-არგემოყენების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მუდმივი ანალიზი და დაკვირვებაა საჭირო სტრატეგიის ფორმულირების პროცესში (და შემდეგაც) ამ პრიორიტეტებისა და ინტენსივობის განსაზღვრისას, რათა მიზნები შეესაბამებოდეს საშუალებებს და წარმოდგენილი სტრატეგია კრავდეს მათ. თუ ხელისუფლება აურევს ამ განსაზღვრებებს, არეულ და დაუბალანსებელ სტრატეგიას მივიღებთ ურთიერთგამომრიცხავი და კონფლიქტური მიზნებით. შესაბამისად, დისკუსიები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლასიფიცირებისათვის აუცილებელი პოლიტიკური პროცესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და შეთანხმებული ამ დისკუსიის ტერმინოლოგია, საზღვრები და პარამეტრები.

სტრატეგიული შეფასების პროცესი

სტრატეგიული შეფასების პროცესი, რეალურად, ეროვნული ინტერესების ფორმულირებიდან და გარემოს ანალიზიდან იწყება. მისი მიზანია, კონკრეტულ სტრატეგიასთან მიმართებაში, რაოდენობრივად და ხარისხობრივად განისაზღვროს რაც ცნობილია, გვჯერა რომ ცნობილია ან უცნობია სტრატეგიული გარემოს შესახებ და მოხდეს იმის დადგენა რა არის მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიის ფორმულირებისათვის. ამასთან ერთად, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია უნდა იქნას გააზრებული არსებული ინფორმაციის პრიზმაში და რაც უკვე ცნობილია უნდა გადახალისდეს ახალი ცნობებით.

სტრატეგიული ანუ ეროვნული უსაფრთხოების გარემო, ამ შემთხვევაში, ის რეალობაა, რომელშ

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja