WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გააგრძელებს თუ არა პოლონეთი იარაღის მიყიდვას საქართველოსთვის?


ზუსტად უცნობია, 2008 წლის აგვისტოს ომში ექვსი ჩამოვარდნილი და სავარაუდოდ, სამი დაზიანებული რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან რამდენი მოდის პოლონური "გრომების" ანგარიშზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ქართული მხარე აქტიურად იყენებდა.

აგვისტოს ომის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ომამდე პოლონეთმა საქართველოს 100 ერთეული სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Grom-ი მიჰყიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ კომპლექსში შედის ერთი გასაშვები მოწყობილობა, ოთხი აკუმულატორ-გამაცივებელი და ორი საზენიტო რაკეტა, ქართული არმიის განკარგულებაში არანაკლებ 200 "გრომის" რაკეტა უნდა ყოფილიყო.

რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდება შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც გაეროს უშიშროების საბჭოს და არც ევროკავშირს თბილისისთვის იარაღის შესყიდვაზე რაიმე სახის სანქცია არ დაუწესებიათ. საქართველოში იარაღის ძირითადმა ექსპორტიორებმა - ჩეხეთმა, რუმინეთმა, უკრაინამ, ისრაელმა და თავად პოლონეთმაც, პირველ რიგში, კრემლის პოლიტიკური ზეწოლის გამო, თავად დააწესეს თბილისთან ასეთ გარიგებებზე ერთგვარი ემბარგო.

ამ დღეებში ცნობილმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Stratfot-მა თავისებურად შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომაროვსკის ოფიციალური ტურნე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, პოლონეთი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით იყოს დაინტერესებული.

პოლონეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობას მოსკოვი წინ არ აღუდგება, რადგან თავადაც ამარაგებს ბაქოს თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის - C-300ПМУ-2 Фаворит-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებით, თუმცა შესაძლებელია, სომხურმა ლობიმ, მათ შორის - პოლონეთშიც, ამ ურთიერთობებისთვის ხელის შეშლა სცადოს.

რაც შეეხება საქართველოს, მოსკოვი, ბუნებრივია, ყველა ღონეს იხმარს, რომ არ აღდგეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ვარშავასა და თბილისს შორის, რადგან "გრომების" გარდა, პოლონელებს გასაყიდად სხვა, უფრო ძლიერი და ეფექტური საზენიტო საშუალებებიც მოეძებნებათ.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja