ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ინტერვიუ საფრანგეთის ელჩთან ერიკ ფურნიესთან
თქვენო აღმატებულებავ, სანამ საფრანგეთის ელჩი გახდებოდით საქართველოში რა გსმენიათ საქართველოს შესახებ? გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ?

მე საქართველოში თვენახევრის წინ ჩამოვედი. საქართველოს შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობდი, რაც ამ ქვეყნის შესახებ მსმენია: უძველესი ტრადიცია და კულტურა, მისი სიახლოვე ევროპასთან, მითი არგონავტების შესახებ, იასონი და ამირანი, აგრეთვე სხვა კლასიკური ნაწარმოებები. ჩემი აღფრთოვანება ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ გამოიწვია. მე შემიყვარდა საქართველოს ხელოვანი ხალხი: ფიროსმანი და იოსელიანი, რომლებიც საფრანგეთში ძალიან ცნობილები არიან. ირანსა და რუსეთში ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის გამო მე საქართველოს შესახებ უკვე მქონდა წარმოდგენა. თანამედროვე საქართველოს შესახებ კი რეალური წარმოდგენა ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ შემექმნა.

რა იყო ყველაზე უნიკალური და მოულოდნელი თქვენთვის საქართველოში?

ჯერ-ჯერობით, რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან მომეწონა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბოლო დროს ბახმაროსა და საჩხერეს ვესტუმრე. ორივე ადგილმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საქართველოში ასევე მოვიხიბლე ხელისუფლების წარმომადგენელთა გულთბილი მიღებითა და დამოკიდებულებით. საერთოდ, ძალიან მომწონს ის განწყობა, რასაც ამ ქვეყანაში ვგრძნობ. ჩამოსვლამდე მე ვფიქრობდი, რომ ეს რეგიონი არც თუ უსაფრთხო იყო. რა შემიძლია ამის შესახებ ამჟამად ვთქვა? გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო უსაფრთხოება საქართველოსთვის ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენს.

მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ქვეყანა ცდილობს გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ საფრანგეთის ელჩი საქართველოში?

ჩემთვის დიდი პატივია იყო ელჩი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. როგორც ვიცით საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის და საფრანგეთის მთავრობას საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ახალი მიდგომა აქვს, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პრეზიდენტმა სარკოზიმ გვთხოვა ხელი შევუწყოთ ახალი საფრანგეთის მშენებლობის საკითხში. მან ელჩების ყოველწლიური შეხვედრის დროს განაცხადა: “საფრანგეთის ძლიერება დაბრუნდა”. საფრანგეთის პრეზიდენტს ახალი, რაციონალი მიდგომა აქვს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე მსურს ეს ახალი ხედვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გამოვიყენო. ჩემი თვალთახედვით, საქართველომ უსაფრთხოების ახალ სისტემაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს. იგი სხვადასხვა ქვეყანასთან ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს. დღეს საფრანგეთისთვის ეს ასპექტი საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

პრეზიდენტ სარკოზისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა ძალიან მეგობრული და კონსტრუქციული იყო. ეს არის ახალი ეტაპი საფრანგეთსა და საქართველოს ურთიერთობებში. როგორ აღიქვამს ახალი საფრანგეთი საქართველოს?

საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მე ვიზიტის დიდ ნაწილს დავესწარი და უნდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ დიდი იმედებია. ამჟამად მომავალი მინისტერიალის ვიზიტებისთვის ვემზადებით. ჩვენ ახალი შესაძლებლობები უნდა განვავითაროთ, რათა მოვიზიდოთ ფრანგული ბიზნესი საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იქნება.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარეობს. როგორ შეაფასებთ ამ პარტნიორობას? სამომავლოდ რა გეგმებია დღის წესრიგში?

მინდა ავღნიშნო რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 15 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა კი 3 წლის წინ დავიწყეთ. პარტნიორობის ფარგლებში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამშრომლობა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია. სამოქალაქო უსაფრთხოება, უცხო პირთა შემოჭრის აღსაკვეთად საზღვრის კონტროლი, მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია საფრანგეთისთვისაც. “ნოუ ჰაუს” განხორციელება საქართველოში სამთო საშიშროებათა აღმოფხვრის მიზნით პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს საქართველოსთვისაც, რადგან ორივე ქვეყანაში მთებია.

თქვენი შეხედულებები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე? რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ხედავთ ამ მიმართულებით?

საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობის ახალი პროცესი დაიწყო. ეს საკითხი ნატო-ს წევრ-სახელმწიფოებს შორის განხილვის საგანია. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ გზაზე. მიუხედავად ამისა, მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესით. მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ასევე გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ასე, რომ ძალიან ბევრი რამ არის კიდევ დასახვეწი. მე ვერ ვიტყვი რამდენად სწრაფად და მალე მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. ყოველივე ეს დამოკიდებულია საქართველოსა და ნატო-ს წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამა?

ჩემი მოკლევადიანი პროგრამა ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისა და საქართველოს გაცნობას. გრძელვადიანი პროგრამა კი გულისხმობს კავშირებისა და ურთიერთობის გაუმჯობესებას საქართველოსა და საფრანგეთს შორის, რომელიც უპირველეს ყოვლისა ფრანგულ-ქართული ბიზნესის გაუმჯობესებას გულისხმობს. ჩემის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა, მეტყევეობა... ჩემი დიდი სურვილია, რომ ინვესტორები მალე ჩამოვიდნენ, რადგან ყოველივე ეს ქვეყანას სჭირდება. საქართველოს იმსახურებს ამას.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja