WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"ირანგეიტი" - რეალური საფრთხე თუ უსაფუძვლო სკანდალი

ბოლო ხანს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. დღის წესრიგში დადგა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი.

უახლოეს მომავალში თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან, ირანს კი საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეწვევა.

მეტიც, ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი უნდა ჩამოვიდეს. ამის პარალელურად, იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ კიდევ ერთი სკანდალი გახმაურდა - ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში შეძენილი იარაღის ირანისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს.

ეს ინფორმაცია კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გაახმაურა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას თქმით, ინფორმაცია იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ ზვიად ძიძიგურს უშიშროების მაღალჩინოსანმა მიაწოდა. "როგორც ირკვევა, უკრაინისგან ნაყიდი რაკეტები ირანს მიჰყიდეს.

ამ პროცესში დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ," - ამბობს ხაინდრავა. ოპოზიციამ სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხს დაუკავშირა ეფ-ბი-აის ხელმძღვანელ რობერტ მიულერის თბილისში ვიზიტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან ურთიერთობების გააქტიურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება კვლავ ამბობს,

რომ ირანი არ ემორჩილება ბირთვული პროგრამის აღკვეთის საერთაშორისო მოთხოვნას, გაეროს უშიშროების საბჭო კი ირანისთვის მკაცრი სანქციების დაწესებაზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება? არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ირანთან კონტაქტის გააქტიურება საქართველოსთვის აშშ-ს მოეთხოვა, თუმცა ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს არის ერთგვარი პასუხი პრეზიდენტ ობამას განცხადებაზე, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას საქართველოს პრობლემა ხელს ვერ შეუშლის.

რამაზ კლიმიაშვილი, პოლიტოლოგი:
- ფაქტია, რომ ბოლო ხანს იარაღის შესყიდვაზე უამრავი კითხვა გაჩნდა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ძალიან გააღიზიანა. სააკაშვილს, როგორც ჩანს, სერიოზულად დაუქნიეს თითი. თუმცა სააკაშვილი რის სააკაშვილია, შესაბამისად რომ ემოქმედა. მან გადადგა სრულიად არალოგიკური ნაბიჯი და ობამასა და კლინტონზე გაბრაზებულმა ირანის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა, რაც ამერიკისთვის დიდი შეურაცხყოფაა.

სავარაუდოდ, სააკაშვილის ეს ნაბიჯი დაუსჯელი არ დარჩება. სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამბობენ, ირანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. საინტერესოა, როდიდან? სააკაშვილს რომ ჭკუა არ დაუშლის, ფაქტია, მაგრამ მთავრობის დანარჩენი წევრები რას აკეთებენ, გაუგებარია. შარშან სექტემბერში გაეროს სესიაზე ლაპარაკობდნენ, მსოფლიოში გიჟების ტრიო გვყავს:

სააკაშვილი-აჰმადინეჯადი-ჩავესიო. არადა, ვენესუელას და ირანს აქვთ ნავთობის დიდი მარაგი, ჩვენ კი - არაფერი და ბოლო წლებია ამერიკის ხარჯზე ვცხოვრობთ. არ ვიცი, რატომ აღიზიანებს სააკაშვილი ამერიკას.

- თუმცა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ირანის პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ დავპატიჟეთ და მისი ჩამოსვლის საკითხი სულაც არ არის გადაწყვეტილიო...
- ეს იმიტომ თქვა, რომ მის მანამდელ განცხადებებს ამერიკისგან ძალიან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დამერწმუნეთ, საკმარისია, ირანის პრეზიდენტმა აქ ფეხი დადგას, რომ ამერიკა აუცილებლად გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს.

- გამორიცხავთ, რომ სააკაშვილი ირანთან დაახლოებას ამერიკის დავალებით ცდილობს?
- არა, რას ამბობთ! როგორ ფიქრობთ, ამერიკა ირანთან ურთიერთობის მოგვარებას სააკაშვილს დაავალებს? ეს რომ ასე იყოს, მთელი თვის განმავლობაში ტყუილუბრალოდ კი არ იჯდებოდა ამერიკაში. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს ობამა თუ არა, კლინტონი მაინც მიიღებდა. მერწმუნეთ, სააკაშვილი ამ ნაბიჯს აშშ-ის პრეზიდენტის ჯიბრზე დგამს და ქვეყნის ბედი სულაც არ ანაღვლებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინისგან შეძენილი რაკეტების ირანისათვის მიყიდვის შესახებ, ეს თუ დადასტურდა, ამერიკა არათუ უარს იტყვის ჩვენთან პარტნიორობაზე, არამედ შეიძლება სანქციებიც კი დაგვიწესოს.

ცნობისათვის

საქართველოს მიერ უკრაინისგან შეძენილი იარაღის ირანისთვის მიყიდვის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი იხსენებს, რომ ორი წლის წინ საქართველოში იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. სწორედ მაშინ ამოტივტივდა უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მოწოდების ფაქტი.

გასული წლის ივლისში "უკრსპეცპროექტის" გენერალურმა დირექტორმა ბონდარჩუკმა დაადასტურა, რომ საქართველოს მიჰყიდეს საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ოსა", "ბუკი", ვერტმფრენები - "მი-8" და "მი-24", ჯავშანმანქანები და იარაღი. ბონდარჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა საქართველოსთან გაფორმებული კონტრაქტი შეასრულეს.

ანა ბარათელი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja