ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ისევ გვზვერავენ "ტუპოლევები"?!

რუსულ მასმედიაში გამოჩნდა მცირე ინფორმაცია, რომ ცნობილმა რუსულმა საავიაციო ფირმამ Туполев-მა დაიწყო თავისი ადრე გამოშვებული რეაქტიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მოდერნიზება.

1973-89 წლებში საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო 950-მდე რეაქტიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი Ту-143 Рейс-ი.

იგი განკუთვნილი იყო ფრონტის ხაზიდან 60-70 კმ სიღრმეში ტაქტიკური საჰაერო დაზვერვის განსახორციელებლად, რომლის დროსაც იყენებდა სპეციალურ ფოტოაპარატებსა და ვიდეოკამერას. სადაზვერვო გადაღებისას უპილოტო თვითმფრინავი 200-1000 მ სიმაღლეზე დაახლოებით 950 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა.
1999 წლიდან უკვე რუსეთის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა მოდერნიზებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი Ту-243 Рейс-Д, რომლის ფრენის სიშორე 360 კმ-მდეა გაზრდილი. მას ბევრად თანამედროვე პანორამული ფოტოაპარატი და ტელეკამერა აქვს და შეუძლია რეალურ მასშტაბში გადასცეს მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია. ერთ გაფრენაზე ამ მოდერნიზებულ რუსულ უპილოტო საფრენ აპარატს 2100 კვკმ ფართობის დაზვერვა შეუძლია.

ამ ორივე სადაზვერვო საშუალებაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან არსებობს დიდი ეჭვი, რომ რუსეთის არმიის დაზვერვამ აგვისტოს ომის შემდეგ რამდენჯერმე უკვე გამოიყენა Ту-243 Рейс-Д ქართული თავდაცვითი ობიექტების, მათ შორის თბილისის შემოგარენის ჰაერიდან დასაზვერად.

ამ უპილოტო თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე, 50-100 მ-ზე შეუძლია შედარებით დიდი სიჩქარით (700-800კმ/სთ) გადაუფრინოს რომელიმე ქართულ სამხედრო ბაზას, დეტალურად გადაიღოს იქაურობა და დაუსჯელიც დარჩეს, რადგან ქართულ საჰაერო თავდაცვის სისტემას რეაგირებისა და მისი ჩამოგდებისთვის დრო არ დარჩება.

როგორც ამბობენ, შარშან ამგვარი რამ უკვე მოხდა - ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა თბილისის ზღვას გადაუფრინა და დაუსჯელად გაფრინდა...
არ არის გამორიცხული, გაზაფხულიდან (ან უფრო ადრეც) რუსეთის სამხედრო დაზვერვამ უფრო ინტენსიურად დაიწყოს თავისი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების (მათ შორის თითქმის ბგერის სიჩქარის მქონე Ту-243 Рейс-Д-ების) გამოშვება თბილისის მიმართულებით, რათა ფოტო და ვიდეოფირზე ჰაერიდან დააფიქსიროს, რა თავდაცვითი ზღუდეები კეთდება საქართველოს დედაქალაქის გარშემო, სად არიან განთავსებული ქართული საზენიტო საშუალებები, რა ხდება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე და ა.შ.

ირაკლი ალადაშვილი
”კვირის პალიტრა”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja