ისრაელელში, ქალაქ ჰაიფში მსოფლიოში ყველაზე დიდ მიწისქვეშა საავადმყოფოს აშენებენ. საავადმყოფო სარაკეტო თავდასხმებსა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებასაც გაუძლებს. მსგავსი კომპლექსის საჭიროება 2006 წლის ლიბანის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. მაშინ ლიბანის შიიტური მოძრაობის "ჰესბოლას" მებრძოლებმა, ისრაელის ჩრდილოეთში რამდენიმე ათასი რეაქტიული ჭურვი ჩამოაგდეს.
მშვიდობიან პერიოდში სამსართულიან მიწისქვეშა საავადმყოფოს ავტოსადგომად გამოიყენებენ. "საგანგებო მდგომარეობის დროს კი კომპლექსი უმოკლეს დროში 2000 ადგილიან საავადმყოფოდ გადაკეთდება. საავადმყოფოს ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პირობებშიც შეეძლება მუშაობა", - ნათქვამია პრესრელიზში.
საავადმყოფო თავისთავად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ექნება ჟანგბადის 3 დღის მარაგი, სასმელი წყალი და აუცილებელი მედიკამენტები.
მშენებლობის დასრულება 2012 წლის მაისში იგეგმება.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.