WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
კავკასიის სოფლების საჰაერო დაბომბვებისთვის აფეთქებები მოსკოვის მიწის ქვეშ...

მოსკოვის მეტროს ტერაქტებში საქართველოს "გასვრას" კრემლი კვლავ ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა, თუკი თვითონ ოფიციალურმა თბილისმა არ შეუწყო ხელი ჩრდილო კავკასიასთან უგუნური ქმედებებით...

რუსეთის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იყო 29 მარტის დილას მოსკოვის მეტროს ორ სადგურზე განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომლებმაც 40 კაცზე მეტი შეიწირა, 90-ზე მეტი კი დაშავდა.

მანამდე კრემლმა ჩეჩნეთში ადგილობრივ მებრძოლებზე გამარჯვება მთელ მსოფლიოს მოსდო და დასტურად რესპუბლიკაში გააუქმა კონტრტერორისტული რეჟიმი.
მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინისა და მედვედევის სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან ორმა ჩრდილოკავკასიელმა ქალმა-კამიკაძემ მრავალმილიონიან მოსკოვს და რუსეთის სხვა ქალაქებსაც შიშის ზარი დასცა.

29 მარტის ტერაქტებმა როგორც რუსეთს, ისე მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მეტროპოლიტენი კვლავაც ტერორისტთა შურისძიების საუკეთესო სამიზნეა და მისი სრული დაცვა შეუძლებელია.

მოსკოვის მეტრო მუდმივად იზიდავდა სხვადასხვა ჯურის ტერორისტებს და 29 მარტის აფეთქებები მოსკოვის მიწის ქვეშ რიგით მეცხრე იყო. ამ ტერაქტების შედეგად სულ 100 კაცზე მეტი დაიღუპა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.

ტერაქტები მოსკოვის მეტროში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო: 1977 წლის 8 იანვარს სომეხი ეროვნების სამმა მოქალაქემ სამი აფეთქება განახორციელა, მათგან პირველი - მეტროს გვირაბში. დაიღუპა 7 კაცი, 37 კი დაიჭრა. КГБ-მ ტერორისტებს მიაგნო აფეთქების ეპიცენტრში ნაპოვნი სომხურენოვანი გაზეთის ნაგლეჯით - ასაფეთქებელი მოწყობილობა სომხურ გაზეთში იყო შეხვეული. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სომეხი ტერორისტები პოლიტბიუროსგან მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩამორთმევასა და სომხეთისთვის მიერთებას მოითხოვდნენ...

შემდგომი ტერორისტული აფეთქებები მოსკოვის მეტროში უკვე რუსეთის დამოუკიდებლობის დროს განხორციელდა - 1996 წლის 11 ივნისს (0.5 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელმა მოწყობილობამ მეტროს ვაგონში 4 ადამიანი იმსხვერპლა, 12 დაიჭრა), 1998 წლის 1-ელ იანვარს (მეტროს სადგურში აფეთქებული მოწყობილობა მცირე სიმძლავრისა აღმოჩნდა და საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, მხოლოდ სამი კაცი დაიჭრა); 2000 წლის 8 აგვისტოს (ამ ტერაქტს 7 ადამიანი შეეწირა, 53 - დაიჭრა); 2001 წლის 6 თებერვალს (მეტროს მიწისქვეშა სადგურის მარმარილოს სკამის ქვეშ მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა, 9 კაცი დაიჭრა); 2004 წლის 6 თებერვალს (ბოლო ტერაქტიდან ზუსტად სამ წლისთავზე მოსკოვის მეტროს გვირაბში ტერორისტმა-კამიკაძემ აიფეთქა თავი, რასაც 41 ადამიანი ემსხვერპლა, 134 დაიჭრა); 2004 წლის 31 აგვისტოს (მეტროს ამოსასვლელთან ქალმა-კამიკაძემ თავი აიფეთქა. დაიღუპა 10 და დაიჭრა 50 კაცი).

1996 წლიდან მოსკოვის მეტროში დაწყებული აფეთქებების უკან ჩრდილოკავკასიური შეურიგებელი ორგანიზაციები იდგა. მათი ლიდერები საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ ასეთი დივერსიული აქტებით შურს იძიებდნენ რუსეთის ფედერალური ჯარების მიერ ჩრდილოკავკასიური სოფლების უმოწყალო საჰაერო დაბომბვებისა და მათი ოჯახების განადგურებისათვის.

გამონაკლისი არც ბოლო, 29 მარტის ტერაქტი გახლდათ - საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა თავის თავზე აიღო მისი ორგანიზება და განაცხადა, - ეს პუტინი-მედვედევის მიერ ჩეჩენი ხალხის მიმართ მოწყობილი გენოციდის საპასუხო ქმედებააო.

უთუოდ უნდა შევეხოთ ერთ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხს. დოკუ უმაროვმა თავისი აღიარებით ფაქტობრივად შეაჩერა კრემლიდან დაწყებული საქართველოზე მორიგი საინფორმაციო შემოტევა, რისი საფუძველიც ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს თავისი გაუთვალისწინებელი ქმედებებით მისცა.

სანამ დოკუ უმაროვის ვიდეოჩანაწერი გავრცელდებოდა, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებული რუსულენოვანი ტელევიზიით, რომელიც თბილისიდან მაუწყებლობს, გადაიცა რადიოჩანაწერი, რომელშიც პიროვნება, ვინც თავის თავს დოკუ უმაროვს უწოდებდა, ამბობდა, რომ 29 მარტის ტერაქტებზე პასუხისმგებელი რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ.

ნაკლებად დასაჯერებელია, დოკუ უმაროვს ერთ დღეში შეეცვალა აზრი და მეორე დღეს ეღიარებინა ამ ტერაქტების ორგანიზება.

გამოდის, რომ თბილისურმა რუსულენოვანმა ტელეკომპანიამ ვიღაც თვითმარქვიას რადიოჩანაწერი გაავრცელა, რამაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენელს მაშინვე მისცა საბაბი, საქართველო რაღაცნაირად მიებათ მოსკოვის მეტროს ტერაქტებთან, დაახლოებით ისევე, როგორც დასავლელი პოლიტიკოსები "ალ-ჯაზირას" "ალ-ქაიდასთან" დაახლოებულ ტელევიზიად თვლიან...

მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტებისა და მათზე დოკუ უმაროვის მიერ აღებული პასუხისმგებლობის შემდეგ ოფიციალურ თბილისს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობაში როგორც პოლიტიკურ ასპექტში, ისე სპეცსამსახურების დონეზე.

რუსეთის ხელისუფლება და სპეცსამსახურები ჩასაფრებულნი არიან, რომ სულ მცირე ხელჩასაჭიდი გვიპოვონ და საქართველო ტერორისტთა ხელშემწყობ ქვეყანათა რიცხვს მიაკუთვნონ.

აშშ-ისა და ევროპის პოზიცია ამ შემთხვევაში კრემლისას დაემთხვევა, რადგან ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ინსტიტუტების წინააღმდეგ იარაღით მოქმედი მებრძოლების დიდ ნაწილს ისინიც ტერორისტებად მიიჩნევენ.

დღეს რუსეთის პოლიტიკოსებს სურთ, მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტები ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების გარდა "ალ-ქაიდასაც" დაუკავშირონ და ბრალი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს დასდონ.

ასეთ დროს საქართველოს სახელის საერთაშორისო ტერორიზმთან მიმართებაში გაკვრით ხსენებაც კი ახალი სერიოზული საფრთხის მომასწავებელი შეიძლება გახდეს, რაც რუს ოკუპანტებს გაუხსნის ხელს საქართველოში სამხედრო აგრესიის გასაახლებლად.

...ორივე ქალ-კამიკაძეს რამდენიმე კგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ტანზე ჰქონდა შემოკრული. ერთში 2 კგ-მდე, მეორეში კი 4 კგ-მდე ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, ჰექსოგენი) იყო. "ჯოჯოხეთის მანქანები" ჭანჭიკებითა და რკინის ნაჭრებით იყო გაძლიერებული, რომლებიც აფეთქებისას მთავარ დამაზიანებელ საშუალებად იქცნენ.

ორივე აფეთქება მიწისქვეშა მეტროს სადგურებზე გაჩერებულ მატარებლებში მოხდა. ტერაქტები გვირაბში მატარებლის დიდი სიჩქარით სვლის დროს რომ განხორციელებულიყო (როგორც 2004 წლის 6 თებერვალს), მაშინ მსხვერპლი უფრო მეტი იქნებოდა, რასაც დაემატებოდა გვირაბიდან მგზავრების გამოყვანისას წარმოქმნილი პანიკა და ჭყლეტა.

სავარაუდოდ, აფეთქებები ქალმა-კამიკაძეებმა კი არ განახორციელეს, არამედ მათმა გამყოლმა ორმა მამაკაცმა - მობილური ტელეფონების საშუალებით. სადგურზე გაჩერებული მატარებლიდან გამოსვლისას და უსაფრთხო ადგილას გარიდების შემდეგ მათ ქალი-კამიკაძეების ტანზე შემოხვეული "შაჰიდის ქამრებზე" დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონებზე დარეკეს.

ასეთი ტერორისტული აქტებისგან მასობრივი თავშეყრის ადგილების, პირველ რიგში კი მეტროპოლიტენის დასაცავად დღეს არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებია, რომლებიც გვერდზე ჩავლილი მგზავრის ტანზე შემოხვეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ტროტილისთვის (ტრინიტროტოლუოლი) დამახასიათებელი სუნით (რომელიც აზოტს შეიცავს) შეიგრძნობს. მაგრამ ტროტილზე დაგეშილი ძაღლი ორ-სამ საათში იღლება და მას აუცილებლად სჭირდება 6-საათიანი დასვენება.

მეტროპოლიტენის შესასვლელისა და სადგურზე მორიგე პატრულის ჯგუფებს, რომლებსაც დაგეშილი ძაღლები ეყოლებათ, შეუძლიათ თითქმის მინიმუმამდე შეამცირონ ტერაქტების ალბათობა.
ირაკლი ალადაშვილი

2) ავტორი: hehe
BEDI RA.... MADLOBA GMERTS AR SHEVIDNEN....

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
chemi dzmebi iyvne maq
ver moaswren shesvla shignit (gmerts madloba) da mere cotati gavidnen da es metro rom wavida 1 wamis shemdeg afetqda

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja