ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
კოალიციურმა ძალებმა კადაფის რეზიდენცია გაანადგურეს

კოალიციური ძალები ლიბიაზე დარტყმებს განაგრძობენ.

უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურებულია მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენცია. აფეთქება ბედუინების კარავიდან 50 მეტრში მოხდა, სადაც ლიბიის ლიდერი ჩვეულებისამებრ სტუმრებს მასპინძლობდა-ხოლმე.

ამასთან, პენტაგონი აცხადებს, რომ კოალიციური ძალები არ ცდილობენ კადაფის ან მისი ოჯახის განადგურებას. "სი-ენ-ენ"-ის ეთერში კოალიციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჰაერო დარტყმა ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე გახორციელდა, საიდანაც კადაფი სამთავრობო ძალების მოქმედებების კოორდინირებას ახორციელებდა.

რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, ტელეარხ "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, მხოლოდ გასული კვირის პარასკევს ბენგაზისთვის ბრძოლებში 90 ადამიანი დაიღუპა. სულ კი, მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 8 ათასზე მეტი აჯანყებულია დაღუპული.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, კადაფის არმია აჯანყებულთა ქალაქ მისურატს უტევს. ადგილობრივთა მტკიცებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კადაფის ტანკები გამოჩნდნენ. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებენ კადაფის სნაიპერები.

კოალიციურმა ძალებმა ლიბიაზე საჰაერო დარტყმები შაბათს დაიწყეს. კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ოპერაციაში გარკვეული სახით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ესპანეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ყატარმა და თურქეთმა. ოპერაციაში დღეიდან ბელგიაც ჩაერთვება.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja