WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართული არმია "დიდი ავიაციის" გარეშე რჩება

22 თებერვლის "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი სტატიის სათაური ასეთი იყო - "საზღვაოს მიყოლებით საჰაერო ძალებიც უქმდება?!" კითხვა-ძახილის ნიშანი იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ ბოლომდე არ გვჯეროდა, თუ ხელისუფლება სამხედრო-საზღვაო ძალების მიყოლებით, როგორც ჯარების ცალკეულ სახეობას, სამხედრო-საჰაერო ძალებსაც გააუქმებდა.

თუმცა დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტი მუშაობს კანონში შესწორების შეტანაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დარჩება ჯარების მხოლოდ ერთი სახეობა - სახმელეთო.

უცნაურია, ღმერთმანი! ბუნებამ და ისტორიამ მოგცა საშუალება, გქონდეს ზღვაზე გასასვლელი, თავზე ცა და მათი სრულყოფილად დაცვის სურვილიც კი არ გაგიჩნდეს.

ისევე, როგორც შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შერწყმული ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების ნარჩენები ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიული წყლების უსაფრთხოების დაცვას, სახმელეთო ჯარებში ბრიგადებისთვის გადანაწილებული სამ-სამი თუ ოთხ-ოთხი შვეულმფრენი ვერ უზრუნველყოფს ამ ბრიგადების აერომობილურობას, ხოლო რა ბედი ეწევა 12 ქართულ ჩე-25 ტიპის მოიერიშეს, ძნელი მისახვედრი არ არის...
ამ საკითხზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ სამხედრო ექსპერტს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს.

- რა მიზეზით უქმდება სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ჯარების ცალკეული სახეობა?
- ამის ყველაზე რეალური მიზეზი ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს, რადგან საჰაერო ძალების შენახვა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. ჩანს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საჰაერო ძალების გაუქმებისა და 200 პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის დათხოვნის ხარჯზე აპირებს განახევრებულ სამხედრო ბიუჯეტში სახელფასო ფონდის შემცირებას. მაგრამ შეცდომა იქნება, თუკი საჰაერო ძალების პერსონალის და, პირველ რიგში, პილოტების ანაზღაურება სახმელეთოსას გაუთანაბრდება, რადგან ეს მფრინავების სამოქალაქო ავიაციაში მასობრივად გადასვლას გამოიწვევს, არადა თითოეული სამხედრო პილოტის მომზადებაში უზარმაზარი ფულია დახარჯული.

- სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმება ხომ არ გამოიწვევს ქართული სამხედრო ავიაციის მომავლის სრულ კრახს?
- ცხადია, მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო, მთლიანად ჯარის სახეობის გაუქმება არ არის გამართლებული, ბოლოს და ბოლოს, ქართული სამხედრო ავიაციის არაერთმა მფრინავმა აფხაზეთის ომში და შემდგომ პერიოდშიც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს, ბევრმა კი უზარმაზარი შრომა ჩადო იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას სამხედრო ავიაცია ჰყოლოდა. რისამე დანგრევა ძალიან ადვილია, თავიდან შექმნა კი - ძნელი.

- რა ფუნქცია ექნება გაერთიანებულ შტაბს, რომელიც სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბების გაერთიანებული და კოორდინირებული მუშაობისთვის შეიქმნა?
- სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისა და, შესაბამისად, მათი შტაბების გაუქმების შემდეგ, გაერთიანებული შტაბი მხოლოდ სახმელეთო ჯარების ანაბარა რჩება, მაგრამ სახმელეთო ჯარებს თავისი სარდლობა ჰყავს, ამიტომაც გაერთიანებულ შტაბს ფუნქცია თითქმის აღარ ექნება. ეს კი არაერთ პრობლემას აჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დონის შეხვედრებზე თუკი ქართული არმია მხოლოდ სახმელეთო სარდლობის დონეზე წარდგება, როდესაც სხვა ქვეყნებს გენერალური თუ გაერთიანებული შტაბების უფროსები წარადგენენ, სიტუაცია ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არ იქნება. ქვეყნის შიგნით კი მხოლოდ სახმელეთო ჯარების სარდლობა ომის დროს ვერ უზრუნველყოფს ოპერატიულ მართვას მთლიანი სამხედრო ძალებისა, რომლებშიც თავდაცვის სამინისტროს გარდა, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეიარაღებული დანაყოფებიც შედიან.

P.S. თავდაცვის სამინისტროდან გამოსული კულუარული ინფორმაციებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა დიდად კმაყოფილი არ არის ქართველი პილოტების მომზადების დონით - ბევრი ვავარჯიშეთ, მაგრამ ვერც ერთმა მოიერიშე თვითმფრინავმა ორფოლოს პოლიგონზე ბომბები მიზანს ვერ მოახვედრაო...
თუმცა პილოტებს საბრძოლო მომზადების ხარისხზე საკუთარი მოსაზრებები და კონტრარგუმენტები აქვთ.

ჩვენ კი გვრჩება ბევრი კითხვა, მათ შორის: სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმებისა და შვეულმფრენების ბრიგადებზე გადანაწილების შემდეგ რა სტატუსი დარჩება მოიერიშე თვითმფრინავების ესკადრილიას და მართლაც ხომ არ აპირებს ხელისუფლება ქართული ჩე-25-ების საზღვარგარეთ გაყიდვას, როგორც კარგა ხანია, ჭორაობენ?

ვის მიუერთდება აქამდე სამხედრო-საჰაერო ძალებში შემავალი საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რადიოლოკატორები? სად გადანაწილდება (თუ შეამცირებენ) სამხედრო-საჰაერო ძალების ორი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე?
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja