WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართული არმია: ძირითადი დისლოკაციის ადგილი - ავღანეთი?

თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მალე ქართული არმიის ძირითადი დისლოკაციის ადგილი საქართველოში კი არა, ორი ათასი კმ-ის მოშორებით, ავღანეთის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციაში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ავღანური მისიის გამო წელიწადში ორჯერ როტაციის პერიოდში ქართული არმია ყველაზე მეტად სუსტდება.

ამჟამად ავღანეთში თითქმის ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საბრძოლო დანაყოფების 5%-მდე შეადგენს. შეიძლება მკითხველს ეს ციფრი არცთუ ისე საგანგაშოდ მოეჩვენოს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი სერიოზული გარემოება - ყოველ ნახევარ წელიწადში ავღანეთის ქართულ სამხედრო მისიაში პირადი შემადგენლობის როტაცია მიმდინარეობს. ექვსი თვე რთულ ანტიპარტიზანულ ომში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი სამშობლოში მოემგზავრება, მათ ადგილს კი დასვენებული თანამებრძოლები იკავებენ.

მართალია, ეს ერთ დღეში არ ხდება (პროცესი ორი-სამი კვირა მაინც გრძელდება), მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მზად არ არის თითქმის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე (არ დაგვავიწყდეს, რომ ავღანეთიდან დაბრუნებულები აუცილებლად მოითხოვენ დასვენებასა და ერთთვიან ადაპტაციას), ეს კი სახმელეთო ჯარების (რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარების ერთადერთ სახეობად დარჩა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ) საბრძოლო დანაყოფების თითქმის 10%-ია.

როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია და რუსული სამხედრო აგრესიის განახლება ყოველდღეა მოსალოდნელი, ძალიან დიდ სამხედრო შეცდომად უნდა ჩაითვალოს ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის კვლავ გაზრდა, არადა ახლახან მიუნხენის 47-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა ავღანეთში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ.

ამჯერად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ქართველი პოლიციელებისა და არტილერისტების გაგზავნაზე, რომლებსაც ინსტრუქტორების ფუნქცია დაეკისრებათ.

სამხედრო და საპოლიციო ინსტრუქტორების ჯგუფის შექმნა (რომელიც თავისთავად ვერ იქნება მრავალრიცხოვანი) არ არის ცუდი აზრი და სიმართლე რომ ითქვას, ISAF-ის მისიაში მხოლოდ ინსტრუქტორები რომ გაგვეგზავნა, უფრო მომგებიანი იქნებოდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს დროდადრო ავღანეთში ქართული მისიის წვლილზე საუბრით სურს, დასავლეთს საქართველოს როლი შეახსენოს.
ამაში ცუდი არაფერია, ეს რომ სამხედრო თვალსაზრისითაც იყოს დასაბუთებული. თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ და არაწევრ რიგ ქვეყნებს ჩვენზე ბევრად მცირერიცხოვანი კონტინგენტი ჰყავთ ავღანეთში, მაგრამ ამის გამო მათ არავინ საყვედურობს და ისინი ISAF-ის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან;
საქართველოს კი, რომელმაც პირველი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში გაგზავნა, თითქმის ექვსი თვე ეროვნული დროშის აღმართვა არ აღირსეს ISAF-ის შტაბის ტერიტორიაზე.

ეს მწარე სიმართლეა - ქართველი სამხედროები საბრძოლო ოპერაციებზე გადიოდნენ და ISAF-ის შტაბში ბევრმა არ იცოდა, რომ ამ მისიაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. მხოლოდ ქართველი ოფიცრების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დასძლიეს ნატო-ს ზოგიერთი ჩინოვნიკის ბიუროკრატიზმი და ცენტრალურ შტაბში ქართული დროშაც აფრიალდა.

სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ქართველთა წვლილის შეტანა სწორედ სამხედრო და საპოლიციო ინსტრუქტორების მცირერიცხოვანი ჯგუფებით უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე იმის მუდმივი შიში, რომ მოსკოვი ისარგებლებს (როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც ორი ათასი სამხედრო ერაყში გვყავდა გაგზავნილი) ქართული არმიის ორი ათასამდე სამხედროს ბრძოლისუუნარობით და სამხედრო აგრესიას განაახლებს...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja