WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართული არმიის დაფინანსება 100 მლნ ლარზე მეტით მცირდება

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ქვეყნის სამხედრო ხარჯები შეიძლება 660 მლნ ლარით განისაზღვროს. ეს ციფრი საბოლოო არ არის და წლის ბოლომდე, ალბათ, დაზუსტდება, ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი.

თუკი სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დიდად არ შეიცვალა, გამოდის, რომ მომავალ წელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე 108 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება.
სამხედრო ბიუჯეტის შემცირების ტენდენციას 2008 წლის აგვისტოს ომმა დაუდო სათავე. 2004 წლიდან ქართული არმიის დაფინანსება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა და 2008 წლისთვის თითქმის ერთ მლრდ დოლარს მიაღწია.

იმ დროისათვის ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, რადგან სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ს მიუახლოვდა; ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია, რადგან ქვეყნების უდიდესი ნაწილისთვის ეს მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატება.

მიუხედავად უზარმაზარი დანახარჯისა, აგვისტოს ომში ვერც ქართულმა არმიამ გაიმარჯვა და ქვეყანაც ნაწილობრივ ოკუპირებული დარჩა.
რა თქმა უნდა, ამაში მარტო არმიის დადანაშაულება პოლიტიკური ნიუანსების გათვალისწინების გარეშე სწორი არ იქნებოდა, მაგრამ ისიც ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაფინანსებული არმიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის არც ისე მცირე ნაწილი მოწინააღმდეგემ ალაფის სახით ჩაიგდო ხელში.

სამხედრო ბიუჯეტი, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისა, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ივსება, ამიტომ საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მათ მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხა. ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა მხოლოდ კონტროლის პალატას შეუძლია მიუკერძოებელი შემოწმების შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს ფანტასტიკის სფეროა, რადგან მას ობიექტური ფინანსური შემოწმების საშუალებას არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროებში მისცემენ სრულიად გასაგები მიზეზების გამო.

არადა, მართლაც რომ ჩატარებულიყო ასეთი მიუკერძოებელი შემოწმება, თავად პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც შეძრწუნდებოდა იმ ფინანსური დარღვევების მასშტაბებით, რაც წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში ხდება. ეს დარღვევები ძირითადად ეხება საწვავის, სურსათის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვებს, მშენებლობებსა და სარემონტო სამუშაოებს.

ამის მნახველ პრეზიდენტს, ალბათ, ძალოვანი სტრუქტურების ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირების სურვილი გაუჩნდებოდა...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja