ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართველ სამართალდამცველებს კოსმოსიდან აფიქსირებენ

გასული წლის ნოემბრის ბოლოსთვის ოპოზიციას დიდი გამოსვლები ჰქონდა დაგეგმილი, რის შესახებაც ერთი თვით ადრე დაიწყო საუბარი. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციას არ გამოუვიდა მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლება მაშინ სერიოზულად მოჰკიდებია ოპოზიციის მუქარას და საპასუხო ნაბიჯებიც გადაუდგამს.

მაშინ საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი, რომ შსს თავის სპეცრაზმებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამზადებდა, მაგრამ ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვა შესაძლებელი გახდა ყველასთვის, ვისაც ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერზე ხელი მიუწვდება.

Google Earth-ის საიტზე ვაზიანის აეროდრომის განახლებული კოსმოსური სურათი დაიდო, რომელიც 2010 წლის 27 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ვაზიანის აეროდრომი, როგორც სრულფასოვანი სამხედრო-საჰაერო ბაზა, დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს და იქ მდგომი თვითმფრინავებისა თუ შვეულმფრენების ნახვა ფუჭი მცდელობაა, სამაგიეროდ, განახლებულ კოსმოსურ ფოტოსურათზე ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბეტონირებული ბილიკის თითქმის შუა ადგილას უცნაური ობიექტი დაფიქსირდა.

სურათის გადიდებისა და მისი დეტალური შესწავლის შედეგად ჩანს, რომ იმ დღეს ვაზიანის აეროდრომზე სპეციალური მზადება მიმდინარეობდა, სწორედ იმ მეთოდებით, როგორითაც ქუჩებში დემონსტრანტებს შლიან.

აეროდრომის ბილიკზე ერთგვარი ცოცხალი "კოლოფი" გადაადგილდება, რომლის სიგრძე 65 მ-მდე, ხოლო სიგანე - 28 მ-მდეა.
"კოლოფის" თავში რამდენიმე რიგად დაწყობილი სპეცრაზმელები მიდიან. კოსმოსიდან არ ჩანს მათი აღჭურვილობა, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ე.წ. ბეტმენები უნდა იყვნენ, რომლებიც ჩაფხუტებით, დამცავი ჟილეტებითა და ორგანული მინისგან დამზადებული ფარებით არიან აღჭურვილი.

"კოლოფის" გვერდებსა და ბოლოს ასევე იცავენ სპეცრაზმელები, ხოლო "კოლოფის" შიგნით ათი სპეცდანიშნულების მანქანა გადაადგილდება. მანქანების ბოლო, მესამე რიგში ადვილად ამოსაცნობია ოთხი "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" პიკაპი, რომლებზეც, სავარაუდოდ, ან აკუსტიკური იარაღის ანტენებია დაყენებული, ან მასზე არალეტალური ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული ის სპეცრაზმელები სხედან, რომლებიც გაზისა და კვამლის გამომყოფ ყუმბარებს ისვრიან.

მანქანების წინა რიგში კი გამორჩეულად მოჩანს ლურჯი ფერის საპოლიციო ბრანდსპოინტი, რომელიც ბევრს მწარედ დაამახსოვრდა 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე...

ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული სიგანე 60 მ-მდეა, თუმცა ამ სპეცმზადების მეთაურობამ ცოცხალი "კოლოფი" სიგანეში მხოლოდ 28 მ-მდე გაშალა, რაც ბადებს ეჭვს, რომ "კოლოფის" ე.წ. "ზომა" მორგებული იყო სწორედ რუსთაველის გამზირს, რომლის სიგანეც 20 მეტრამდეა...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja