WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართველი სამხედროები ავღანელ ჯარისკაცებს გაწვრთნიან

საქართველომ ალიანსს ავღანეთში 20 ინსტრუქტორის გაგზავნა შესთავაზა, რომლებიც ავღანელ სამხედროებს გაწვრთნიან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონის სამიტის ფარგლებში ISAF-ის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურების სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის კოლეგებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას კიდევ ზრდის.
ახალი შეთავაზების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. "მნიშვნელოვანია სწორედ ის შეთავაზება, რაც შეხვედრაზე გაკეთდა. ეს ახლა ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც გულისხმობს ავღანეთში შეიარაღებული ძალების გადამზადებას, ავღანური არმიის გაწვრთნას. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ ქართველ სამხედრო ინსტრუქტორები წავლენ ავღანეთში და გაწვრთიან ცალკეული პროფესიების მიხედვით ავღანელ სამხედროებს. ეს შეიძლება იყოს სახმელეთო კომპონენტი, შეიძლება იყოს საავიაციო. ახლა, ზოგადად, არის ასეთი წინადადება, რომ სჭირდებათ ამ სახის დახმარება", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე არაწევრი ქვეყნების ლიდერებს მათი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. "დღეიდან ჩვენ ავღანეთის მისიის ახალ ფაზაზე გადავდივართ. ამიერიდან ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მთავარ როლს უკვე ქვეყნის მთავრობა შეასრულებს... ეს არის შეხედულება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი კარზაიც იზიარებს და რომელიც მომავალი წლიდან რეალობა გახდება. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას გავაგრძელებთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს წარმატება იმავეს ნიშნავს, რაც ავღანელი ხალხისათვის... თუ ავღანეთის მტრები ელოდებიან, როდის დავტოვებთ ქვეყანას, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ავღანეთში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენი დროც ჩვენი მუშაობის დასრულებას დასჭირდება", - განაცხადა რასმუსენმა. შეხვედრაზე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

"ინტერპრესნიუსი"

1) ავტორი: paata falcona
...

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja