WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
Leclerc

ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის, რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში.

«LECLERC» თავისი საბრძოლო მახასიათებლებით ბევრად აღემატება (საცეცხლე სიმძლავრე,მანევრულობა და ჯავშანი) წინამორბედ ტანკს АМХ-30В2.მისთვის დამახასიათებელია ელექტრონიკის სიუხვე,რომლის ღირებულება აღწევს თვით ტანკის საფასურის ნახევარს. «LECLERC» -ი შექმნილია კლასიკური კომპონირებული სქემით,რომლის შეიარაღება განთავსებულია მბრუნავი შეჯავშნულ გუმბათზე,მართვა ხდება წინა ნაწილიდან,ხოლო ძრავა და ტრანსმისია უკანა ნაწილშია განთავსებული.გუმბათში ქვემეხის მარცხნივ განთავსებულია მეთაურის ადგილი,მარჯვნივ მემიზნის, ხოლო ნიშაში ჩამონტაჟებულია დამტენი მექანიზმი.
კორპუსის შუბლა და გვერდითა ნაწილები დამზადებულია მრავალშრიანი ჯავშნის პრინციპით,ასევე გამოყენებულია კერამიკული ფილები.კორპუსის წინა ნაწილში ნაწილობრივ გამოყენებულია დაცვის მოდულური კონსტრუქცია.მოდულურ კონსტრუქციას გააჩნია ორი უპირატესობა ჩვეულებრივი ტიპის ჯავშანთან.1-დაზიანების შემთხვევაში სწრაფად შეიძლება დაზიანებული ფილის შეცვლა.2-შემდგომში შეიძლება მისი უფრო სრულყოფილი მოდულით ჩანაცვლება.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გუმბათის დაცვის გაძლიერებას,პირველ რიგში პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან თავის დასაცავად,რომელიც ტანკს ზევიდან ანადგურებს.კორპუსის ბორტები დაცულია ბრონირებული ანტიკუმულატიური ეკრანით,ასევე კორპუსის წინა ნაწილზე მიმაგრებულია ფოლადის ყუთები,რომელიც წარმოადგენს შუბლა ნაწილის დამატებით დაცვას.
«LECLERC»-ი დაცულია მასობრივი განადგურების იარაღისაგან. მასობრივი განადგურების იარაღისაგან დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვის დროს ტანკში სავენტილიაციო ფილტრების წყალობით იქმნება ზედმეტი წნევა რაც ხელს უშლის რადიაციული მტვერისა და მომწამლველი ნივთიერებების შეღწევას. «LECLERC»-ის სიცოცხლისუნარიანობა ასევე ამაღლებულია მისი სილუეტის დაპატარავებით,ტანკში ჩამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლჩამქრობი სისტემები,ტანკის ძრავა გამოყოფს მცირე სითბურ გამოსხივებას ,რაც აძნელებს მის სითბოვიზორით აღმოჩენას,საჭიროების შემთხვევაში საკვამლე ყუმბარების გასროლით ტანკს შეუძლია შექმნას კვამლის ფარდა 55 მეტრის მანძილზე.
ტანკი აღჭურვილია გამაფრთხილებელი სისტემით(სიგნალიზაციით)რომელიც აფრთხილებს ეკიპაჟს,რომ მათზე მიმართულია ლაზერული სამიზნე და ძლევთ საშუალებას რათა განახორციელონ საჭირო მანევრი,მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისაგან თავის დასაღწევად.ასევე ტანკს გააჩნია საკმაოდ მაღალი მანევრულობა უსწორმასწორო ადგილების გადასალახად.არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეუკვეთა «LECLERC»-ები რომლებიც აღჭურვილია,გერმანული წარმოების ძრავითა და ტრანსმისიით,ძრავა-1500 ც/ძ ფირმა- МТУ 883-ე სერია და ავტომატური ტრანსმისია ფირმა-«რენკ»-ი.ასევე გათვალისწინებულია უდაბნოს პირობები და ტანკში ჟამონტაჟებულია კონდიციონერები.პირველი 5 ტანკი არაბებისათვის მზად იყო 1995 წლის თებერვალში.
გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა,«LECLERC» შეთავაზებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვისაც.ადგილობრივ იარაღის ბაზარზე ფრანგული ფირმები წარმატებულად მოქმედებენ,რის შედეგადაც «LECLERC»-ებით დაინტერესდნენ ყატარი და საუდის არაბეთი,რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციას უწევენ ამერიკულ М60-ებს და ფრანგულ АМХ-30-ებს
დღის ნებისმიერ მონაკვეთში მეთაურს შეუძლია გამოიყენოს პანორამული პერისკოპული სამიზნე Н1-15, რომელიც დაყენებულია გუმბათზე ქვემეხის მარცხნივ .მას გააჩნია დღის ვიზუალური არხი და ღამის (მე-3-ე თაობის ელექტრო-ოპტიკური გარდამსახველი ). ასევე მეთაურის განკარგულებაშია დისპლეი,რომელზეც გამოისახება მემიზნის ტელევიზორული გამოსახულება.მეთაურის ადგილთან პერიმეტრზე განთავსებულია 8 მინაბლოკი,რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის წრიულ დათვალიერებას.
ტანკის მეთაურსა და მემიზნეს გააჩნიათ მართვის ყველა საჭირო ატრიბუტი (პანელი,სახელურები,პულტები). ტანკ «LECLERC»-ისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით სისტემები ,პირველ რიგში ციფრულ-გამომთვლელი ხელსაწყოები (მიკროპროცესორები),რომლებიც აკონტროლებენ ტანკის ყველა ძირითად სისტემას.ცენტრალური მართვის სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს:ცეცხლის მართვის ელექტრონულ-ბალისტიკურ გამომთვლელი სისტემას (კავშირი აქვს სროლის ტიპის ყველა სახის მონაცემებთან, დისპლეებთან და მეთაურისა და მემიზნის სამართავ პულტებთან),მეთაურისა და მემიზნის სამიზნის მიკროპროცესორებს,ქვემეხსა და შეწყვილებულ ტყვიამფრქვევ-დამტენ ავტომატს,ძრავასა და ტრანსმისიას,მძღოლ-მექანიკოსის მართვის პანელს.
«LECLERC»-ის ძირითადი შეიარაღებაა ,120-მმ გლუვლულიანი ქვემეხი СМ-120-26 სიგრძე 52 კალიბრი ( ტანკების М1А1 «ABRAMS»და «LEOPARD» ლულის სიგრძეა 44-კალიბრი ).ლულას გააჩნია თბოსაიზოლაციო შალითა.მოძრაობისას ეფექტური სროლისასთვის ლულა სტაბილიზირებულია 2 სიბრტყეში. საბრძოლო მარაგში შედის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის სტაბილიზირებადი კუმულატიური ჭურვები. ჯავშანგამტანი ჭურვების გულას(შეფარდება სიგრძე დიამეტრთან 20:1)საწყისი სიჩქარეა 1750 მ/წამში.ამჟამად ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ 120 მმ-იანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტან ჭურვზე,რომლის გულაც შედგება გაღარიბებული ურანისაგან, ასევე მსხვრევად-ფუგასურ ვერტმფრენების საწინააღმდეგო ჭურვზე.განსაკუთრებით საყურადღებოა «LECLERC»-ის დამტენი ავტომატი ,რამაც ხელი შეუწყო ეკიპაჟის წევრთა შემცირებას 3 ადამიანამდე.იგი შექმნილია ფირმა «KREZO-LUAR» მიერ და დამონტაჟებულია გუმბათის ნიშაში.მექანიზირებული დამტენის მარაგი შეადგენს 22 ჭურვს,დანარჩენი 18 კი ბარაბნისებურ სალაგში მძღოლ-მექანიკოსის მარჟვნივ.ავტომატური დამტენი უზრუნველყოფს სწრაფსროლას-წუთში 12 გასროლა,როგორც ადგილიდან ასევე მოძრაობისას.საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია ქვემეხის ხელით გადატენვა.ამერიკელი სპეციალისტები განიხილავენ «LECLERC»-ის დამტენი ავტომატების,«ABRAMS»-ების ყველა მოდიფიკაციის ტანკებზე მონტაჟს,მოდერნიზაციის მესამე ეტაპის შემდეგ.დამხმარე შეიარაღებად გამოყენებულია ქვემეხთან შეწყვილებული 12,7-მმ ტყვიამფრქვევი(800 ვაზნით) და 7,62-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი(2000 ვაზნით) ,რომელიც განთავსებულია მემიზნის ლუქის უკან და იმართება დიატანციურად.გუმბათის ბორტების ზედა ნაწილში სპეციალურ დაჯავშნულ კონტეინერებში განთავსებულია ყუმბარმტყორცნები (თითო ბორტზე 4 საკვამლე ,3 ქვეითსაწინააღმდეგო და 2 ინფრაწითელი ხაფანგის შესაქმნელი ყუმბარა). ცეცხლის მართვის სისტემაში შედის,მემიზნისა და მეთაურის 2 სიბრტყეში სტაბილიზირებადი სამიზნები და ჩამონტაჟებული ლაზერული მანძილმზომები.გუმბათის წინა მარჯვენა მხარეს მდებარეობს მემიზნის პერისკოპული სამიზნე.მას გააჩნია 3 ოპტიკოელექტრონული არხი: დღის ვიზუალური ცვალებადი გადიდებით(2,5 და 10-ჯერადი), თბოვიზური და სატელევიზიო. სამიზნემდე მაქსიმალური მანძილი,რომელიზ იზომება ლაზერული მანძილმზომით აღმოჩენის,მიზნის ამოცნობისა და თვალთვალის რეჟიმში შეადგენს 8000-მეტრს,ასევე ცეცხლის წარმოება (2000-მ)და კუმულატიურით(1500-მ)1 ცალი «LECLERC» საორიენტაციო ფასია 29 მილიონი ფრანკი,და იგი გათვალისწინებულია მოძველებული АМХ-30-ების შესაცვლელად. 1989 წელს შეუკვეთეს 16 ერთეული ტანკი.პირველ ეტაპზე ასევე საფრანგეთის არმიისათვის გათვალისწინებული იყო 1400 ერთეულის წარმოება,მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ დაიშალა ვარშავის ხელშეკულების კავშირი,გადაწყდა 1400-იდან 1100 ერთეულამდე შემცირება.ტანკის მასიური სამხედრო გამოცდები ესკადრილიის დონეზე ჩატარდა 1993 წელს.პირველი სატანკო პოლკი დაკომპლექტდა ტანკებით 1995 წელეს,ხოლო ჯავშანსატანკო დივიზია 1996 წლის, აპრილში.


მომზადებულია Armada.ge-ს მიხედვით

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja