ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მძიმე შეიარაღება მართლაც გვჭირდება, მაგრამ ვინ გვაძლევს?!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა The Cable-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სერიოზული განცხადება გააკეთა: "ჩვენ მართლაც გვჭირდება ცეცხლსასროლი იარაღი, ბევრი მათგანი გვაქვს კიდეც და ასევე არსებობს ბევრი ალტერნატიული წყარო, რომლისგანაც შეძენას შევძლებთ. ხოლო იმის შეძენას, რაც საქართველოს ნამდვილად სჭირდება, სხვაგან ვერ შევძლებთ. ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და სრულიად ნათელია, თუ რა უნდა იყოს აშშ-თან თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯი".

ამ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დაუფარავად განაცხადა იმ სურვილისა და პრობლემის შესახებ, რომელზეც ქართულ მხარეს ამერიკელ კოლეგებთან მანამდეც არაერთხელ უსაუბრია დახურულ კარს მიღმა.

საქართველოს პრეზიდენტის ასეთი საუბარი, სავარაუდოდ, იმას მიანიშნებს, რომ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებმა ოფიციალურ თბილისს სასურველი შედეგი არ მოუტანა, ამიტომ თბილისიდან თეთრ სახლს ამჯერად დაუფარავად უთხრეს სათქმელი.

პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ საქართველოს დღეს მძიმე შეიარაღება - ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება და მათი მიღება მხოლოდ აშშ-დან შეუძლია.

მძიმე შეიარაღებაში, როგორც წესი, ჯავშანტექნიკასა თუ საფრენ აპარატებზე დამონტაჟებული იარაღის სახეობები იგულისხმება, რომლებიც რამდენიმე კმ-დან რამდენიმე ათეული კმ-ის რადიუსში მოქმედებს.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ მძიმე შეიარაღებაში ამერიკულ გადასატან ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებს, მაგალითად, "ჯაველინებსა" და "სტინგერებს" გულისხმობდა.

შეიარაღების ეს სახეობები, შესაბამისად, მაქსიმალურ 2,5 კმ და 5,5 კმ მანძილზე მოქმედებს, რაც მათ თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების კლასს მიაკუთვნებს, ანუ თეთრ სახლს შეუძლია, არ იდარდოს იმაზე, რომ "ჯაველინებითა" და "სტინგერებით" ქართველები დიდ შეტევებს წამოიწყებენ. ამით ვაშინგტონი ყოველთვის შეძლებს, მოიგერიოს კრემლის ბრალდებები და დაამტკიცოს, რომ პარტნიორ საქართველოს მხოლოდ თავდაცვით შეიარაღებას აწვდის.

თუმცა არსებობს ერთი, მნიშვნელოვანი ნიუანსი - თეთრ სახლში უფრთხიან, რომ ქართული არმიისთვის მიწოდებულმა შედარებით კომპაქტურმა "ჯაველინებმა" თუ "სტინგერებმა" ხვალ ჩრდილო კავკასიაში არ ამოყოს თავი. სადღაც გროზნოსთან ამერიკული "სტინგერით" ერთი რუსული შვეულმფრენიც რომ ვინმემ ჩამოაგდოს, მოსკოვს ვაშინგტონთან პოლიტიკური დაპირისპირებისას უზარმაზარი კოზირი გაუჩნდება.

უფრო სერიოზული და, შესაბამისად, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო და განსაკუთრებით - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (მაგალითად, საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი") საშუალებები რამდენიმე ათეულ კმ-ზე მოქმედებს. იმავე "პეტრიოტით" საქართველოს ტერიტორიიდან 80 კმ სიშორეზე, რუსეთის საჰაერო სივრცეშიც შეიძლება საჰაერო სამიზნის დაზიანება და ჩამოგდება, ამიტომ ძალიან საეჭვოა, საქართველო-რუსეთის "ცივი ომის" ფონზე ვაშინგტონმა (რომელსაც მოსკოვთან "გადატვირთვის" პროგრამა აქვს დაწყებული) ასეთი ნაბიჯი გადადგას და "პეტრიოტები" მოგვაწოდოს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშკარად მიანიშნა ვაშინგტონს, რომ სამხედრო თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე სტრატეგიული პარტნიორისგან - აშშ-ისგან, უფრო სერიოზულ და კონკრეტულ დახმარებას ელოდება.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja