ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მედვედევი იმიჯს იცვლის

ბოლო რამდენიმე თვეა დამკვირვებლები ამჩნევენ, რომ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მედიასტრატეგიაში ცვლილებები შეიტანა - მას სურს, რომ თავი დამოუკიდებელ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს და ამის მიღწევას ხალხთან ხშირი ურთიერთობით ცდილობს. პუტინისა და მედვედევის ტანდემმა მედიასივრცის განაწილება გადაწყვიტა, ამიერიდან ისინი ერთმანეთს აღარ ბაძავენ, აღნიშნავს "Независимая газета".

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მედვედევი პრემიერ პუტინის ნაბიჯებს კვალდაკვალ იმეორებდა. აგვისტოს ბოლოს მთავრობის მეთაურმა შორეულ აღმოსავლეთში "Lada Kalina"-ზე გამართულ ავტორბოლაში იასპარეზა, სექტემბრში კი მედვედევმა მოსკოვი-კიევის მიმართულებით რალიში მონაწილეობა მიიღო.
გარდა ამისა, აგვისტოს ბოლოს პუტინმა თევზჭერის განვითარების საკითხზე კამჩატკაზე თათბირი მოაწყო, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მედვედევმა იმავე თემაზე მურმანსკში სხდომა გამართა.

"საკუთარ ინდივიდუალურობას ხაზს ვერ გაუსვამ, თუ პრემიერის მიერ თევზჭერის შესახებ გამართული თათბირიდან ორ კვირაში იმავე თემაზე სხდომას გამართავ. პირიქით, გაჩნდება კითხვა: თუ პრეზიდენტი პრემიერის დუბლირებას აკეთებს, მათ შორის მოვალეობები როგორ გადანაწილდება?" - აცხადებს პოლიტტექნოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი.

კრემლის წარმომადგენელთა თქმით, ტანდემის თითოეული წევრი ახლა საკუთარი იმიჯის შექმნას ცდილობს. მაგალითად, პრეზიდენტი კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს მასპინძლობს, ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად სკოლკოვოში სეირნობს, შემდეგ როკ-მუსიკოსებს ხვდება და მოხუცებულთა თავშესაფარს სტუმრობს, პარალელურად კი პოლიტიკურ პრობლემებს ჭრის - მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ბოლო დროს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში სოციალური მიმართულება იკვეთება. აუდიტორიასთან ის პირადი კონტაქტის დამყარებას ცდილობს, რაც საარჩევნო კამპანიისთვის არის დამახასიათებელი. პუტინი კი ამ დროს ეკონომიკური საკითხების გადაჭრით, სოჭის ოლიმპიადის სამზადისითა და საინვესტიციო ფორუმებში მონაწილეობით არის დაკავებული.

ექსპერტ მაკარკინის აზრით, პუტინს მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა არ სჭირდება, მას უკვე ხალხთან დაახლოებული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, ახლა კი მედვედევის ჯერია.

მომზადებულია ng.ru-ს მიხედვით.

1) ავტორი: paata falcona
chemi me-60-e siaxle biggrin

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja