ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მეფე ვახტანგ გორგასალი 442 - 502

მეფე ვახტანგ გორგასალი 442 - 502

ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი.

"გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) შეარქვეს, რადგან მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული.

მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია – გზა ბიზანტიისკენ და ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.

"მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვა"

ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. მე- 5 საუკუნის 60-იან წლებში ვახტანგ IV ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ IV -ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ირანელების მხარდაჭერით გაძლიერებულ ქართლის ფეოდალებში. ვახტანგ IV -მ ჩაატარა ეკლესიის რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ IV -მ, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეთს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. განხორციელებულ ცვლილებებს პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ გორგასალმა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, მოუპოვა მეტი დამოუკიდებლობა საერთაშორისო სარბიელზე და თანადროულად განამტკიცა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ირანის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლების საწარმოებლად.

ვახტანგმა საქალაქო მშენებლობები განახორციელა, ააშენა ახალი და გაამაგრა ძველი ციხეები და ქალაქები. მნიშვნელოვანი მშენებლობა ჩაატარა უჯარმასა და თბილისში. ვახტანგ IV -მ დაიკავა კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეპყრათ და დაუკავშირდა ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნებს. 80-იან წწ. დასაწყისში ირანელებს განსაკუთრებით გაურთულდათ მდგომარეობა შუა აზიაში. რითიც ისარგებლა ვახტანგმა და 482 წელს დაიწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ. ქართლის აჯანყებას მხარი დაუჭირა სომხეთმა. უპირველეს ყოვლისა ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. აჯანყების პირველ წელს ვახტანგმა შეძლო ირანელთა განდევნა ქართლიდან, მაგრამ მან ვერ მიიღო შეპირებული დაპირება ჰუნებისაგან, არც ბიზანტიელები დაეხმარნენ. ამას შინაური მტრების აშლილობაც დაემატა და, როცა 483 ქართლში შემოვიდა ირანის სარდალი მიჰრანი, გორგასალმა უკან დაიხია ქართლისა და სომხეთის საზღვრებისაკენ. მთებში მას შეუერთდნენ აჯანყებული სომხები ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. სომეხ-ქართველთა ლაშქარი მტერს შეებრძოლა ჭარმანაინის ველზე. 484 ქართლში შემოვიდა ირანელი სარდალი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი. ვახტანგ IV ეგრისში გადავიდა. ამ დროს ირანელები დამარცხდნენ შუა აზიაში, ბრძოლაში დაიღუპა შაჰი პეროზი. ამან ირანელები აიძულა ზოგი რამ დაეთმოთ აჯანყებულთათვის. გორგასალი შემდგომშიც განაგრძობდა ბრძოლას ირანელთა წინააღმდეგ და სიცოცხლეც შესწირა მათთან ბრძოლას. ”ვახტანგის ლაშქარი ორასორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - შვიდასოთხმოცი ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, ასი ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იყო. ცისკრისას შეაღწია მან მეფის კარავში. მეფემ ცხენით გაასწრო, ვახტანგმა ძე მოჰკლა მისი, მოჰკვეთა თავი და სწორედ ამ დროს ვიღაც სპარსელმა აძგერა გულში ისარი”- აღწერს ქართლის ცხოვრება. ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა უჯარმაში.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა ბრძოლამ ვახტანგ გორგასალი ლეგენდარულ ეროვნულ გმირად აქცია. იგი ქართული ხალხური ლეგენდებისა და ლექსების გმირია, მისი არაბუნებრივი ფიზიკური ძალის, მხნეობისა და თავდადების შესახებ არაერთ ფოლკლორულ ნაწარმოებშია მოთხრობილი. ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ ვახტან გორგასლის სახელს უკავშირდება.
ვახტანგ გორგასალი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე ახალი სტილით 30 ნოემბერია (ძველი სტილით 13 დეკემბერი). იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული.

1992 წლიდან ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მამაცობისა და გმირობისათვის, უმაღლესი ჯილდოთი, ვახტან გორგასლის სახელობის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით აჯილდოვებენ.

2) ავტორი: ilo khvichia khvichia
SPS

1) ავტორი: giorgi jari
sg applause applause applause applause

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja