ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მოგვეცით უფლება, ხმამაღლა დავიტიროთ გმირები!..

ეს ბიჭი შვიდი წლის მარტინ ფორტუნატოა, ავღანეთში გმირულად დაღუპული იტალიელი ლეიტენანტის ანტონიო ფორტუნატოს შვილი. ის თვალცრემლიანი, მაგრამ ამაყი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე გმირ მამას. ბიჭის გული ტკივილით იყო სავსე, რადგან ნაადრევად დაკარგა ის, ვისაც მისთვის ცხოვრება უნდა ესწავლებინა.

ამავე დროს პატარა მარტინი ძალიან ძლიერიც იყო, რადგან მამის დაკრძალვის დროს მხარს უმაგრებდა მთელი სახელმწიფო. ანტონიო ფორტუნატო 21 სექტემბერს 5 იტალიელ ჯარისკაცთან ერთად იტალიელებმა განსაკუთრებული პატივით დაკრძალეს. მეომრები უკანასკნელ გზაზე მთელმა ერმა გააცილა. ტრადიციულად, პატივის ნიშნად, მარტინს გადასცეს მამის სამხედრო ქუდი და დროშა. ამიერიდან მარტინმა იცის, რომ მოვალეა, საუკეთესო იტალიელი გაიზარდოს, მას პასუხისმგებლობა მამამ უანდერძა და ერმა დააკისრა. პარლამენტარი ჯან-ფრანკო პაგილა გვერდიდან არ სცილდება მას. ჯან-ფრანკომ იცის, რა არის ომი და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. ის ინვალიდია, 1993 წელს, სომალიში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამუდამოდ დასახიჩრდა.

იტალიელებმა იციან, რომ მათი ჯარისკაცები ავღანეთში იტალიის ტერორიზმისგან დაცვას ეწირებიან. თუმცა, ერი ხელისუფლებასთან ერთად ეძებს გამოსავალს, რომ ტერორიზმსაც ებრძოლოს და ჯარისკაცების გამოყვანაც შეძლოს ცხელი წერტილებიდან. ამაზე ხმამაღლა მსჯელობას და კამათს იტალიაში არავინ გაურბის. ასეა დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში - ყველა სახელმწიფოში, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიით მონაწილეობს.

საქართველოში უკვე ხუთი ჯარისკაცი დავკარგეთ, გვყავს დაჭრილები და დასახიჩრებულები. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ დაღუპულთა ვინაობა, მეტი მათ შესახებ არაფერი ვიცით. 5 სექტემბერს ასმეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა; 30 სექტემბერს - პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიდაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე.

თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძუნწი ცნობები მხოლოდ იმას იუწყება, რომ მეომრები ნაღმზე აფეთქდნენ. მოგვიანებით შევიტყვეთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მათი სიკვდილის შემდგომ დაჯილდოების შესახებ. ხუთივე დაღუპულს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მათ ოჯახებს გადაეცათ ოროთახიანი ბინები ე.წ. "სამხედრო ქალაქში" და ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარება.

ერთი შეხედვით, სახელმწიფომ ვალი მოიხადა და სამდურავიც არ ეთქმის, მაგრამ საზოგადოება ასე არ ფიქრობს. ხალხს აინტერესებს, ვინ იყვნენ ეს ვაჟკაცები, რომლებიც სხვის მიწაზე წავიდნენ, რათა ტერორიზმისგან მსოფლიოს გათავისუფლებაში მიეღოთ მონაწილეობა და შემდეგ ბრძოლაში გამოწრთობილები დაბრუნებულიყვნენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენ კი როგორ გავაცილეთ ისინი? როგორც რიგით მოქალაქეებს აცილებენ ბოლო გზაზე.

თავდაცვის სამინისტროს ვალი მოუხდია - სარიტუალო რაზმები გაუგზავნია მეომრების დაკრძალვაზე. იყო სამგლოვიარო მარშიც, ზალპიც, მაგრამ ამის შესახებ არც ტელევიზიით უთქვამთ, არც გაზეთებში დაწერილა. რას დავწერდით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს თხოვნაზე, დაღუპულთა შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ, გვპასუხობს, რომ გვაწვდიან იმას, რაც საჭიროა(?!). ღმერთმანი, საინტერესო პასუხია. ასე სჭირდება საქმესო! რომელ საქმეს?
თუ ამერიკელების, იტალიელების, ინგლისელების, ფრანგებისა და სხვების ავღანეთში ყოფნის დეტალები არ არის გასაიდუმლოებული, ქართველების შესახებ რატომ იკრძალება ინფორმაციის გამომზეურება?

სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიების ავღანეთში ყოფნის შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟები გადაიცემა მსოფლიოს უამრავი ჟურნალ-გაზეთით. ინტერნეტში ტექსტური, ფოტო და ვიდეომასალის სიუხვის გამო შთაბეჭდილება გექმნება, რომ ავღანეთში მოგზაურობ; ზოგიერთ ვებგვერდზე სამხედრო ოპერაციების ვიდეოჩანაწერები დევს. ქართველების შესახებ რატომ არ უნდა ვიცოდეთ არაფერი? ვითომ ხელისუფლებას პანიკის ეშინია? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხმა არ იცის, როგორ წავიდნენ ეს ბიჭები ავღანეთში? ყველამ საკუთარი სურვილით გადაწყვიტა წასვლა, ერი კი მათ სურვილსა და ვაჟკაცობას პატივს სცემს. ამიტომ იქნებ მოგვცეთ ამ ვაჟკაცების ხმამაღლა, ამაყად დატირების უფლება! მათმა შვილებმა უნდა იამაყონ გმირი მშობლებით!

ამ ფოტოზე ამერიკელი ჯარისკაცი ბილ რულია ავღანეთში დაღუპულ დავით ცეცხლაძესთან ერთად. როდესაც დავითი დაიღუპა, ბილმა თავის ვებგვერდზე დადო ეს ფოტო. დათოს შესახებაც მან გვიამბო, რადგან საქართველოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯარისკაცებზე საუბარი ეკრძალებათ!
"2009 წლის შემოდგომაზე ვმუშაობდი დათოსთან ერთად, ვიყავი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, ვეხმარებოდი კრწანისის საწვრთნელი ბაზის ყოველდღიურ ოპერაციებს. ეს სიახლე იყო საქართველოსთვის და მე დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა დახმარების თაობაზე. მალე მივხვდი, რომ დათო იყო ერთადერთი ადამიანი, ვისი იმედიც შეიძლებოდა მქონოდა.

დათოს ყოველთვის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ყველაფრის სწავლა სწყუროდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან უნდოდა ჩემთვის ქართული ცხოვრების წესი ესწავლებინა. დათო აღფრთოვანებული იყო, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, ემსახურა ამ ქვეყნისთვის და ებრძოლა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში. მისი ერთგულება და თავგანწირვა მუდამ იცოცხლებს მომავალი თაობის გულებსა და გონებაში," - ამბობს ბილი და მგონია, ამერიკელ ახალგაზრდებს უფრო ეცოდინებათ დათოს ვინაობა, ვიდრე ჩვენს შვილებს.

სექტემბერში ავღანეთში დაღუპული მეომრები ხომ ისევე ჩუმად ჩამოასვენეს და დაკრძალეს, როგორც ჩემი ბავშვობისას ჩამოჰყავდათ "ცინკის" კუბოებით ქართველი ჯარისკაცები. ბავშვებმა ვიცოდით, რომ ვიღაც ჯარისკაცები დაიღუპნენ ავღანეთში, მაგრამ არ ვიცოდით - რატომ და როგორ. ნუთუ ჩვენმა შვილებმაც არ უნდა იცოდნენ გმირების ვინაობა და გმირობის ფასი? რომ არა ეს გაუგებარი გასაიდუმლოება, იტალიელი ბიჭუნას მსგავსად ფოტოებზე ქართველი მეომრების შვილებიც იქნებოდნენ აღბეჭდილი.
ეკა ლომიძე

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja