ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მოქმედებს თუ არა საქართველოში ფარულად ამერიკული სპეცრაზმი?

პრეზიდენტი ობამა 75 ქვეყანაში საიდუმლოდ გზავნის ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმებს საერთაშორისო ტერორისტებთან საბრძოლველად

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ჩანს, ცვლის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკას; ერაყში მოქმედ ამერიკულ "აბრამსებსა" თუ ავღანეთში მფრენ "აპაჩებზე" მეტად გასაიდუმლოებულ სპეცოპერაციას ენდობა.

ამაზე მეტყველებს დასავლურ პრესაში გაჟონილი საიდუმლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ობამამ მსოფლიოს 75 ქვეყანაში სპეციალური დანიშნულების საარმიო ჯგუფების გაგზავნის გეგმა მოიწონა.

გარდა ამისა, ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა მოითხოვა, პენტაგონის ბიუჯეტიდან ხუთი წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის გამოყოფა, რომელიც სპეცოპერაციების დაფინანსებას მოხმარდება.

სპეცოპერაციებზე აქცენტის გადატანა ერთ-ერთი იძულებითი ნაბიჯია, რადგან ამერიკული სატანკო ბრიგადები, ისევე როგორც საარტილერიო დივიზიონები თუ მოიერიშე თვითმფრინავების ესკადრილიები, არაეფექტურნი აღმოჩნდნენ "ალ-ქაიდასა" თუ თალიბანის მეომრების გასანადგურებლად. ერაყსა და ავღანეთში პარტიზანულ ბრძოლაში ანალოგიური მეთოდები უნდა გამოიყენო, ანუ შეუმჩნევლად მცირერიცხოვანი ჯგუფებითა და ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე განახორციელო კონკრეტული ანტიპარტიზანული ოპერაცია და არა ისე, რომ ტანკების გრუხუნმა მოწინააღმდეგის პარტიზანული ჯგუფი კილომეტრების სიშორიდან დააფრთხოს.

1987 წელს შეიქმნა სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული სარდლობა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯარების სხვადასხვა სახეობაში (არმია, სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სანაპირო დაცვა) შემავალ სპეციალური ოპერაციების ძალებს აერთიანებს. ამ სარდლობას US SOCOM-ი ეწოდება და მისი შტაბბინა ფლორიდაში, ქ. ტამპასთან, მაკდილის ავიაბაზაშია.

დღეისთვის ამ სარდლობიდან 13 ათასი სპეცრაზმელი აშშ-ის საზღვრებს გარეთ სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობს, მათი უდიდესი ნაწილი - 9 ათასი კაცი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრებზეა განთავსებული.

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰელმანდის პროვინციაში ჩასულ ქართული არმიის 31-ე ქვეით ბატალიონს მოქმედება სწორედ SOCOM-ის სპეცრაზმელებთან ერთად უწევთ. ასე რომ, ქართველი სამხედროები უკვე ნელ-ნელა სწავლობენ ამერიკელ სპეცრაზმელთა გამოცდილებასა და შესაძლებლობაზე.

საქართველოში დარჩენილებს ალბათ ის უფრო აინტერესებთ, მოქმედებს თუ არა ფარულად ამერიკელ სპეცრაზმელთა რაზმი ან რაზმები ჩვენს ქვეყანაში.
სანამ პრეზიდენტი ობამა დათანხმდებოდა ამერიკელ სპეცრაზმელთა მსოფლიოს 75 ქვეყანაში გაგზავნას, მანამდე ისინი 60 ქვეყანაში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის ბრძანებით, მალულად ან თავისუფლად იმყოფებოდნენ.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მსოფლიოს იმ 60 და, მით უმეტეს, 75 ქვეყანაში, სადაც ამერიკული შOჩOM-ი თავის საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებს, საქართველო უსათუოდ იყოს.
ირაკლი ალადაშვილი

1) ავტორი: paata mirckhulava falcona
davijero aqac iyvnen eseni smile

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja