ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მოსალოდნელ ყარაბაღის ომში საქართველოს უკვე ითრევენ?!

სომხური მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, ბაქოდან ჩასული ემიგრანტები მარნეულელ აზერბაიჯანელებს ყარაბაღის ომისთვის აგროვებენო. მარნეულში ამას კატეგორიულად უარყოფენ და მორიგ სომხურ პროვოკაციად მიიჩნევენ.

ასეა თუ ისე, უკვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ყარაბაღის ომი, განახლების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად საქართველოსაც შეეხება.
აშკარაა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალზე დაიძაბება. აზერბაიჯანი გამალებულ შეიარაღებას განაგრძობს და მას არც სომხეთი ჩამოუვარდება.

4 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აგდერინისა და ტერტერის რაიონებში, რომელთაც ბაქოში სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ, სამხედრო სწავლება დაიწყეს.

14 თებერვალს კი სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს უკვე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია შეუდგა. უეჭველია, ეს ორი სწავლება ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთი სცენარით მიმდინარეობს. გასაგები მიზეზების გამო, ერევანი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სწავლებას ოფიციალურად არ ჩაატარებს, თუმცა არც ის არის ვინმესთვის საიდუმლო, რომ ყარაბაღის არმიაში მთელი სომხეთიდან გაწვეული ჯარისკაცებიც მსახურობენ.

ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ ზაფხულისთვის სამხრეთ კავკასიის ამ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. თუკი ყარაბაღის ომი განახლდა, ის სულ სხვა მასშტაბის იქნება, ვიდრე 17 წლის წინ, რადგან ორივე მხარის შეიარაღებაში გამოჩნდა ბევრად უფრო მძლავრი საბრძოლო საშუალებები, მათ შორის - ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, შორსმსროლელი არტილერია და საბრძოლო ავიაცია.

ყარაბაღის განახლებულ ომში საქართველოს ჩათრევის რამდენიმე პირობა არსებობს. თუკი დაპირისპირებული მხარეები მთელი ფრონტის გასწვრივ წამოიწყებენ საბრძოლო მოქმედებებს, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების ზონაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს საზღვრისპირა რაიონებიც, სადაც სამი კავკასიური რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები ერთდება.

სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ორივე მხრიდან ეცდებიან, დივერსიული აფეთქებები განახორციელონ საქართველოს ტერიტორიის იმ მონაკვეთებში, სადაც რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენი (ასევე - რკინიგზა) და აზერბაიჯანიდან საქართველოზე გამავალი ნავთობი და გაზსადენი გადის.

მესამე მიმართულება კი ყარაბაღის შესაძლო ომში საქართველოს მოქალაქეების სწორედ ეთნიკური ნიშნით ჩართვის მცდელობა გახდება. ერევანი ეცდება, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების სომეხი მოსახლეობა თავის მხარეზე გამოიყვანოს (რაც უკვე ხდებოდა 90-იანი წლების ყარაბაღის ომში), ბაქოს კი, ბუნებრივია, შიდა ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების იმედი ექნება.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, გამორიცხვა იმისა, რომ ომის განახლების შემთხვევაში ყარაბაღის ტერიტორიაზე ერთმანეთს სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები იარაღით დაუპირისპირდებიან, ძალიან ძნელი იქნება...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja