WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მსხვერპლზე გაუთვლელი საჩვენებელი ტერაქტები მსხვერპლით დამთავრდა

"თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უარესი აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა," - ასე ვამთავრებდით სტატიას "კვირის პალიტრის" 25 ოქტომბრის ნომერში, რომელშიც გაანალიზებული იყო ის სამი უმსხვერპლო აფეთქება (კიდევ ორჯერ ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა არ იმოქმედა), რომლებიც საქართველოში 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოხდა.

28 ნოემბერს ღამით თბილისის ორი უბანი კიდევ ორმა აფეთქებამ შეაზანზარა - პირველი "ჯოჯოხეთის მანქანა" ჯავახიშვილის ქუჩაზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ამოქმედდა, მეორე - ერთსაათიანი ინტერვალით მუხიანში, ერთ-ერთი მაღაზიის კიბესთან.

პირველ აფეთქებას, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - ჩამტვრეული მინის ნამსხვრევებით დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა 65 წლის ნინო გორდეზიანი...
მიუხედავად მსხვერპლისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი აფეთქება, ისევე როგორც წინა სამი, მსხვერპლზე გათვლილი არ იყო და მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აფეთქების მომწყობებმა, ალბათ, ვერ გათვალეს "ჯოჯოხეთის მანქანის" სიძლიერე და ახლომდებარე შენობების სიძველე.

პირველი სამი აფეთქების შესახებ დაწერილ სტატიაში ვსაუბრობდით თბილისური ტერაქტების (ერთი აფეთქება აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ორი - ბორჯომის ვაგზალთან) ოთხ შესაძლო ვერსიაზე.
პირველის თანახმად, აფეთქებების ავტორები, შესაძლოა, იმ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ყოფილიყვნენ, რომელსაც ასე სურს საქართველოში დესტაბილიზაციისა და პანიკის გამოწვევა.

მეორე ვერსიაში საერთაშორისო ტერორისტები მოიაზრებოდნენ, რომლებიც შეიძლება ცდილობდნენ, გაეპროტესტებინათ საქართველოს ბრძოლა აშშ-ის გვერდით ავღანეთსა თუ ერაყში.
უმუშევრად დარჩენილი მენაღმეები მესამე ვერსიად განვიხილეთ. ვამბობდით, რომ ისინი ასეთი სადემონსტრაციო აფეთქებებით ცდილობენ, თავი შეახსენონ ხელისუფლებას.

და მეოთხე, მაგრამ ყველაზე ძნელად დასამტკიცებელი ვერსია - აფეთქებების უკან შეიძლება ადგილობრივი სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებიც მსხვერპლზე გაუთვლელი აფეთქებებით საზოგადოების ყურადღების სხვა პრობლემაზე გადატანას ცდილობენ.

აფეთქებებით თამაში დამთავრდა, ერთ-ერთ მათგანს მსხვერპლი მოჰყვა (თუმცა, ტერაქტების ორგანიზატორებს მსხვერპლი თავიდანვე რომ განსაზღვრული ჰქონოდათ, მაშინ "ჯოჯოხეთის მანქანებს" დღის სხვა დროს და სხვა ადგილებში აამოქმედებდნენ).

მალე გაირკვევა, რა და ვინ დგას ამ ტერაქტების უკან, რომლებზეც პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არავის აუღია. თუკი გაუთვლელი მსხვერპლის გამო ასეთი ტიპის აფეთქებები დიდი ხნით შეწყდა, მაშინ, სავარაუდოდ, საქმე სწორედ მეოთხე ვერსიასთან უნდა გვქონდეს...

P.S. არაოფიციალური ინფორმაციით ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქებისას გამოყენებული იქნა ნახევარ კგ-მდე ჰექსოგენის ნარევი, ხოლო მუხიანისთვის ტერორისტებმა მთელი კილოგრამი ჰექსოგენი "გაიმეტეს".
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja