WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნატო "თალიბანის" ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ნატო "თალიბანის" ლიდერებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს, რამაც ავღანეთში ომს წერტილი უნდა დაუსვას. მოლაპარაკებები "თალიბანის" ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან კონსულტაციას ითვალისწინებს, წერს "The New York Times"-ი.

გამოცემის მონაცემებით, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი ქაბულშიც და მის საზღვებს გარეთაც გაიმართა. მოლაპარაკებებში "ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები და პაკისტანის ქალაქ კვეტის თალიბთა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ. ამ საბჭოს წევრები "ავღანეთში თალიბთა ბრძოლას კურირებენ", - წერს გაზეთი.

გარდა ამისა, ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ. "ხაგანთა ქსელის" ლიდერებსაც შეხვდნენ, რომელსაც ქვეყნის ყველაზე ძლიერ პარტიზანულ ფორმირებად მიიჩნევენ. შეხვედრები გაიმართა ასევე პეშავარის საბჭოს წევრებთან, რომელთა მებრძოლებიც ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში არიან განლაგებულნი.

გამოცემის ინფორმაციით, "თალიბანის" ლიდერები მოლაპარაკებებზე იმ გარანტიით წავიდნენ, რომ მათ ნატო-ს შეიარაღებული ძალები არც თავს დაესხმოდნენ და არც დააპატიმრებდნენ. თალიბები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით გადაადგილდებოდნენ და ალიანსის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად რაიონებში ასევე ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების დაცვის თანხლებით შედიოდნენ.

როგორც გამოცემა წერს, "ვიდრე ამბოხებულები თავს გამარჯვებულად მიიჩნევენ, მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ". სტატიაში ასევე მოყვანილია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის ლეონ პანეტას სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ დღეისთვის "თალიბების მხრიდან შერიგების სურვილი ჯერჯერობით არ ჩანს”.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja