ნატომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზა დაასრულა. პირველი ფაზა ვითარების სტაბილიზებას ისახავდა მიზნად. ახლა სამხედრო ოპერაცია მეორე ფაზაზე გადავიდა, რომელიც მიზნად კადაფის სამეთაურო პუნქტების განადგურებას ისახავს.
ალიანსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თავად კადაფის განადგურებაზე ლაპარაკი არ არის. მაგრამ უკვე 10 დღეა ლიბიის ლიდერი არავის უნახავს. ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყება, რომ ის მძიმედ დაჭრილი, ან სულაც მკვდარია. კადაფი ჯერჯერობით არ ჩანს და მას მკვდრებსა და ცოცხლებს შორის ეძებენ.
ნატოს გაერთიანებული სარდლობის წარმომადგენელმა, იტალიელმა გენერალმა კლაუდიო გაბელინიმ აღიარა, რომ კადაფის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ნატომ არაფერი იცის.
ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი თავის დაღუპულ შვილს გლოვობს. კადაფის უმცროსი შვილი 1 მაისს კადაფის რეზიდენციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. რეზიდენციაში თავად ლიბიის ლიდერიც იმყოფებოდა. მას შემდეგ კადაფი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ლიბიის ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ კადაფი არ დაზარალებულა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.