ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი ეროვნულ სასწავლო ცენტრში

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა. მან მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში მყოფ 32-ე ბატალიონის სამშვიდობო კონტინგენტს როტაციის წესით (ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ) ჩაანაცვლებენ. ადმირალმა დი პაოლამ კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციური სასწავლო ცენტრიც დაათვალიერა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძეთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ადმირალმა დი პაოლამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, იგი ქართული ბატალიონის მომზადების დონით კმაყოფილია. ”ძალიან საინტერესო დღე მქონდა. ეს ცენტრიც ძალიან მომწონს და ვხედავ თუ როგორ ემზადებიან თქვენი ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრების წინ. მინდა ალიანსის სახელით მადლიერება გამოვხატო იმ წვლილისათვის, რომელსაც თქვენი ქვეყანა ავღანეთში საერთაშორისო თანამეგობრობის დასახმარებლად იღებს. ძალიან ვწუხვარ იმ დანაკლისის გამო, რომელიც თქვენმა დანაყოფმა განიცადა ცოტა ხნის წინ. მამაცი და პროფესიონალი ჯარისკაცები გყავთ. ისინი ძალიან კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ ავღანეთია... მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის სწორი გზით ვითარდება და ძლიერდება. ჩემი აქ ვიზიტიც ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება,” განუცხადა ჟურნალისტებს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, ადმირალმა დი პაოლამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მომზადების ხარისხს და ჯარისკაცების განწყობას. ”ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა საქართველოს განსაკუთრებული მადლობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს აქტიური პარტნიორია და მისი წევრობის საკითხი მხოლოდ დროის საკითხია,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ირაკლი ფორჩხიძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე ხოშტარიას. ვიზიტის ფარგლებში ადმირალი დი პაოლა თბილისში ნატო–ს ახლადშექმნილ სამეკავშირეო ოფისს ესტუმრა და ოფისის ხელმძღვანელთან ზბიგნევ რიბაცკისთან გამართა შეხვედრა. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოს ხვალ დატოვებს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja