ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
NATO-მ მოსკოვს ქართული მიწების ოკუპაცია შეარჩინა...

NATO რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აღადგენს, უკრაინას კი ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში იწვევენ

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა შეაჩერა NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა მანამდე, სანამ მოსკოვი თავის საოკუპაციო ჯარებს არ დააბრუნებდა იმ პოზიციებზე, სადაც რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" 2008 წლის 7 აგვისტომდე იდგნენ. მაშინ ალიანსის გენერალური მდივნის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უდიდესი ზეწოლა აგრესორ რუსეთზე და საქართველოს დიდი პოლიტიკური გამარჯვება.

თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი: მართალია, ბრიუსელი წყვეტს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას მოსკოვთან და კრემლს დაპყრობილი ქართული მიწების სასწრაფოდ დატოვებაზე ელაპარაკება, მაგრამ თვითონ ისე უჭირს ავღანეთში თავისი მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის შეუწყვეტელი მომარაგება, რომ სატრანზიტო გადაზიდვებისთვის რუსეთს სახმელეთო და საჰაერო სივრცის დათმობას სთხოვს. ამიტომაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროის ფაქტორია, თუ როდის აღადგენდნენ სრულყოფილ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და კრემლი.

ჩანს, დიდი ხნის ლოდინი აღარ დაგვჭირდება. 26 იანვარს, 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, ბრიუსელში გაიმართება NATO-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომა. თანაც ეს შეხვედრა უმაღლესი დონისა იქნება. NATO-ს შტაბბინას რუსეთის დელეგაცია შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, არმიის გენერალ ნიკოლაი მაკაროვის ხელმძღვანელობით ეწვევა.

ბუნებრივია, არავინ არის წინააღმდეგი, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნორმალური სამუშაო ურთიერთობა აღადგინოს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ისიც ხომ მწარე სინამდვილეა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს დაპყრობილი ქართული მიწების ერთი გოჯიც არ დაუთმიათ?! ამიტომაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პატარა საქართველოსთვის დამღუპველი მასშტაბის პრობლემები არცთუ ისე შორეულ ევროპაში აღარც მოჩანს და დასავლელი პოლიტიკოსების "აღშფოთება-შეშფოთებანი" მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო...

P.S. NATO-რუსეთის საბჭოს სრულფასოვანი მუშაობის აღდგენის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტმა უკრაინას შესთავაზა გამოყოს დანაყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, 2015 წლიდან მონაწილეობისთვის.

ალიანსის შტაბბინაში იმასაც ამბობენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში. გამოდის, რომ 2015 წლისთვის NATO-ს ხელმძღვანელობა ვერ ხედავს უკრაინას თავის რიგებში, თუმცა "დიდსულოვნად" მიიღებს უკრაინულ სამხედრო დანაყოფს ბრძოლებში გასაგზავნად.

საქართველოზე კი ლაპარაკი აღარც არის, ჩანს, NATO ჩვენს ქვეყანას თავის რიგებში არათუ 2015-მდე, არამედ 2020 წლამდეც არ მიიღებს...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja