WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ოთხი რუსული "მისტრალიდან" რომელი იდრეიფებს ქართულ სანაპიროსთან?!

წლის ბოლომდე რუსეთის ხელისუფლებამ მოასწრო პარიზთან ხელშეკრულების დადება ფრანგული სადესანტო შვეულმფრენმზიდი "მისტრალების" შესყიდვის შესახებ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდებმა ამ ომის დროს ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე საზღვაო დესანტი გადმოსხეს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უფრო ძლიერი სადესანტო ხომალდების მიყიდვა კრემლის ერთგვარ წახალისებად გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კულუარულად სთხოვდა საფრანგეთს, არ გადაედგა ეს ნაბიჯი, პუტინ-სარკოზის პირადმა მეგობრობამ (და ალბათ სერიოზული ფინანსური გამორჩენის შესაძლებლობამ) გაიმარჯვა.

24 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფრანგულ ვერფებზე რუსეთისთვის ორი "მისტრალი" აეწყობა; კიდევ ორ ასეთივე ხომალდს კი უფრო მოგვიანებით თავად რუსეთში, ლიცენზიით ააგებენ. პირველი "მისტრალი", რომელშიც რუსეთის წილი 20%-მდე იქნება, მოსკოვს 720 მლნ ევრო დაუჯდება, მეორე ხომალდში 40%-მდე გაიზრდება რუსული წილი და შესაბამისად, მისი შესასყიდი ფასი 650 მლნ ევრომდე შემცირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი "მისტრალის" აგებას არანაკლებ 36 თვე სჭირდება, ტექნიკური პრობლემების გამოსწორებისა და სანაოსნო გამოცდილების გათვალისწინებით ოთხივე "მისტრალი" რუსეთის განკარგულებაში 2020 წლამდე ვერ იქნება.

წინ კიდევ ათი წელია, ამ ხნის მანძილზე მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთშიც, ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომაც იმის მტკიცება, რომ უკვე რუსულად ქცეული მრისხანე სადესანტო შვეულმფრენ-დოკები მაინცდამაინც ქართულ ნაპირებზე გადმოსხამენ საზღვაო დესანტს, ძნელია. მით უმეტეს, რომ პირველი "მისტრალების" გაგზავნას კრემლი წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტებში აპირებს და არა - შავ ზღვაში.

ხუთ-ექვს წელიწადში ფრანგების მიერ რუსეთისთვის მიყიდული "მისტრალი" თავის ტკივილს ჯერ იაპონიას, შემდეგ კი სკანდინავიის ქვეყნებს გაუჩენს. შავ ზღვაში ხომალდების მოძველების მიუხედავად, რუსეთს დარჩენილი ქართული სანაპიროს მთლიანად დასაპყრობად საბრძოლო შესაძლებლობები, სამწუხაროდ, საკმარისზე მეტი რჩება.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja